მაინტერესებს, ლონდონის "ჩელსის" კონტრაქტი, რომელიც შინ მიდევს, ნამდვილია თუ მერაბ ჟორდანიამ შეადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი ჭანტურიას საფეხბურთო ისტორია ძალიან საინტერესოა.

გიორგიმ გარკვეული პერიოდი "ბარსელონას" აკადემიაში გაატარა, შემდეგ ჰოლანდიის ერედივიზიეს გუნდ არნემის "ვიტესში" თამაშობდა.

ამჟამად ჭანტურია ვლადიკავკაზის "ალანიას" რიგებში იჯარით ირიცხება, თუმცა მისი სატრანსფერო უფლებები კვლავ "ვიტესს" ეკუთვნის.

გიორგი ჭანტურიამ Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციაში" საიტის მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.

მკითხველი:

- აპირებ თუ არა ზაფხულში "ვიტესის" საბოლოოდ დატოვებას და თუ ისევ ერედივიზიონის გუნდიდან შემოთავაზება გექნება, განიხილავ?

- ძალიან მინდა, რომ "ვიტესი" სამუდამოდ დავტოვო და არც ვფიქრობ იქ დაბრუნებაზე. რა თქმა უნდა, თუ იქნება წამყვანი გუნდებიდან დაინტერესება, აუცილებლად განვიხილავ.

მკითხველი:

- პირველ რიგში, გამარჯობა, გიორგი! ახლა კი, როგორც ქართული ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს, ასევე მეც მაინტერესებს, თუ რა გაქვს მომავალში გეგმაში - "ვიტესში" დაბრუნდები თუ სხვა რომელიმე გუნდში გააგრძელებ კარიერას. მე მგონი, ყველას აინტერესებს და გვინდა, რომ უკეთეს გუნდსა და ლიგაში გიხილოთ. შენი შესაძლებლობიდან გამომდინარე, იმსახურებ და შეგიძლია ეს. მადლობა ადმინისტრაციას, რომ საშუალებას გვაძლევს ასეთი კითხვა-პასუხისას...

- უკვე ვთქვი, რომ ძალიან არ მინდა "ვიტესში" დაბრუნება და ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ იქ არ დავბრუნდე. ჩემს მომავალ გეგმებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, მიზანი ევროპაში დაბრუნება და კარგ ჩემპიონატში, ნორმალურ გუნდში თამაშია.

მკითხველი:

- გამარჯობა, გიორგი! მე ვთვლი, რომ ძალიან დიდი ნიჭის პატრონი ხარ, მაგრამ აუცილებელია ამ ნიჭის გამოყენება. შენი საფეხბურთო კარიერა აშკარად უკეთესის იმედს გვიტოვებს და ნაღდად გვეგონა, რომ უფრო მოუმატებდი. შენივე თქმით, "ბარსელონა" 2-წლიან კონტრაქტს გთავაზობდა და უარი თქვი. ასაკით ნაღდად პატარა იყავი და რატომ იუარე "ბარსელონაში" დარჩენა? განა "ბარსელონაზე" უკეთესი გუნდი შეიძლება ინატროს ფეხბურთელმა?!

- ძალიან კარგია, რომ ეს კითხვა დამისვით. ცოტა ხნის წინ ინტერვიუ მქონდა გაზეთ "სპორტ-ექსპრესთან" და იქ არასწორად თქვეს ამ კითხვასთან დაკავშირებით ჩემი პასუხი.

მე ვთქვი, როდესაც "ბარსელონამ" 2-წლიანი კონტრაქტი შემომთავაზა, ის ორი წელი მე უნდა გამეტარებინა მეორე გუნდში. მე კიდევ პროფესიონალური ფეხბურთის თამაში მსურდა.

ამ დროს გამოჩნდა მერაბ ჟორდანია, რომელიც "ჩელსის" პირველი გუნდის კონტრაქტს შემპირდა.

შემდეგ ჩამოვედი თბილისში და "ჩელსიდან" მართლაც გამოგზავნეს კონტრაქტი, რის შემდეგაც "ბარსელონას" უარი ვუთხარი, მაგრამ საბოლოო ჯამში მოვტყუვდი და "ვიტესთან" მომაწერინეს ხელი...

ეს იყო და ეს და დღემდე მაინტერესებს, "ჩელსის" ის კონტრაქტი, რომელიც სახლში მაქვს, ნამდვილად "ჩელსიდან" გამოაგზავნეს თუ ჟორდანიამ თვითონ შეადგინა.

გიორგი ჭანტურიას სრული ინტერვიუს ნახვა, სადაც ის გულშემატკივრების კითხვებს პასუხობს, შეგიძლიათ "ინტერნეტკონფერენციაში".

giga
ჟორდანია კი შეგპირდა ბიძია მარა რო ნახა აბრამოვიჩმა შენი თამაში უთქვამს არ მინდა ეგ ბოვშიო და რა ექნა ახლა მერაბს
givilo
ბარსამაც იმიტო გაუშვა ვიტესში რომ ვერავითარი პერპექტივა ვერ დაინახა მასში. აბა ისე რას გაუშვებდა. წინამორბედი კომენტარისა არ იყოს აუვარდა თავში, ვარსკვლავი ვარო ამოიჩემა და აა ბიძია. დაამთავრე ახლა კარიერა უკრაინის მაჩანჩალა გუნდში.
gia
ბარსელონაში არ იყავი შვილო? რატო არ გაჩერდი იქ. მეტი რაღა გინდოდა, ვინ დაგვწყევლა ასე ..... რა უნიჭობა გვჭირს
giorgi
შენ გენაცვალე გიო!!
parfiumer
ღმერთმა ხელი მოგიმართოს ძამა, მარა იქნება ამ ალანიებს და უბედურებებს აარიდო თავი და რამე სხვა გამოჩნდეს..
babangida
ამიტომ უნდა დარჩენილიყავი ბიძია ბარსელონაში.. იქ ნიჭი ნამდვილად არ იკარგება და შენზე იქნებოდა დამოკიდებული 2 წელი მეორე გუნდში ითამაშებდი ისევ თუ უფრო მალე დაგაწინაურებდნენ პირველ გუნდში. ჟორდანია ის კაცი არ იყო ქართული ფეხბურთი რო დააქცია ერთი პერიოდი? მაგის ნდობა ვის გაუგია :) .. ირბინე ეხლა ალანიადან ნალჩიკის სპარტაკში, მერე უკრაინის რომელიმე გუნდში, დონეცკის დუბლებში და დაბრუნდი მერე დინამოში ან ბაქოს ნეფტჩიში და ეგა იქნება შენი პროფესიონალური ფეხბურთის თამაშიც :). პ.ს. არადა მახსოვს შენი პირველი ინტერვიუ რომელიც რუსთავი 2ზე გააკეთე დიმასთან როცა ბარსელონამ მიგიწვია: "მე ამ შანს ხელიდან არ გავუშვებ და თუ თავად არ გამაგდო მე ამ გუნდიდან არსად წავალ" პ.პ.ს. აგივარდა ბიძია შენც თავში როგორც ყველას და მიტო იყინები ეხლა ალანიაში... ეეჰ...
vova
პასის მიცემა ისწავლა ამ ბავშვმა თუ ისევ თავჩაქინდრული დარბის?!
goga
ეეეჰ. მე მგონი კიდევ ერთი "პერსპექტიული" ფეხბურთელი დარჩა "პერსპექტიულად"
Toko
მემგონი ვიტესში იმიტომ არ ათამაშებდნენ რომ ფასი დაეგდოთ და ბანძ გუნდში გაეშვათ... მოკლედ რაც მოხდა რაა
Totenkopf
:D ვიტესის ძირითადში ვერ ხვდებოდა ტიპი და ჩელსი და ბარსელონა უნდოდა, თან ეგრევე პირველ გუნდში.. სასწაული აზროვნების ფეხბურთელები გვყვავს. თავიანთ შესაძლებლობებს აშკარად ზედმეტად აფასებენ
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"