პაცინის დუბლი და მესამე ადგილი
სერია ა-ს 27-ე ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ მატჩში "მილანმა" "სან სიროზე" 3:0 გაანადგურა 10 კაცით მოთამაშე "ლაციო".

უკვე მე-16 წუთიდან მასპინძლებმა რიცხობრივი უპირატესობა მიიღეს, მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმისთვის ნახევარმცველი კანდრევა გააძევა. ანგარიში ჯამპაოლო პაცინიმ გახსნა, პირველი ტაიმის მიწურულს კევინ პრინს ბოატენგმა ორამდე გაზარდა "მილანის" უპირატესობა, ხოლო მეორე ტაიმში პაცინიმ დუბლი შეასრულა.

ამ მოგებით "მილანმა" ადგილი გაუცვალა "ლაციოს" და მე-3 ადგილზე გადავიდა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საგზურს იძლევა.

მატჩის შემდეგ გამარჯვებულთა თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ თქვა: "ახლა ჩვენი საფიქრალი მოპოვებული მე-3 ადგილის შენარჩუნება იქნება. ფეხბურთელებმა დაიმსახურეს ეს მოგება, მე მათ ნაცვლადაც მიხარია. დღეს უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე მილანურ დერბიში, როცა წინ წასვლის სურვილმა დაგვღუპა. როცა გგონია, რომ ყველაფერი კარგად მიდის, შეიძლება, თავი ხაფანგში ამოყო. ასე მოგვივიდა დერბიში და მიხარია, რომ ეს აღარ განმეორდა, ისე მოვიგეთ, რომ გოლიც კი არ გავუშვით".

"ლაციოს" თავკაცმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა თავისიანები შეაქო და აღნიშნა, რომ რთული სიტუაციის მიუხედავად, მათ ბოლომდე იბრძოლეს.

ჯამპაოლო პაცინიმ აღნიშნა, რომ უხარია მწვრთნელის ნდობა რომ გაამართლა: "ბედნიერი ვარ, სათამაშოდ ყოველთვის მზად ვარ. "მილანმა" ბოლო თვეებში ნამდვილი გმირობა ჩაიდინა, ჩვენ გამოვასწორეთ სიტუაცია, რომელიც უბრალოდ საშინელი იყო სეზონის პირველი ორი თვის განმავლობაში".

Video

მილანი - ლაციო 3:0

ასევე იხილეთ:

ნეაპოლური ფრე და კავანის იდაყვი [VIDEO]

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად