სლოვენიელი ტინა მაზეისთვის სეზონი შეიძლება დასრელუბლად ჩაითვალოს
სლოვენიელი ტინა მაზეისთვის სეზონი შეიძლება დასრელუბლად ჩაითვალოს. არა, სეზონის ლიდერს ტრავმა არ მიუღია, უბრალოდ, მან 2012-13 წლებში ყველანაირ წარმატებას მიაღწია და მოტივაცია პრაქტკულად აღარ დარჩა.

წინა ეტაპების მიმოხილვისას ვწერდით, რომ მაზეს უნდა გადაელახა 2000-ქულიანი ზღვარი და პირველი ქალი გახდებოდა ისტორიაში, ვინც ასეთ შედეგს მიაღწევდა, აგრეთვე გააუმჯობესებდა ლეგენდარული ჰერმან მაიერის რეკორდს, რომელმაც 2000 წელს, მსოფლიოს თასის გენერალურ კლასიფიკაციაში 2000 ქულა დააგროვა. მაზეს კიდევ ერთი ამოცანა შემდეგში მდგომარეობდა - სლოვენიელს უნდა მოეგო სწრაფდაშვების სტარტი და ამ შემთხვევაში, მას მიმდინარე სეზონში ხუთივე დისციპლინაში ექნებოდა მოპოვებული პირველი ადგილი. აქამდე, ასეთი შედეგის მიღწევა მხოლოდ ლეგენდარულმა ხორვატმა იანიცა კოსტელიჩმა შეძლო, რომელმაც 2006 წელს მოიგო სწრაფდაშვება, სუპერგიგანტი, გიგანტური სლალომი, სპეციალური სლალომი და სუპერკომბინაცია.

შაბათს, გერმანიის კურორტ გარმიშში სწორედ სწრაფდაშვების სტარტი შედგა და მაზემ ორივე ამოცანა წარმატებით გადაჭრა - 39 მეასედი წამი მოუგო მეორე ადგილზე გასულ ამერიკელს ლორენ როსს და საერთო ჩათვლაში თავისი მონაგარი 2024 ქულამდე აიყვანა, რაც ყველა დროის საუკეთესო შედეგია როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში.

მაზესთვის ეს იყო წელს რიგით მეცხრე გამარჯვება. სეზონის დასრულებამდე კიდევ ექვსი სტარტია დარჩენილი და როგორც ვთქვით, სლოვენიელს მოტივაცია პრაქტიკულად აღარ დარჩა, მაგრამ მას აქვს შანსი მორიგი ისტორიული მიღწევის ავტორი გახდეს - ტინას შეუძლია ბროლის მცირე გლობუსი მოიგოს ხუთივე კატეგორიაში (საერთო ჩათვლა მას უკვე მოგებული აქვს).

მაზეს განაღდებული აქვს პირველობა გიგანტურ სლალომსა და სუპერკომბინაციაში, 65 ქულით ლიდერობს სუპერგიგანტში, ერთი ქულით ჩამორჩება სწრაფდაშვების ჩათვლაში ამერიკელ ლინდსი ვონს, რომელმაც უკვე დაასრულა სეზონი. ყველაზე რთული იქნება სპეციალიურ სლალომში ბროლის გლობუსის მოგება, რადგან ამერიკელი მიკაელა შიფრინი 33 ქულით არის წინ და კარგ ფორმაშიც იმყოფება (17 წლის ვუნდერკინდმა ამ სახეობაში მსოფლიოს ჩემპიონატიც მოიგო). სეზონის დასრულებამდე სლალომში ორი სტარტი უნდა გაიმართოს და ახლა, სწორედ ეს არის მაზეს მთავარი პრიორიტეტი.

სწრაფდაშვება

ქალები

1. ტინა მაზე (სლოვენია) - 1:40.46; 2. ლორენ როსი (აშშ) - 1:40.85; 3. მარია რიში (გერმანია) - 1:40.96; 4. ლარა გუტი (შვეიცარია) - 1:41.20; 5. სტეფანი მოზერი (ავსტრია) - 1:41.26; 6. ჯულია მანკუზო (აშშ) - 1:41.39...

საერთო ჩათვლა

1. ტინა მაზე (სლოვენია) - 2024 ქულა; 2. მარია რიში (გერმანია) - 970; 3. ანა ფენინგერი (ავსტრია) - 784; 4. ჯულია მანკუზო (აშშ) - 743; 5. ლინდსი ვონი (აშშ) - 740; 6. კატრინ ცეტელი (ავსტრია) - 697...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სამთო თხილამურები: მაზეს პირველი თასი

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია