უნგრეთის დედაქალაქში გრძელდება კადეტ და ახალგაზრდა მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოდან ექვსი წარმომადგენლი მონაწილეობს
უნგრეთის დედაქალაქში გრძელდება კადეტ და ახალგაზრდა მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოდან ექვსი წარმომადგენლი მონაწილეობს.

ასპარეზობა უკვე დაამთავრეს კადეტებმა. ჩვენებურთაგან მოხმალავე საბა სულამანიძე გამოირჩა.

ჯგუფში მან ექვსიდან ოთხი ორთაბრძოლა მოიგო. დაამარცხა ივან მანდოვი (ბულგარეთი), ბაჰადირ სინანი (თურქეთი), ვლადიმირ რუბანი (რუსეთი) და მატეი ბადესკუ (რუმინეთი), ხოლო მარიოს გიაკოლუმატოსსა (საბერძნეთი) და იშტვან კავაჩთან (უნგრეთი) პაექრობები დათმო.

ამის მიუხედავად, პლეი ოფში მე-20 ნომრად შევიდა, იქ კი ორ მეტოქეს აჯობა - ესპანელ მატეო ბერნალსა (15:13) და პოლონელ მათეუშ გოდლევსკის (15:14), მერვედფინალში კი იტალიელ დეონარდო დრეოსისთან წააგო - 10:15 და საბოლოოდ მე-14 ადგილზე გავიდა.

მისი მძლეველი კარპატელი მეოთხედფინალში ბელარუს არსიომ ნოვიკაუსთან დამარცხდა - 9:15, სამაგიეროდ, მისმა თანაგუნდელმა ჩერარო გარანტიმ ფინალში ბოგდან პლატონოვი (უკრაინა) დაჯაბნა - 15:9 და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

რაპირაში ორი წარმომადგენელი გვყავდა. ვაჟებში ლუკა ღაღანიძემ ჯგუფში სამ მეტოქეს მოუგო, პლეი ოფის პირველ შეხვედრაში ავსტრიელი ნიკო რუსი ჩამოიშორა გზიდან (15:7), მერე კი თავადაც დამარცხდა უკრაინელ მიჰაილო აბდულაიევთან (7:15) და საბოლოოდ 27-ე ადგილს დასჯერდა.

საქართველოს ჩემპიონმა თეონა გოგლიძემ ჯგუფში მხოლოდ ორი მეტოქე დაჯაბნა - შვედი ლინ ფოლმარკი და სომეხი ჰასმიკ აგაბაბიანი. მეთექვსმეტედფინალში იტალიელ კამილა რივანოსთან წააგო და 48-ე ადგილზე გავიდა.

დაშნაში ძალებს ცდიდა მიქაელ მიქაელიანი. ჯგუფში მანაც ორი მოწინააღმდეგე დაამარცხა, პლეი ოფში კი ბრიტანელ ჰარი პეკსანს დანებდა - 14:15 და 110 მონაწილეს შორის 83-ე იყო.

3 მარტიდან შეჯიბრებაში ახალგაზრდები ჩაებმებიან. საქართველოს სახელით სამი მოხმალავე გავა საფარიკაო ბილიკებზე: კადეტებში 2010 წლის მსოფლიოს პირველობის მე-3 პრიზიორი მიხეილ მარდალეიშვილი, თბილისის, უკრაინის, ირანისა და რამდენიმე საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი სანდრო ბაზაძე და საბა სულამანიძე. ისინი ხმალს როგორც პირად, ისე გუნდურ შეჯიბრებაშიც მოისინჯავენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სანდრო ბაზაძემ ალჟირის მსოფლიო თასი მოიგო
[PHOTOS] "როდესაც, თითქმის შიშველი ხარ" - უკრაინელი სპორტსმენის თამამმა ფოტოებმა საზოგადოება აღაფრთოვანა
გიორგი ურუშაძე სოფიაში მიმდინარე კადეტთა ციკლის ტურნირის ჩემპიონია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად