"სენტ ეტიენის" პიერ-ემერიკ ობამეიანის იმედი აქვს
ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი შაბათს თამაშობს. "პარი სენ ჟერმენის" მორიგი მეტოქეა "რეიმსი", რომელიც მე-17 პოზიციაზეა და გასავარდნ ზონაში მყოფ "ევიანს" მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს. შამპანელები, ბოლო დროს საშინელ ფორმაში არიან - "რეიმსმა" ბოლო 18 შეხვედრაში მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვა (არადა 8 ტურის შემდეგ 4 მოგება ჰქონდა და მე-5 ადგილზე იყო).

პარიზელებს ოთხშაბათს ("ვალენსიასთან") ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩი ელით, მაგრამ მიუხედავად იმ შეხვედრის მნიშვნელობისა, არც საფრანგეთის ჩემპიონატს ივიწყებენ. "რეიმსთან" ითამაშებს ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელსაც "ვალენსიანსთან" პირველ შეხვედრაში მიღებული წითელი ბარათის გამო ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს. ტრავმის გამო გუნდს კაპიტანი კრისტოფ ჟალე გამოაკლდა, ტიაგო სილვამ კი გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო.

კარლო ანჩელოტის გუნდმა ზედიზედ ორი "კლასიკა" მოიგო (2:0 ჩემპიონატში და 2:0 თასზე), იბრამ კი იმ შეხვედრებში 3 გოლი გაიტანა. სათასო შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში პირველად გამოჩნდა დევიდ ბექჰემი, რომელზეც ნახევარდაცვის ცენტრში ინგლისელის პარტნიორმა, ბლეზ მატუიდიმ ისაუბრა:

"მან დაამტკიცა, რომ არა მარტო დიდებული ადამიანი, არამედ დიდებული ფეხბურთელიც არის. მისი დამატებით ჩვენი გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდა და დარწმუნებული ვარ, რომ ის ყველა მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება. მან "მარსელთან" მართლაც საოცრად ითამაშა და ყველას დაანახა, რომ ფეხბურთის მაღალ დონეზე თამაში 37 წლის ასაკშიც შეიძლება. როდესაც ვაანალიზებ, რომ დევიდ ბექჰემთან ერთად მიწევს თამაში, ვხვდები, რომ ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ. ეს ჩემთვის დიდი პატივია".

მოგეხსენებათ, "რეიმსი" 50-იან წლებში ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო და იმ პერიოდში ორჯერ (1956, 1959) ჩემპიონთა თასის ფინალშიც გავიდა. შამპანური გუნდის ჩავარდნა პსჟ-ს პირველ ნაბიჯებს (70-იან წლებში) დაემთხვა. საბოლოოდ, "რეიმსი" ლიგა 1-დან 1979 წელს გავარდა, შესაბამისად არაა გასაკვირი ის, რომ ეს გუნდები ერთმანეთს სულ 13-ჯერ შეხვდნენ – აქედან, 5 მატჩი "პარი სენ ჟერმენმა" მოიგო, 4 "რეიმსმა", 4 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

კარლო ანჩელოტის გუნდის მთავარი კონკურენტი "ლიონი" კვირას "ბრესტს" ესტუმრება. ამ გუნდთან სტუმრად "ოლიმპიკმა" ბოლოს 1989 წელს მოიგო, მას შემდეგ გამართულ სამ შეხვედრაში კი მხოლოდ ორი ქულა მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ "ბრესტმა" მიმდინარე სეზონის პირველ 6 საშინაო შეხვედრაში 16 ქულა მოაგროვა (5 მოგება და 1 ფრე), ხოლო მომდევნო 6 მატჩში მხოლოდ 1 ქულა აიღო (1 ფრე და 5 წაგება). ეს ერთადერთი ქულაც "ბრესტმა" უკანასკნელ საშინაო მატჩში, "აიაჩოსთან" აიღო.

"ლიონი" ევროპალიგიდან გამოვარდა, სამაგიეროდ ჩემპიონატში რემი გარდის გუნდმა ზედიზედ ორი მატჩი მოიგო, სტუმრად კი ბოლო 4 მატჩიდან სამში იმარჯვა. "ოლიმპიკს" ახალი ტრავმირებული ფეხბურთელი არ ჰყავს. ისევ ლაზარეთში რჩება იოან გურკუფი, რომელიც გუნდს კიდევ ერთი კვირა ვერ დაეხმარება და კვლავ დისკვალიფიცირებულია გეიდა ფოფანა, ვინც ამ შეხვედრის გამოტოვებით სასჯელს მოიხდის.

"მარსელს", რომელსაც "ნიცა" და "სენტ ეტიენი" მიუახლოვდნენ, ამ ტურში "ტრუას" ხვდება. ელი ბოპის შეგირდებმა აუცილებლად უნდა მოიგონ, თანაც მათ "ტრუასთან" რევანში აქვს ასაღები – პირველი წრის შეხვედრაში გამარჯვება ხომ "ტრუას" დარჩა (1:0). სხვათაშორის, იმ შეხვედრაში გოლი ვეტერანმა ბენჟამინ ნივემ გაიტანა, რომელმაც თავი მეორე "ოლიპიკთანაც" გამოიჩინა.

უკვე ნახსენები "სენტ ეტიენი" და "ნიცა" ამ ტურში ერთმანეთს ხვდებიან. მატჩი ძალიან საინტერესო უნდა გამოდგეს და მას ბევრი რამის გადაწყვეტა შეუძლია. სამწუხაროდ, ისევ ტრავმირებულია დარიო ცვიტანიჩი, რომელიც "ნიცასთვის" ძალიან დიდი დანაკლისია. ასევე საეჭვოა ჟერემი პიეს თამაში. ნახევარდაცვის ერთ-ერთი ლიდერი ფაბრის აბრიელი კი დისკვალიფიცირებულია.

"მწვანეები" შესანიშნავ ფორმაში არიან – "სენტ ეტიენმა" თასის 1/4 ფინალში გააღწია, ჩემპიონატში კი ბოლო 7 მატჩიდან 5 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა. ამ მხრივ, ცუდად საქმე არც კლოდ პუელის გუნდს აქვს – ბოლო 7 შეხვედრაში "ნიცამ" 5-ჯერ იმარჯვა და მხოლოდ ერთხელ წააგო. მოკლედ, "ნიცას" ბანაკში დიდი დანაკლისის მიუხედავად, შეხვედრა ძალიან საინტერესო უნდა გამოდგეს, თუმცა ფავორიტად მაინც "სენტ ეტიენი" გვესახება, რადგან სრულიად ჯანმრთელია პიერ-ემერიკ ობამეიანი – გაბონელმა ჩემპიონატის ბოლო ხუთ შეხვედრაში გაიტანა (სულ 6 გოლი) და თავი თასზეც გამოიჩინა.

ზედიზედ სამი მატჩის მომგები "ლილი" კი სამი მატჩის წამგებ "ბორდოს" მასპინძლობს. აქ შეუძლებელია ამ გუნდების შარშანდელი შეხვედრა არ გავიხსენოთ, რომელიც ლუდოვიკ ობრანიაკის შესანიშნავი თამაშით აღინიშნა – პოლონელმა ყოფილ გუნდს ორი გოლი გაუტანა, აქედან მეორე ბოლო წამებზე და "ბორდოს" არანორმალურ შეხვედრაში გამარჯვება მოუტანა (4:5). სხვათაშორის, "ძაღლებმა" ჟირონდელებს ბოლოს 2009 წელს მოუგეს, იქიდან მოყოლებული კი "ბორდომ" ორი მატჩი მოიგო, 4 შეხვედრა კი 1:1 დასრულდა.

ლიგა 1. XXVI ტური

1 მარტი

მონპელიე-რენი 2:0

2 მარტი

რეიმსი-პსჟ 20:00

სტ. ეტიენი-ნიცა 23:00

ლორიანი-ვალანსიენი 23:00

სოშო-ნანსი 23:00

ბასტია-აიაჩო 23:00

ტულუზი-ევიანი 23:00

3 მარტი

ბრესტი-ლიონი 17:00

მარსელი-ტრუა 20:00

ლილი-ბორდო 00:00

სატურნირო მდგომარეობა

შენიშვნა: "აიაჩოს" – 2 ქულა

ბომბარდირები: 22 – იბრაჰიმოვიჩი (პარი სენ ჟერმენი); 14 – ობამეიანი (სენტ ეტიენი); 12 – ცვიტანიჩი (ნიცა), გომისი (ლიონი); 11 – ალიადიერი (ლორიანი); 10 – ალესანდრინი (რენი), ბენ ბასატი (ბრესტი/ტულუზი), პაიე (ლილი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლიგა 1. სტატისტიკური შეჯამება: არმანის 400

ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
"მთელი მაისური, დუნდულების ზედა ნაწილი და შარვალი სპერმით იყო დაფარული" - გოგონა საფეხბურთო მატჩის დროს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს