ტურის სიმბოლური ნაკრების შედგენისას goal.com-ის ანალიტიკოსებს ბევრი სამუშაო არც ჰქონიათ
ტურის სიმბოლური ნაკრების შედგენისას goal.com-ის ანალიტიკოსებს ბევრი სამუშაო არც ჰქონიათ. იმდენად კაშკაშად გაიბწყინა ზოგიერთმა ვარსკვლავმა, რომ 3-4-3 ტაქტიკური სქემის მიხედვით შედგენილ ტურის რჩეულთა შორის მოხვედრა არ გასჭირვებია. ასევე ნათელი იყო, რომ ტურის საუკეთესო ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდოა - ესპანურ პრიმერაში ერთბაშად ოთხი გოლის გატანა ნამდვილად არაა სახუმარო ამბავი.

აქვე ვიტყვით, რომ ბომბარდირთა დავაში კრიშტიანო რონალდოს 9 გოლი "ჩავუთვალეთ", მაშინ როცა წყაროთა უმეტესობა 10-ს წერს (მათ შორის ესპანური "მარკა"), თუმცა ჩვენ მაინც 9 ბურთს დავწერთ, რადგან ასეა მითითებული. ესპანური პროფესიული ფეხბურთის ლიგის საიტზე, რომელიც ჩემპიონატის ოფიციალური წყაროა (www.lfp.es). ახლა რაშია საქმე - 18 სექტემბერს "რეალი" "ანოეტას" ეწვია და "რეალ სოსიედადის" კარში გამარჯვების გოლი ასე გაიტანა - 75-ე წუთზე პორტუგალიელმა საჯარიმო დაარტყა, ბურთი მის თანამემამულე პეპეს მოხვდა ზურგში და ისე გავიდა კარში. ოფიციალური წყარო გოლს პორტუგალიელ მცველს უთვლის და არა რონალდოს. ამიტომ არავითარი საფუძველი არ გვაქვს, არ ვენდოთ მას.

მეკარე:

ხუან კალატაიუდი (ერკულესი): "ერკულესის" დამარცხება იოლი საქმე არაა, რაც დიდწილად მათი გოლკიპერის დამსახურებაა. "ალმერიასთან" სტუმრად 30 წლის კალატაიუდი თითქმის ბოლომდე უძლებდა ანდალუსიელთა შემოტევას. საბოლოოდ "ალმერიამ" გათანაბრება მაინც შეძლო, მაგრამ რომ არა კალატაიუდი, ალიკანტეელები ამ ქულასაც ვერ წაიღებდნენ შინ.

მცველები:

ნაჩო მონრეალი (ოსასუნა): მარცხენა მცველი ცდილობს ნაკრებში თავი დაიმკვიდროს და ვისენტე დელ ბოსკეს აჩვენოს, რომ ხოან კაპდევილას ღირსეული შემცვლელია. "მალაგასთან" 3:0 გამარჯვებაში მონრეალმა თავი კარგად დაგვამახსოვრა, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. 24 წლის მცველის თამაშზე დიდად არის დამოკიდებული, შეძლებს, თუ არა ხოსე ანტონიო კამაჩოს გუნდი ლიგაში ადგილის შენარჩუნებას.

კარლოს მარჩენა (ვილიარეალი): "ყვითელი წყალქვეშა ნავის" ისტორიაში საუკეთესო სტარტის ერთ-ერთი შემოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი მარჩენაცაა. ექსვალენსიელმა არ ამოასუნთქა სერხიო აგუერო და მას საჯარიმოს მისადგომებთან გასაქანი არ მისცა. მარჩენა "ატლეტიკოსთან" მატჩში ტანდაბალი არგენტინელის აჩრდილად იქცა. ახლა "ვილიარეალის" წაუგებელმა სერიამ 9 მატჩს მიაღწია.

ივან რამისი (მალიორკა): კუნძულელებმა "მესტალიაზე" დიდი სენსაცია გამოაცხვეს. "მალიორკა" მეორე ტაიმში თითქმის სულ საკუთარ ნახევარზე იყო გამაგრებული, რამისი კი "მალიორკას" დაცვის გულში შეუცდომლად მოქმედებდა. მან თითქმის ყველა ჩაწოდება და სახიფათო პასი გააუვნებელყო. "მალიორკა" კიდერებთან დიდებულად თამაშობს, გავიხსენოთ "ბარსელონა", "რეალი"...

ნახევარმცველები

კოფი რომარიკი (სევილია): 70 წუთის განმავლობაში "სევილია" და რომარიკი აშკარად ჩაგრავდა ბილბაოს "ატლეტიკს". ფრანგული ფეხბურთიდან 2009 წელს გადმოსულ აფრიკელს ფანები ხშირად აკრიტიკებენ, თუმცა ამჯერად რომარიკმა ბრწყინვალედ ითამაშა. გამოვყოფთ მის 40-მეტრიან პასს, რომელსაც ლუიშ ფაბიანოს ფანტასტიკური გოლი მოჰყვა.

გონსალო კასტრო (მალიორკა): შუახაზში მისმა თანაგუნდელმა ჯონათან დე გუზმანმაც კარგად ითამაშა, მაგრამ მაინც კასტრო გამოვარჩიეთ, მან ხომ "მესტალიაზე" დუბლი შეასრულა. თუმცა გოლებს თავი დავანებოთ (ერთი პენალტით გაიტანა, ერთიც დამატებაზე), 26 წლის ნახევარმცველმა გვაჩვენა, თუ რა შეუძლია, როცა ფორმაშია.

მესუთ იოზილი (რეალი): იოზილი მეორედ მოხვდა ჩვენს ნაკრებში. გერმანელი "სანტიაგო ბერნაბეუზე" ბრწყინავს. იზოილმა რონალდოს უიოლესი გოლი გაატანინა და მეორე ტაიმში თავადაც გამოიჩინა თავი. ასე თუ გაგრძელდა, 21 წლის გერმანელის ამოგდება კაკას ძალიან გაუჭირდება.

ანხელ დი მარია (რეალი): "ლოს ბლანკოსის" სამი ვარსკვლავი მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში, 6:1 გამარჯვების შემდეგ ეს ბუნებრივიცაა. დი მარია და იოზილი ისე უგებდნენ მინდორზე ერთმანეთს, თითქოს, მთელი კარიერა ერთად აქვთ გატარებული. "ბენფიკას" ყოფილი ვინგერი "რასინგთან" სამი საგოლე პასის ავტორია.

თავდამსხმელები:

კრიშტიანო რონალდო (რეალი): რა ვთქვათ იმაზე მეტი პორტუგალიელზე, რაც მან სანტანდერელებთან მატჩში მოედანზე მოიმოქმედა? ოთხი გოლი ერთ თამაშში და სუპერაქტიურობა საკმარისია საიმისოდ, რომ რონალდოს ტურის საუკეთესო ფეხბურთელობა მივანიჭოთ.

ლიონელ მესი (ბარსელონა): "ბლაუგრანა" "სარაგოსასთან" მატჩში ვერ იყო სათანადო ფორმაში, მაგრამ კიდევ ერთხელ, გუნდი მისმა თილისმანმა გამოიყვანა რთული მდგომარეობიდან - მესიმ "ბარსელონას" ორივე გოლი მიითვალა. მესი "ლა რომარედას" ნამდვილი რისხვაა.

ლუიშ ფაბიანო (სევილია): როგორც იქნა, ბრაზილიელმა ფორვარდმა ისე ითამაშა, როგორც მისგან ანდალუსიელი გულშემატკივრები ელიან. მართალია, პირველ გოლში ფაბიანოს გაუმართლდა, მეორე საფეხბურთო ხელოვნების ნიმუში იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა