სიენელები მილანში "არმანი ჯინსს" შეხვდნენ და დაძაბულ ბრძოლაში - 68:72 დამარცხდნენ
ვიქტორ სანიკიძის "სიენამ" იტალიის სერია A-ს მორიგი ტური წააგო. სიენელები მილანში "არმანი ჯინსს" შეხვდნენ და დაძაბულ ბრძოლაში - 68:72 დამარცხდნენ.

სანიკიძე სათადარიგო იყო და მოედანზე მხოლოდ 16 წუთი იმყოფებოდა. ქართველმა ფორვარდმა 2-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, თითო სამიანი და საჯარიმო კი ააცილა. 4 ქულას სანიკიძემ 5 მოხსნა და 2 ჩაჭრაც მოაყოლა. სიენელთაგან საუკეთესო, ტრადიციულად, ბობი ბრაუნი გახდა, რომელმაც 34 წუთში 24 ქულა მოინაგრა.

მატჩის ბოლო წუთებზე მასპინძლები 65:60-ს იგებდნენ, თუმცა სიენელებმა გათანაბრება (65:65) მოახერხეს. გადამწყვეტ მომენტში მილანელებმა მეტი სიმტკიცე გამოავლინეს და საბოლოოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს. მილანელებს 22 ქულით აბდრეა ჯენტილემ ულიდერა, იონას ბურუსისმა კი 14 ქულა მოინაგრა.

ამ წაგების შემდეგ "სიენა" ცხრილში მესამე ადგილზე კი დარჩა, მაგრამ სანიკიძის გუნდს "რომა" წამოეწია.

ორივე გუნდს 14 მოგება და 7 მარცხი აქვს. მომდევნო ტურში, 11 მარტს, "სიენა" სწორედ "რომას" უმასპინძლებს.

საბერძნეთის ჩემპიონატში არ ითამაშა გიორგი შერმადინმა, რომელსაც, სავარაუდოდ, ტრავმა აწუხებს.

ქართველი ცენტრის "ოლიმპიაკოსმა" სტუმრად "კავალა" 94:76 გაანადგურა და ამ მატჩის განაცხადში შერმადინი არ ყოფილა.

gbf.ge

მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა