2 მარტს ვარშავაში ვაჟ ძიუდოისტთა "ევროპის ღია თასი" იწყება
2 მარტს ვარშავაში ვაჟ ძიუდოისტთა "ევროპის ღია თასი" იწყება, რომლის პირველ დღესაც 60, 66 და 73 წონითი კატეგორიების ფალავნები იასპარეზებენ, დანარჩენები კი კვირას იჭიდავებენ.

60 კილოგრამში საქართველოს ღირსებას ვაჟა მარგველაშვილი და პაატა მერებაშვილი დაიცავენ, რომლებიც პირველივე წრიდან ჩაებმებიან ტურნირში. მარგველაშვილი ებრაელ იოავ შემეშის ხვდება, მასთან წარმატების შემთხვევაში კი მეორე წრეში წინა კვირას გამართული დიუსელდორფის "დიდი პრიზის" ბრაზილიელი ვიცე-ჩემპიონი დიეგო სანტოსი ელოდება. საქართველოს ახალგაზრდა ჩემპიონი საკმაოდ რთულ ჯგუფში მოხვდა, თუმცა ბრაზილიელს თუ გასცდა, მერე მეოთხედფინალამდე მასზე ძლიერი აღარ ელოდება. მერებაშვილი თავდაპირველად ინდოელ აშიშ კუმარის ხვდება, ამათში მოგებული კი გამოცდილ უნგრელ ლასლო ბურიანსა და ჩეხ დავიდ პულკრაბეკს შორის გამარჯვებულს დაეჭიდება.

66-ში ჩვენი ერთადერთი მონაწილე შალვა ქარდავა პირველ წრეში ისვენებს და ავსტრიელ ალექსანდერ ვაიხინგერისა და ლატვიელ დმიტრის ჰარატანსს შორის მოგებულის გამოვლენას დაელოდება.

ქარდავას დღეში არიან ჩვენი ფალავნები 73 კილოგრამში - პირველ წრეში ზებედა რეხვიაშვილიც ისვენებს და ნუგზარ ტატალაშვილიც. რეხვიაშვილის მომავალი მეტოქე კი ფინელი ეეტუ ლაამანენისა და ბრიტანელი სტეფან ფრიდრიხის პაექრობაში გაირკვევა, ტატალაშვილი კი ჩეხ მიშალ ვანიცეკსა და ირლანდიელ ლოიდ მანინგს შორის მოგებულს შეხვდება.

81-ში ყველაზე მეტი - სამი მონაწილე გვყავს, რომელთაგანაც პირველ წრეში მხოლოდ დიუსელდორფის ტურნირის ვიცე-ჩემპიონი ლევან წიკლაური ისვენებს. მეორე წრეში მას მონღოლ ალტანბაგანა განტულგასა და სერბ ალექსეი ნეფედოვს შორის გამარჯვებულთან მოუწევს ჭიდაობა. პაატა ღვინიაშვილი სერბ მიროლიუბ ივეზიჩს ხვდება, მათ შორის უძლიერესს კი მეორე წრეში უკვე ელოდება მასპინძელი იაკუბ კობენეცი. ხვიჩა ხუციშვილი ვარშავაში გამოსვლას უნგრელ მილან კოლერთან პაექრობით დაიწყებს, მოგებული კი შემდეგ შეხვედრას ბრაზილიელ მაურო მოურასთან გამართავს.

90-ში მთლიანად ახალგაზრდების იმედად ვართ. ლაშა ტაველური მეორე წრეშია დაშვებული, მის მეტოქეს კი ლიტველიი ზილვინას ლეკავიჩიუსისა და მონღოლი ცოგტგერელ ხუტაგის ორთაბრძოლა გამოავლენს. ტაველურთან ახლოსაა ახალგაზრდებში უკრაინელთა მსოფლიოს ჩემპიონი ქუედჯაუ ნჰაბალიც. ბექა ღვინიაშვილი პირველივე წრეში იჭიდავებს უკრაინელ ანდრეი სპირიდონოვთან, ხოლო მას თუ გასცდება, მეორე წრეში გამოცდილი უნგრელი კრისტიან ტოტი ელოდება.

მოგეხსენებათ, ამ ტურნირზე ძიუდოს ლომერ ჟორჟოლიანი (100) უბრუნდება. ის პირდაპირ მეორე წრეშია დაშვებული, სადაც ლიტველ კაროლის ბაუზას შეხვდება. ამ წონაში ტურნირში ასევე მეორე წრიდან ჩაებმება დავით ლორიაშვილი, სადაც უკრაინელი დმიტრო ბერეჟნი ელოდება. რაც შეეხება მძიმე წონას, იქ მონაწილე არ გვყავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლომერ ჟორჟოლიანი ძიუდოში ბრუნდება

[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე