ამერიკაში დაემხო ჭოკით ხტომაში ლეგენდარული ელენა ისინბაევას რეკორდი
ისტორიულ მომენტს ჰქონდა ადგილი ამერიკის ქალაქ ალბუკერკში, სადაც აშშ-ის ჩემპიონატი მიმდინარეობს მძლეოსნობაში. ქალთა ჭოკით ხტომაში დაემხო ლეგენდარული ელენა ისინბაევას რეკორდი დახურული არენებისთვის. 31 წლის ამერიკელმა ჯენიფერ სურმა 5.02 მეტრი სიმაღლე აიღო, რაც ერთი სანტიმეტრით ჯობნის რუსის შედეგს.

ბოლო რვა წლი–ნახევრის განმავლობაში ქალთა ჭოკით ხტომაში რეკორდებს მხოლოდ ისინბაევა ამყარებდა. ის პირველი და ერთადერთი ქალი მხტომელი იყო, რომელმაც 5 მეტრი სიმაღლის აღება შეძლო. მაგრამ, როგორც რუსმა ერთხელ თქვა, კონკურენციის დეფიციტმა უარყოფითად იმოქმედა მის გამოსვლაზე და ელენამ წაგებებს მოუხშირა. მაგალითად, 2009 წელს გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე რუსმა ვერც ერთი სიმაღლე ვერ აიღო, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ, ციურიხის ტურნირზე ღია არენებისთვის ახალი რეკორდი დაამყარა - 5.06 მეტრი, რომელიც დღემდე ძალაშია.

მომდევნო ორ დიდ ტურნირზე - მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონატსა და 2012 ლონდონის თამაშებზე ისინბაევა მხოლოდ ოლიმპიური ოქროთი დაკმაყოფილდა და სერიოზულად დაფიქრდა კარიერის დასრულებაზე, თუმცა ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. წელს, მძლეოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონატი მოსკოვში გაიმართება და ელენას საკუთარი პუბლიკის წინაშე გამოსვლის სურვილი აქვს.

ამასობაში, ლონდონის თამაშების ჩემპიონმა ჯენიფერ სურმა დაამტკიცა, რომ მისი პროგრესი გრძელდება. კვირას გამართულ შეჯიბრში მან ჯერ 4.55 მეტრი აიღო, შემდეგ 4.90 მეტრით ამერიკის რეკორდი დაამხო, ბოლოს, 5.02 მეტრზე გადახტდა და დარბზებისთვის მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. მან ასევე სამჯერ მიიტანა იერიში 5.07 მეტრზე, მაგრამ სამივე ცდა უშედეგო იყო.

გამარჯვების შემდეგ, სურმა განაცხადა, რომ ზაფხულში მსოფლიოს ჩემპიონატზე შეეცდება ისინბაევას მეორე რეკორდის გაუსჯობესებას. თუ რუსი კარიერის დასრულებას გადაიფიქრებს და მოსკოვში მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოვა, ისინბაევასა და სურის დაპირისპირება პირველობის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა გახდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

/ელენა ისინბაევა რიომდე რჩება

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"