დანიაში პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ევროპის ჩემპიონატი დასრულდა
დანიაში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში. ჩვენი ბოლო მონაწილე ლევან ქადაგიძე იყო, რომელმაც შესარჩევ ეტაპზე 565 ქულა დააგროვა.

ზუსტად იმდენი, რამდენიც დანიელმა რენე ვოგნმა და პოლონელმა ვოიცეხ ბროდამ. უკეთესი დამატებითი მაჩვენებელი დანიელს აღმოაჩნდა და მას 43-ე ადგილი ერგო 61 მონაწილეს შორის, ქადაგიძე კი 44-ზე გავიდა.

ჩვენებურმა ტურნირი წარუმატებლად დაიწყო - პირველ სერიაში 92 ქულა დააგროვა, რაც, სამწუხაროდ, მეხუთეშიც გაიმეორა. ორჯერ სერია 95-ით დაასრულა, ერთხელ - 94-ით, ყველაზე კარგი მაჩვენებელი კი მეოთხე სერიაში აჩვენა - 97 ქულა.

ევროპის ჩემპიონი რუსთა ვარსკვლავი ლეონიდ ეკიმოვი გახდა იმის მიუხედავად, რომ ძლივს შეაღწია ფინალში - თავის უფროს თანაგუნდელს, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსან ვლადიმირ ისაკოვს მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით გადაუსწრო.

საინტერესოა, რომ რუსთა ნაკრების სამივე წევრმა - ეკიმოვმაც, ისაკოვმაც და ანტონ გურიანოვმაც სლოვაკ იურა ზუტინსკის დარად, 578 ქულა დააგროვეს, თუმცა სლოვაკმა დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა რუსებს, რომელთაგანაც ისაკოვი ფინალურ ოქტეტში ზედმეტი აღმოჩნდა.

ფინალში ეკიმოვმა 199.2 ქულა დააგროვა, მეორეზე კი გურიანოვი გავიდა 198.6-ით, ხოლო ბრინჯაო ევროპის შარშანდელმა ესპანელმა ჩემპიონმა პაბლო კარერამ ირგუნა 177.2-ით, ვინც შესარჩევში მეორე იყო. საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებული, სერბი ევროპის ორგზის ჩემპიონი და ლონდონის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანი ანდრია ზლატიჩი ძალზე ცუდად გამოვიდა - მხოლოდ 96.6 ქულა დააგროვა და საბოლოოდ მეშვიდეზე დარჩა.

ეს ჩემპიონატი ძველი წესებითაც რომ გამართულიყო, სავარაუდოდ, მაინც ეკიმოვი გაიმარჯვებდა - ის და კარერა 777.2 ქულას დააგროვებდნენ და მაშინ გამარჯვებულს დამატებითი მაჩვენებლები გამოავლენდა.

სამაგიეროდ, ესპანელი ვერცხლს მოიპოვებდა ანუ გურიანოვიჩს გაუცვლიდა ადგილს, თუმცა მოგეხსენებათ, ტყვიის სროლაში წესები შეიცვალა - ახლა ფინალში საკვალიფიკაციოში ნაჩვენები შედეგი არ გადაჰყვებათ და იქ ათვლა ნულიდან იწყება.

ამდენად, ევროპის აღნიშნული პირველობა უმედლოდ დავამთავრეთ - ჩვენგან საუკეთესო შედეგი ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ნინო სალუქვაძის მეხუთე ადგილია. ახლა ჩვენი მსროლელები მსოფლიოს თასისთვის მოემზადებიან, რომელიც 2-10 აპრილს კორეულ ჩანჯოუში ჩატარდება.

იმედია, იქ წასასვლელად გუნდს დააფინანსებენ, ხოლო ევროპის ჩემპიონატი სპორტული პისტოლეტიდან სროლაში ივლის-აგვისტოს მიჯნაზე ხორვატულ ოსიეკში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო