ჰოკეის ეროვნულ ლიგაში ისევ არ ჩანს გუნდი, რომელიც "ჩიკაგო ბლეკჰოქსს" შეაჩერებს
ჰოკეის ეროვნულ ლიგაში ისევ არ ჩანს გუნდი, რომელიც "ჩიკაგო ბლეკჰოქსს" შეაჩერებს. ჩიკაგოელთა მორიგი მსხვერპლი გახდა "სენტ ლუისი". ლიდერმა ანგარიში მე-12 (!) წამზე გახსნა - ეს გააკეთა "ჩიკაგოს" ერთ-ერთმა ლიდერმა და კაპიტანმა ჯონათან ტეივზმა და ამით სათავე დაუდო "ბლუზმენების" განადგურებას. კენ ჰიჩკოკის შეგირდებმა ვერაფერი დაუპირისპირეს ჩემპიონატის საუკეთესო გუნდს და სამი უპასუხო შაიბა გაუშვეს. მიუხედავად იმისა, რომ "ჩიკაგოს" საკუთარ კარში გოლი არ მიუღია, "ბლეკჰოქსის" ვერც ერთი მეკარე "შათაუტს" ვერ ჩაიწერს აქტივში, რადგან პირველ პერიოდში მიიღო ტრავმა კორი კროუფორდმა და ის რეი ემერიმ შეცვალა.

"ჩიკაგოსთვის" ეს იყო მე-20 შეხვედრა რეგალურულში, როცა გუნდმა ძირითად დროში არ წააგო (წინა სეზონის რეგულარულს თუ ჩავთვლით, ჩიკაგოელთა ეს სერია 26 მატჩს აღწევს), გარდა ამისა, "ბლეკჰოქსს" ზედიზედ შვიდი მოგება აქვს.

გაუჭირდა ტრავმირებული ევგენი მალკინის გარეშე "პიტსბურგს", რომელმაც ზედიზედ მეორე მატჩი წააგო. კუნიტცისა და კროსბის წყვილმა პირწმინდად დათმო დუელი "კაროლინას" დამრტყმელ დუეტთან - ირჟი ტლუსტისთან და ერიკ სტაალთან. თითოეულმა მათგანმა 3-3 ქულა ჩაიწერა აქტივში.

"პიტსბურგმა" თითო პერიოდში სტაბილურად შეასრულა 9-9 დარტყმა, მაგრამ მხოლოდ ერთხელ - პირველი 20-წუთეულის შუაში აიღო უორდის კარი, ამის შემდეგ კი გოლებს მხოლოდ კაროლინელები იტანდნენ.

ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი გაიმართა "მედისონ სკვერ გარდენში" - "რეინჯერსმა", რომელსაც ზედიზედ ოთხი შეხვედრა ჰქონდა წაგებული, ბრწყინვალე თამაში აჩვენა "ტამპა ბეის" წინააღმდეგ და მოგებით აღნიშნა რიკ ნეშის დაბრუნება. ორი პერიოდის შემდეგ, "ტამპა" დარტყმების რაოდენობით აგებდა: 25-42, ასე რომ, საბოლოო ანგარიში სრულად არ ასახავს "რეინჯერსის" უდიდეს უპირატესობას. თავად ნეშმა ერთი შაიბის გატანა შეძლო, ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა, "ლაითნინგის" ლიდერმა სტივენ სტემკოსმა კი ერთი ქულა ჩაიწერა აქტივში.

სათამაშო დღის შემდეგ, ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ, ტრადიციულად, სამი ვარსკვლავი დაასახელა.

პირველი ვარსკვლავის სტატუსი მიიღო "ტორონტოს" ახალგაზრდა ფორვარდმა ნაზემ კადრიმ, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა "აილენდერსის" წინააღმდეგ.

მეორე ვარსკვლავი გახდა "კაროლინას" ფორვარდი ირჟი ტლუსტი. მან სამი ქულა (2+1) მითვალა "პიტსბურგთან" შეხვედრაში.

დღის მესამე ვარსკვლავია "დეტროიტის" გოლკიპერი იონას გუსტაფსონი, რომელმაც 25 დარტყმა (26 ცდიდან) მოიგერია "სან ხოსეს" ჰოკეისტებისგან.

სტ. ლუისი-ჩიკაგო 0:3

0:1, 0:0, 0:2

გოლები: 0:1 ტეივზი-8 (საადი-1, მარიან ჰოსა-7), 0:2 შოუ-5 (ბიკელი-7), 0:3 ტეივზი-9 (ლედი-6, მარიან ჰოსა-8).

ბოსტონი-ოტავა 2:1 (ო)

0:0, 1:1, 0:0, 1:0

გოლები: 1:0 ჰორტონი-7 (ჰემილტონი-8, ლუჩიჩი-7), 1:1 ო'ბრაიენი-5 (ზ. სმიტი-7, დაუგავინსი-2), 2:1 პ. ბერჟერონი-4 (საიდენბერგი-6).

რეინჯერსი-ტამპა ბეი 4:1

2:1, 1:0, 1:0

გოლები: 1:0 ჰაგელინი-7 (მაკდონაჰი-4), 2:0 სტეპანი-4 (კელეჰანი-2, ჟირარდი-7), 2:1 სან ლუი-5 (ბრიუერი-4, სტემკოსი-17), 3:1 მ. სტაალი-2 (ჯ-ტ. მილერი-2, ნეში-10), 4:1 ნეში-4 (ბ. რიჩარდსი-11, მაკდონაჰი-5).

კაროლინა-პიტსბურგი 4:1

1:1, 3:0, 0:0

გოლები: 0:1 კუნიტცი-9 (კროსბი-22, ნისკანენი-3), 1:1 ე. სტაალი-10 (სიომინი-11, ტლუსტი-6), 2:1 ტლუსტი-8 (ე. სტაალი-11, გლისონი-3), 3:1 სკინერი-8 (დუაიერი-4, კორვო-5), 4:1 ტლუსტი-9 (სიომინი-12, ე. სტაალი-12).

აილენდერსი-ტორონტო 4:5 (ო)

1:1, 1:3, 2:0, 0:1

გოლები: 1:0 ბეილი-1 (ოკსოპო-5, ენდრიუ მაკდონალდი-3), 1:1 კადრი-6 (ფრეზერი-3), 2:1 ვიშნოვსკი-1 (ჩიზიკასი-5, კ. მაკდონალდი-3), 2:2 კადრი-7 (ფრეზერი-4, ფრანსონი-12), 2:3 ვან რიმსდიკი-12 (შტეკელი-1, ორი-2), 2:4 კადრი-8 (კოსტკა-7, გუნარსონი-5), 3:4 ენდრიუ მაკდონალდი-1 (ოკსოპო-6, შტრაიტი-7), 4:4 ოკსოპო-2, 4:5 ფანოფი-4 (გრაბოვსკი-4, მაკარტური-5).

ფლორიდა-ბაფალო 3:4 (ბ)

2:3, 0:0, 1:0, 0:0

გოლები: 0:1 გებრე-1 (ოტი-5, ენისი-9), 0:2 ენისი-7, 1:2 შორი-2 (კულიკოვი-7, ბ. კემპბელი-8), 2:2 გოკი-2 (ფლიშმანი-10, სკილი-3), 2:3 გებრე-2 (ოტი-6, მ. უებერი-3), 3:3 ბ. კემპბელი-6 (გოკი-4).

ბულიტები გაიტანეს: ვანეკი (ბაფალო), პომინვილი (ბაფალო).

ვინიპეგი-ნიუ ჯერსი 3:1

1:0, 0:1, 2:0

გოლები: 1:0 ლედი-11 (ლიტლი-10, ბოგოსიანი-2), 1:1 ლოკტიონოვი-2 (პონიკაროვსკი-3, ტატინდერი-2), 2:1 ლედი-12 (ბაფლინი-7, კლიტსომი-4), 3:1 ველერი-7 (ლედი-8, ჰეინსი-7).

დალასი-ედმონტონი 1:5

0:2, 0:1, 1:2

გოლები: 0:1 სემ განიე-6 (პეტრი-1, ჰემსკი-4), 0:2 შულცი-5 (ებერლე-7, ტ. ჰოლი-14), 0:3 პეტრი-2 (ჰემსკი-5, პეტრელი-2), 0:4 ჰემსკი-8 (ებერლე-8, შულცი-7), 0:5 იგერი-1 (პეტრელი-3), 1:5 იაგრი-6 (გოლიგოსკი-10, რუსელი-3).

ფინიქსი-მინესოტა 3:4

0:2, 1:2, 2:0

გოლები: 0:1 ცუკერი-3 (კულენი-7, სეტოგუჩი-5), 0:2 ჰიტლი-6 (ბუშარი-3, რ. სატერი-12), 0:3 ჰიტლი-7 (კულენი-8, სეტოგუჩი-6), 3:1 კლესლა-1 (ჩიპჩურა-4, ბოდკერი-10), 1:4 სპარჯონი-1 (მ. კოივუ-11, პარიზე-6), 2:4 იენდლი-3 (მორისი-6, ბოდკერი-11), 3:4 დოუნი-5 (ეკმან-ლარსონი-10, სალივანი-4).

კოლორადო-კალგარი 5:4

0:3, 2:1, 3:0

გოლები: 0:1 ბოუმისტერი-4 (ბერტჩი-1, ჰუდლერი-7), 0:2 კამალერი-6 (სტემპნიაკი-8, ბეგინი-1), 0:3 იგინლა-4 (სტაიანი-7, ჰუდლერი-8), 1:3 ო'ბირნი-1 (დუშენი-12, პარენტო-8), 2:3 დ. ჯონსი-3 (ლანდესკოგი-2, პ. შჩასტნი-7), 2:4 იგინლა-5 (ჰუდლერი-9, ტანგეი-11), 3:4 ლანდესკოგი-2 (ჰეიდა-6), 4:4 პ. შჩასტნი-5 (ლანდესკოგი-3, დ. ჯონსი-4), 5:4 დუშენი-7 (მაკგინი-9, პარენტო-9).

სან ხოსე-დეტროიტი 1:2 (ბ)

0:0, 0:0, 1:1, 0:0

გოლები: 1:0 კუტური-8 (ჯ. ტორნტონი-16, მიურეი-2), 1:1 ივსი-1 (კრონვალი-15, ჯ. ერიქსონი-7).

ბულიტები გაიტანეს: ბრუნერი (დეტროიტი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NHL. რეგულარული ჩემპიონატი: ლიგა სახეს იცვლის

[VIDEO] საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა
[VIDEO] ლანჩხუთის "გურიამ" საქართველოს თასის 1/16 ფინალში თბილისის "დინამო" დაამარცხა და შემდგომ ეტაპზე გავიდა!
საქართველოს თასის 1/16-ფინალური მატჩები 25, 26 და 27 ივლისს გაიმართება
სლუცკის ჩასვრილი და "რუბინის" განავალში ჩამგდები უწოდეს - სიომინმა დაიცვა
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა