შარშანდელ მიღწევებზე და ახალ პერსპექტივებზე ადგილობრივი სპორტული სკოლის ხელმძღვანელი გიორგი რაზმაძე გვესაუბრება
ბორჯომის რაიონში ზამთრის და ზაფხულის 14 სპორტის სახეობაში მიმდინარეობს მუშაობა.

ამჟამად აქ ვითარდება კალათბურთი, ფეხბურთი, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, რაგბი, მძლეოსნობა, კრივი, კარატე, კიკბოქსინგი, ჭადრაკი; ბაკურიანში - სათხილამურო სპორტი, ტრამპლინიდან ხტომა, ბიატლონი, საციგაო სპორტი და ჰოკეი.

შარშანდელ მიღწევებზე და ახალ პერსპექტივებზე ადგილობრივი სპორტული სკოლის ხელმძღვანელი გიორგი რაზმაძე გვესაუბრება.

- ცხადია, 2012 წლის შედეგებით უკმაყოფილო ვერ ვიქნებით თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი აღზრდილი რევაზ ლაშხი ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ასეთი შედეგი არასოდეს გვქონია ბორჯომში. ბავშვების ნაკადმა ჭიდაობის ჯგუფებში აქ ჯერ კიდევ შარშანწინ რევაზ ლაშხის ევროპის ჩემპიონობის მერე იმატა, ოლიმპიადაზე მისი წარმატების შემდეგ კი პატარა სპორტსმენები სულაც ასე ამბობენ: "რეზო ლაშხი უნდა გავხდეო".

აქაურებმა დაინახეს, რომ ჩვეულებრივმა ბორჯომელმა ახალგაზრდა კაცმა დიდი მონდომებით სახელოვანი გზა გაიარა და თურმე წარმატებაზე ოცნება რეალურად შეიძლება.

ახლა სულ უფრო მეტი მშობელი უშუალოდაც ესწრება შვილების ვარჯიშებს, გვეკითხება მათი პოტენციალის შესახებ. ამიტომ ბერძნულ-რომაული ჭიდაობა ნამდვილად პროგრესირებს. წარმატებები ხშირია მძლეოსნობაში, კარატეში, კიკბოქსინგში. შედეგები ცვალებადია, მაგრამ ჩავარდნა არც ერთ სახეობაში არ გვაქვს.

- შარშან ჭადრაკის სექციის ამოქმედებას გეგმავდით...

- ბორჯომში ჭადრაკს კარგი ტრადიცია ჰქონდა, აქ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩიც კი გაიმართა.

სამწუხაროდ, ბოლო წლებში ჭადრაკი დავიწყებას მიეცა. შარშან წყვეტილი პერიოდი დასრულდა.

აღდგენისთანავე სექციას გადავეცით ინვენტარი, ჩავატარეთ ადგილობრივი ტურნირები, პატარებმა დედაქალაქშიც მიიღეს მონაწილეობა შეჯიბრებებზე. შედეგებზე სამდურავი არ გვეთქმის. პროგრესი გრძელდება.

- ადრე ფეხბურთის გუნდის აღდგენაზეც საუბრობდით...

- ამ საკითხის მოგვარება წლეულს იგეგმება. რაც მთავარია, რაიონის ახალი გამგებელი დავით კამკამიძე, სპორტის სამსახურის ახალი უფროსი ირაკლი კვირკველია დაინტერესებულნი არიან ბორჯომის საფეხბურთო კლუბის აღდგენით.

მაისში, საფეხბურთო სეზონის დასრულებისთანავე შევუდგებით ადგილობრივი მოთამაშეებით დაკომპლექტებული ახალი გუნდის ჩამოყალიბებას.

ამჟამად სასპორტო სკოლაში ფეხბურთის სექცია წარმატებით მუშაობს. აფხაზეთის პირველობაზე ორი ასაკობრივი გუნდით ვმონაწილეობთ.

ერთი მათგანი ერთპიროვნული ლიდერიცაა. გაისად ისინი სასკოლო ასაკს სცილდებიან და თუ გუნდი მშობლიურ ქალაქშივე არ იარსებებს, ბუნებრივია, სხვაგან წავლენ, რაც ბოლო წლებში ტენდენციად იქცა. მაისიდან ეს პრობლემა მოიხსნება.

- სოფლებში როგორაა საქმე?

- ამჟამად სამ სოფელში მოქმედებს ბერძნულ-რომაული ჭიდაობის და ფეხბურთის ჯგუფები. უახლოეს მომავალში ფეხბურთის ჯგუფებს გავხსნით ბაკურიანში, წაღვერსა და ყვიბისში. ხოლო დვირში ან საკირეში აუცილებლად ჩამოვაყალიბებთ რაგბის სექციას.

- რაგბის სექციები სოფლებში არაერთ რაიონში გაიხსნა, მაგრამ ხშირად გუნდების დაკომპლექტებაც ვერ ხერხდება მოთამაშეთა სიმცირის გამო.

- სოფლები, სადაც რაგბის სექცია უნდა ავამოქმედოთ, მრავალრიცხოვანია და ვფიქრობთ, გაამართლებს ჩანაფიქრს, ანუ მოგროვდება გუნდისთვის საჭირო კონტინგენტი. ამასთან, ჩვენთვის მთავარია მასობრიობა.

გვინდა, რაც შეიძლება ბევრი ბავშვი ჩაებას სპორტში. ბორჯომის სასპორტო სკოლაში მწვრთნელები ამჟამად საშუალოდ 400 შეგირდს ავარჯიშებენ.

- მძლეოსნობა რაიონში ყოველთვის იყო ერთ-ერთი წარმატებული სახეობა. ახლა რა ვითარებაა...

- წარმატებით მუშაობს ადგილობრივი სპეციალისტი ვალერი ჟადანი, რომელიც ხმამაღლა შემიძლია განვაცხადო, რომ საუკეთესოთა შორისაა. ახლა გადავწყვიტეთ მისი შესაძლებლობები უფრო ფართოდ გამოვიყენოთ - კვირის გარკვეულ დღეებში სპორტის სხვა სახეობის ჯგუფებთანაც იმუშავებს, მოგეხსენებათ, რომ მძლეოსნობა სხვებისთვისაც მეტად საჭიროა.

- ბორჯომელ სპორტსმენთა პირველი მწვრთნელებისგან ხშირად მსმენია იმ უყურადღებობის შესახებ, რასაც მათ მიმართ იჩენენ...

- დაახლოებით ექვსი წელიწადია ბავშვის სპორტულ სექციაში მოსვლისთანავე ვაფიქსირებთ მის პირველ დამრიგებელს და ოფიციალურ საბუთებში ვინახავთ ამ მონაცემებს. თუმცა, სამწუხაროდ, ხშირია, როცა რაიონებში აღზრდილ და შემდეგ დედაქალაქში გადასულ სპორტსმენებს, როგორც კი ხელშესახებ წარმატებებს მიაღწევენ, პირველი მწვრთნელის გვარები "ავიწყდებათ".

ეს საერთო პრობლემაა. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ რეგიონების გარკვეული ნაწილი ჩრდილში ვართ.

მეტი ყურადღებაა საჭირო ცენტრიდან, რათა სპორტის სახეობების განვითარებაში რეგიონებში მოღვაწე სპეციალისტებიც უფრო აქტიურად ჩაერთონ. მერწმუნეთ, მათ არანაკლები შესაძლებლობები გააჩნიათ საამისოდ. ამასთან, აუცილებელია რეგიონებში მიმდინარე სპორტული ცხოვრებისა და ხარვეზების შესახებ გულშემატკივარი გაცილებით ინფორმირებული იყოს.

- სტადიონის მშენებლობის დასრულებას თუ დაადგება საშველი?

- სტადიონი სასპორტო სკოლის ბალანსზე არაა, მაგრამ გეტყვით, რომ რაიონის ხელმძღვანელობასთან სპორტის სფეროს მუშაკთა შეხვედრაზე იყო მსჯელობა ამ საკითხზე. სტადიონი, რომლის აშენებაშიც მილიონებია ჩადებული, წყალში გადაყრილად არ უნდა დარჩეს. აუცილებელია მისი ერთხელ და სამუდამოდ დასრულება, რასაც, ცხადია, შესაბამისი თანხის მოძიება სჭირდება. საიდან მოხერხდება, მე ვერაფერს გეტყვით.

- ბორჯომში წლეულს რაიმე შეჯიბრებების ჩატარება თუ ივარაუდება?

- ტრადიციად დამკვიდრდა რევაზ ლაშხის რესპუბლიკური ტურნირი ბერძნულ – რომაულ ჭიდობაში. შედარებით მცირე მასშტაბის, მაგრამ ასევე ტრადიციულ შეჯიბრებებს ჩავატარებთ კარატესა და კიკბოქსინგში, მათ დაემატება ჭადრაკი. ფეხბურთში კი ისევ მივიღებთ მონაწილეობას ასაკობრივ შეჯიბრებებში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე