ქართველი ცენტრის "ატლანტამ" მრისხანე მეტოქესთან დრამატულ ფინალში 1 ქულით წააგო
ატლანტელების მორიგი მარცხი... ზაზა ფაჩულიას გუნდმა ამჯერად მრისხანე მეტოქესთან დრამატულ ფინალში 1 ქულით წააგო.

ლოს ანჯელესში, ადგილობრივ "ლეიკერსთან" დაძაბული შეხვედრის ბოლო წამებზე კობი ბრაიანტმა ჯორჯიელებს გამარჯვება წაართვა.

მატჩის დასრულებამდე 20 წამით ადრე ჯოშ სმიტმა და ალ ჰორფორდმა კარგი კომბინაცია გაითამაშეს და ამ უკანასკნელის მოხდენილად ჩატენილი ბურთით ატლანტელები 98:97 დაწინაურდნენ.

თამაში, როგორც ხდება ხოლმე, საკუთარ თავზე ბრაიანტმა აიღო და ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო დამცველი ჯოშ სმიტის ხელებიდან გამარჯვების ბურთი ჩააგდო.

ატლანტელებს შეტევისთვის დარჩენილი ჰქონდათ 9 წამი და ზუსტად იგივე კომბინაცია გაათამაშეს, რაც წინა შეტევისას, თუმცა ამჯერად მასპინძლებმა დაცვაში იყოჩაღეს, კარგად დააზღვიეს ჰორფორდი, რომელიც პირით ხაზთან მიიმწყვდიეს და აიძულეს, პერიმეტრზე უზუსტო პასი გაეკეთებინა. ბურთი სტივ ბლეიკმა ჩაჭრა და "ლეიკერსმა" გამარჯვება გაიფორმა - 99:98.

ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა, მაგრამ ბოლო მეოთხედამდე მოედანზე მხოლოდ 10 წუთი იმყოფებოდა.

გადამწყვეტ პერიოდში ქართველმა ცენტრმა 6 წუთი ითამაშა და საკმაოდ დიდი როლი შეასრულა იმაში, რომ ატლანტელებმა გამარჯვების შანსი ბოლო წამებამდე შეინარჩუნეს.

შეტევაში ვერა, მაგრამ ზაზა დაცვაში საიმედო იყო და რამდენიმე ძალიან საჭირო პასი გასცა.

საბოლოოდ ფაჩულიას ანგარიშზე 2 ქულა, 2 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა დაგროვდა.

ზაზამ მხოლოდ ერთხელ შეუტია ლეიკერსელთა ფარს და ისიც ზუსტად.

33 მოგებითა და 25 წაგებით "ატლანტა" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე რჩება. მომდევნო, 6-მატჩიანი გასვლითი ტურნეს ბოლო შეხვედრას ატლანტელები დენვერში, 5 მარტს, გამთენიისას გამართავენ.

gbf.ge

ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"