დუბაიში თამაშობდა პლანეტის ორი უძლიერესი ჩოგბურთელი - ნოვაკ ჯოკოვიჩი და როჯერ ფედერერი
გასულ კვირას, ჩოგბურთელები ექვს ტურნირზე იყვნენ გაფანტულნი, მაგრამ უკვე ამ კვირას ისინი ერთად მოიყრიან თავს ინდიან უელსში, სადაც ამ სეზონის პირველი მასტერსი აიღებს სტარტს.

უკვე ნახსენები ექვსი ტურნირიდან ორი გამორჩეულ ინტერესს იწვევდა - დუბაიში თამაშობდა პლანეტის ორი უძლიერესი ჩოგბურთელი - ნოვაკ ჯოკოვიჩი და როჯერ ფედერერი, აკაპულკოში კი დაბრუნების შემდეგ მესამე ტურნირში გამოიოდა რაფაელ ნადალი. მექსიკაში მისთვის სერიოზული გამოცდა უნდა მოეწყოთ ნიკოლას ალმაგროსა და დავიდ ფერერს.

რა თქმა უნდა, დუბაიში ყველა ელოდა ჯოკოვიჩისა და ფედერერის ფინალს, მაგრამ უკვე ვწერდით, რომ როჯერის სვლა ტომაშ ბერდიხმა შეაჩერა და ის შეხვდა გადამწყვეტ მატჩში ნოვაკს. მანამდე ჩეხი და სერბი 13-ჯერ დაუპრისპირდნენ ერთმანეთს და ბერდიხს ერთადერთხელ ჰყავდა დამარცხებული ჯოკოვიჩი - 2010 წლის უიმბლდონის ნახევარფინალში.

დუბაის ფინალი იმით დაიწყო, რომ ორივე ჩოგბურთელი ცდილობდა მორგებოდა მეტოქის მოწოდებას. პირველმა ეს გააკეთა ბერდიხმა და სერბის მოწოდებაზე ბრძოლა გაჩაღდა. ჩეხმა პირველივე ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, მაგრამ ჯოკოვიჩმა მომდენვე გეიმში შეძლო საპასუხო ბრეიკის გაკეთება. მიუხედავად ამისა, მსოფლის პირველი ნომერი ვერ ახერხებდა ინციატივის საბოლოოდ მოპოვებას. ბერდიხმა სამი დაფარული მატჩბოლი მოიპოვა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში ნოვაკი ყურადღებით იყო და ყველა საფრთხე მოიგერია, შემდეგ კი ჩეხი მეორედ ჩავარდა სეტში და მეტოქის ბრეიკ-პოინტზე ორმაგი შეცდომით სეტი მეტოქეს გადაულოცა.

მეორე პარტიის პირველ ნახევარში მეტოქეები დამაჯერებლად ინარჩუნებდნენ საკუთარ მოწოდებებს. მიღებაზე პირველი შანსი ისევ ბერდიხმა მიიღო, მაგრამ ტომაშმა კვლავ არაზუსტად ითამაშა გადამწყვეტ მომენტში. შემდეგ გეიმში კი რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა და ჯოკოვიჩს მატჩში მესამე ბრეიკი გააკეთებინა. მატჩზე ჩაწოდებისას ნოვაკს ოდნავ გაუჭირდა, როცა ორმაგი შეცდომა დაუშვა, მაგრამ სიტუაცია ეისით გამოასწორა, ბოლოს კი მშვიდად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე - 7:5, 6:3. ბერდიხმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში მეორე ფინალი წააგო. მანამდე ჩეხმა გადამწყვეტი მატჩი დაუთმო ჟო-ვილფრიდ ცონგას მარსელში.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა კი მეოთხედ მოიგო დუბაის ტურნირი და ახლა, გაზარდა უპირატესობა რეიტინგში - სხვაობა ფედერერთან თითქმის 4 ათას ქულას გაუტოლდა. გარდა ამისა, წელს ჯოკოვიჩს არც ერთი ოფიციალური მატჩი არ წაუგია - მას 13 მოგება აქვს, რომელიც აერთიანებს ტიტულებს მელბურნში და დუბაიში, აგრეთვე დევისის თასზე გამარჯვებებს. უნდა აღინიშნოს, რომ სეზონის სტარტზე ჯოკოვიჩმა წააგო ბერნარდ ტომიჩთან, მაგრამ მატჩი ჰოპმანის თასზე გაიმართა, რომელსაც ATP-ის ოფიციალურ სტატისტიკაში არ ითვალისწინებენ.

Tennis Championships

დუბაი (საემიროები). ჰარდი

ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 3) 7:5, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჯოკოვიჩი-ფედერერი არ იქნება

ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
კვლავ ორ სეტში - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის მერვედფინალშია
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია დუბაის სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი