"სკა-ენერგიას" გენერალურმა დირექტორმა გუნდში არსებულ სიტუაციაზე, გიორგი დარასელიასა და ქართველ ფეხბურთელებზე ისაუბრა
"სკა-ენერგიას" გენერალურმა დირექტორმა სერგეი ფელდმანმა გუნდში არსებულ სიტუაციაზე, გიორგი დარასელიასა და ქართველ ფეხბურთელებზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი დარასელია "სკა-ენერგიას" მთავარი მწვრთნელია, ხოლო რუსულ კლუბში ერთბაშად ხუთი ქართველი ფეხბურთელი ირიცხება: ლაშა სალუქვაძე, ოთარ მარცვალაძე, შოთა გრიგალაშვილი, გოჩა ხოჯავა და გიორგი ნავალოვსკი.

"ჩვენთან უკვე ჩამოყალიბებული და გამოცდილი ფეხბურთელები მოვიდნენ: ლაშა სალუქვაძე რუსეთის ორგზის ჩემპიონია "რუბინის" რიგებში და საკუთარი უმაღლესი დონე მან ჩვენთანაც დაამტკიცა.

ოთარ მარცვალაძე ნელ-ნელ ჩვეულ ფორმას უბრუნდება და კიდევ უფრო მოუმატებს. გოჩა ხოჯავა, უდავოდ, გუნდის ძრავია.

შოთა გრიგალაშვილი კი ჯერჯერობით თამაშგარეა. მას პირდაპირ კვიპროსში გაუკეთეს ბრმანაწლავის ოპერაცია, მაგრამ ის კიდევ გვაჩვენებს საკუთარ შესაძლებლობებს.

ლაშა სალუქვაძე და ტოლია რომანოვიჩი მწყობრში არიან, მაგრამ ისინი უფრო, ასე ვთქვათ, ასაკში იმყოფებიან. ამიტომ მათ რომ არ გაუჭირდეთ, გუნდში სერგეი გოლიატკინი დავაბრუნეთ და "მეტალურგ-კუზბასიდან" გიორგი ნავალოვსკი ავიყვანეთ.

გიორგი დარასელიას რუსული აზროვნება არ აქვს. დარასელიამ 16 წელი სხვა განზომილებაში იცხოვრა და მენტალიტეტიც სხვანაირი აქვს. მისი დევიზია: "თუ გინდა რამეს მიაღწიო, იშრომე". თუ ვალდებულებებს არ ასრულებ, მაშინ გუნდის კონცეფციაში ვერ ჯდები. თუმცა, როგორ იქნება სინამდვილეში, ამას მატჩები გვანახვებს.

მიზანი უცვლელია - საუკეთესო ოთხეულში ადგილის შენარჩუნება, რათა პრემიერლიგის საგზურისთვის ვიბრძოლოთ", - თქვა ფელდმანმა.

მომზადებულია priamurka.ru-ს მიხედვით

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა