"მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდმა მადრიდის "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდმა უეინ რუნიმ მადრიდის "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩის წინ აღნიშნა, რომ თავს ბრწყინვალედ გრძნობს და ნამდვილი ბრძოლისთვის მზადაა.

მანჩესტერში "იუნაიტედისა" და "რეალის" საპასუხო დაპირისპირება 5 მარტს გაიმართება, 1/8-ფინალის პირველი შეხვედრა კი მადრიდში ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

"ახლა მე იმ ასაკში ვარ, რომელშიც კარიერის პიკს აღწევენ და რომელიც 4-5 წელიწადს გრძელდება. იმედი მაქვს, გუნდი ამით მხოლოდ ისარგებლებს.

წინა წლებისგან განსხვავებით, მიმდინარე სეზონში არცთუ ბევრი თამაში ჩავატარე. შესაბამისად, თავს დასვენებულად ვგრძნობ და "რეალთან" ბრძოლისთვის სრულებით მზად ვარ.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ალექს ფერგიუსონი შემადგენლობის როტაციას აქტიურად მიმართავს და შესაბამისად, ჯან-ღონით აღსავსე ბევრი მოთამაშე გვყავს.

ბევრი გუნდი ყოველ კვირას ერთი და იმავე შემადგენლობით თამაშობს. ამ შემთხვევაში სეზონის ბოლოს ჩავარდნის საფრთხე არსებობს.

მიმდინარე სეზონში ცოტა ტრავმამ გამაწვალა, თუმცა ახლა კარგ ფორმაში ვარ და იმედი მაქვს, გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარები", - აქვეყნებს 27 წლის ინგლისელი ფეხბურთელის სიტყვებს Sky Sports.

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა