"იზვესტია": ჰოლანდიურმა "ვიტესმა" მოსკოვის "სპარტაკს" ქართველი ნახევარმცველის იჯარით დათმობის წინადადებით მიმართა

რუსულმა გაზეთმა "იზვესტიამ" საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" 20 წლის ნახევარმცველ ჯანო ანანიძეზე საინტერესო სტატია გამოაქვეყნა.

გაზეთის ცნობით, "სპარტაკიდან" ჯანოს იჯარით აყვანით ჰოლანდიური "ვიტესი" და პირადად მისი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანიაა დაინტერესებული.

20 წლის ქართველი ჰავბეკის მოსკოვურ კლუბში ყოფასა და მისი იჯარით გასხვისების იდეაზე კომენტარი "სპარტაკისა" და რუსეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, შარშან მოსკოვური კლუბის სამწვრთნელო შტაბში ნამუშევარმა ანდრეი ტიხონოვმა გააკეთა, რომელიც ქართველი გულშემატკივრისთვისაც საინტერესო უნდა იყოს.

"იზვესტია":

ჰოლანდიურმა "ვიტესმა" "სპარტაკს" ჯანო ანანიძის იჯარით დათმობაზე წინადადებით მიმართა

ჰოლანდიური საფეხბურთო კლუბის, "ვიტესის" ხელმძღვანელობა მოსკოვის "სპარტაკს" დაუკავშირდა და 20 წლის ქართველი ნახევარმცველის, ჯანო ანანიძის იჯარით დათმობაზე წინადადებით მიმართა.

"იზვესტიას" ინფორმაციით, ჯანოს გადაბირებით თვით "ვიტესის" პრეზიდენტი, წარსულში ცნობილი ქართველი ფეხბურთი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანიაა დაინტერესებული, რომლისთვისაც კარგადაა ცნობილი ამ ფეხბურთელის პროფესიონალური და პიროვნული ღირსებები.

ჟორდანია ჯანოს ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ განიხილავს, რომელიც გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

თუმცა, ახალგაზრდა ნახევარმცველის ხელში ჩაგდება "ვიტესისთვის" იოლი არ იქნება. ჯანო ანანიძე - "სპარტაკის" ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელია, რომელზეც კლუბის სამწვრთნელო შტაბი, ვალერი კარპინის ხელმძღვანელობით, უდიდეს იმედებს ამყარებს.

მიუხედავად ამისა, "წითელ-თეთრები" მზად არიან, ფეხბურთელის იჯარის ვარიანტი განიხილონ. გუნდის ნახევარდაცვის ცენტრში უდიდესი კონკურენციის გათვალისწინებით, სადაც თამაშობს კიდეც ჯანო, სათუოა, ახალგაზრდა მოთამაშეს იმდენი სათამაშო დრო მიეცეს, რამდენიც ნებისმიერი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვისაა აუცილებელი.

"სპარტაკის" ლეგენდარული ფეხბურთელი ანდრეი ტიხონოვი, რომელსაც 2011/2012 წლებში "წითელ-თეთრების" სამწვრთნელო შტაბში უმუშავია, მიიჩნევს, რომ რომელიმე გუნდში იჯარით გადასვლა არცთუ საუკეთესო ვარიანტია ქართველი ნახევარმცველისთვის.

"რამდენადაც ვიცნობ ჯანოს, ვიტყოდი, რომ ის ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული ფეხბურთელია, რომელსაც შემტევი ფეხბურთელისთვის საჭირო ყველა პროფესიონალური თვისება გააჩნია: სისწრაფე, მოედნის კარგი ხედვა, დრიბლინგი და ტექნიკა, - უთხრა "იზვესტიას" ტიხონოვმა. - ის ძალიან შრომისმოყვარე და საკუთარი თავისადმი მომთხოვნია. მას აშკარად დიდი სურვილი აქვს, "სპარტაკის" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდეს, მაგრამ ჯერჯერობით ეს ვერ ხერხდება.

საქმე ისაა, რომ ჯანოს დღეს გუნდში იმ ფეხბურთელის სტატუსი აქვს, რომელიც მოედანზე ბოლო 20-30 წუთის განმავლობაში უნდა შემოვიდეს, რათა თამაში გამოაცოცხლოს, თავდასხმას კი აგრესია და სისწრაფე შემატოს. ამ ამოცანას ის თავს ყოველთვის წარმატებით ართმევს და მისი ბრწყინვალე თამაშის შემყურე გულშემატკივრებსაც ლოგიკური კითხვა უჩნდებათ: "რატომ არ აყენებენ ჯანოს სასტარტო შემადგენლობაში?"

სინამდვილეში კი ყველაფერი ასე მარტივად არაა. გასათვალისწინებელია, რამდენჯერ იყო, რომ ნახევარმცველი მოედანზე პირველივე წუთებიდან გამოჩნდა და წარმატებით ითამაშა. სამწუხაროდ, ჯანოს ყოველთვის არ გამოსდიოდა, რომ სასტარტო შემადგენლობაში თამაშის დაწყებისას თავისი საუკეთესო თვისებები ეჩვენებინა.

სწორედ ამიტომაა, რომ ის კვლავაც სათადარიგო ფეხბურთელად რჩება და ელის თავის შანსს.

პირადად მე მგონია, რომ ანანიძე არ უნდა წავიდეს სადმე იჯარით. თუკი მაინც უნდა დატოვოს "სპარტაკის" რიგები, მაშინ სჯობს, ეს სამუდამოდ გააკეთოს.

ჩვენი ვიცით მრავალი შემთხვევა, როდესაც ფეხბურთელის იჯარით გაშვებამ სიკეთე არავის მოუტანა.

ეჭვგარეშეა ის, რომ ქართველ ნახევარმცველს ნებისმიერ სხვა კლუბში მეტი სათამაშო პრაქტიკა ექნება, მაგრამ არჩევანი, პირველ რიგში, თავად ფეხბურთელმა უნდა გააკეთოს.

ჯანო ის ბიჭი არაა, ასე იოლად დანებდეს. მას აქვს ნებისყოფა და ხასიათი. ვფიქრობ, ის გააგრძელებს შრომას და ცდას არ დააკლებს, რათა "სპარტაკის" ძირითადი გუნდისთვის, რაც შეიძლება, სწრაფად გაიზარდოს".

ასევე იხილეთ:

ჯანო ანანიძემ ბულგარელებს გოლი საჯარიმოდან გაუტანა [VIDEO]

"ყოჩაღ, ქართველო!" - ვალერი კარპინის კომპლიმენტი ჯანო ანანიძეს

ანდრეი დიკანი: ჯანო ანანიძე "ბარსელონაში"? თავისუფლად შეიძლება

ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: ჯანოს "ბენტლი" და ზაზას ბილბორდი

"სპორტ-ექსპრესი": გადაიქცევა ჯანო ატომურ ჭიანჭველად?

ჯანო ანანიძე: საშინლად მომენატრა ფეხბურთი

ვალერი კარპინი: ჯანო ანანიძეს ადგილს ძირითადში ვუწინასწარმეტყველებ

ჯანო ანანიძე ანდრეა პირლოს და ლიონელ მესის ნაზავია!

giorgi
კაი იქნებოდა
[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა