ყველა 17 მარტს ელოდება, როცა მელბურნის "ალბერტ-პარკზე" გაიმართება სეზონის პირველი ეტაპი - ავსტრალიის გრანპრი
ფორმულა 1-ის პილოტებმა დაასრულეს მზადება ახალი სეზონისთვის და ახლა ყველა 17 მარტს ელოდება, როცა მელბურნის "ალბერტ-პარკზე" გაიმართება სეზონის პირველი ეტაპი - ავსტრალიის გრანპრი.

ექსპერტებმა, გუნდების ხელმძღვანელებმა და პილოტებმა დაიწყეს წინასასეზონო ტესტების შედეგების შეჯამება. ყველა ერთხმად აღნიშნავს "მერსედესის" დიდ პროგრესს. ტესტების ბოლო ორ დღეს საუკეთესო დრო აჩვენეს გერმანული საჯინიბოს წევრებმა - ლუის ჰემილტონმა და ნიკო როსბერგმა. ამასთან, როსბერგის შედეგი - 1.20,130 ოთხი დღის განმავლობაში აბსოლუტურად საუკეთესო დრო იყო.

გერმანული გუნდის სიჩქარე შეუმჩნეველი არ დარჩენია "რედ ბულის" კონსულტანტს ჰელმუტ მარკოს, რომელმაც აღიარა, რომ "რედ ბულს" სერიოზული პრობლემები შეექმნა: "მერსედესი" არასოდეს ყოფილა ასე ახლოს ლიდერებთან. ჩვენ კი ისე ვერ წავიყვანეთ მუშაობა, როგორც გვინდოდა და პრობლემები შეიქმნა სარბოლო მახასიათებლების მხრივ. უნდა გავაანალიზოთ შეკრებილი ინფორმაცია".

ბარსელონას ტესტების ოთხივე დღეს "რედ ბულმა" 1462 კილომეტრი გაიარა, იმ დროს, როცა "მერსედესის" ანალოგიური მაჩვენებელი 2239 კილომეტრს შეადგენდა.

"ლოტუსის" ლიდერს კიმი რაიკონენს მიაჩნია, რომ ავსტრალიაში "მერსედესმა", შესაძლოა, ბევრი გააკვირვოს: "მერსედესმა" ძალიან დიდ პროგრესს მიაღწია, მაგრამ ერთი წლის წინაც ვნახეთ, რომ ეს გუნდი ტესტებზე სწრაფი იყო, მაგრამ მოულოდნელად გაირკვა, რომ რბოლებში იგივე ტემპს ვერ აჩვენებდნენ. ვნახოთ, ამჯერად როგორ განვითარდება მოვლენები".

სხვათა შორის, ექსპერტები "ლოტუსის" მაღალ ტემპსაც უსვამენ ხაზს. ამასთან დაკავშირებით ფინელი პილოტი ამბობს, რომ მისმა გუნდმა სტაბილურობა შეიძინა, მაგრამ ახლა სიჩქარის მომატებაა საჭირო: "უნდა გავზარდოთ ტემპი შარშანდელთან შედარებით. თუ მოვახერხებთ სტაბილურობის შენარჩუნებას და ამასთან, სიჩქარესაც მოვუმატებთ, შევძლებთ წლის დასაწყისში მაღალი შედეგების ჩვენებას".

ტესტების შედეგები შეაჯამა "მაკლარენის" სპორტულმა დირექტორმა სემ მაიკლმაც, რომელმაც განაცხადა, რომ დამდეგ სეზონში ძალიან დაძაბული ბრძოლაა მოსალოდნელი, თუმცა პროგნოზებისგან თავი შეიკავა.

"ტესტებზე ცხრა პილოტის მიერ ნაჩვენები შედეგები ერთ წამში ჩაეტია. მელბურნში ძალიან მჭიდრო ბრძოლა იქნება კვალიფიკაციაში.

სავსებით ცხადია, რომ "მერსედესს" ძალიან სწრაფი მანქანა ეყოლება, თანაც სტაბილურად სწრაფი. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ გუნდში გადაიჭრა მანქანასთან დაკავშირებული პრობლემები. სხვა თემებზე ანალიზი ძალიან რთულია, რადგან არ ვიცით, რა რაოდენობის საწვავით მუშაობდნენ გუნდები ტესტებზე. ამიტომაც მელბურნის კვალიფიკაციამდე ძალთა თანაფარდობის შესახებ პასუხი არ გვექნება.

რა თქმა უნდა, "მაკლარენი" მიიღებს მონაწილეობას ლიდერობისთვის ბრძოლაში. არ ვიცი, რამდენად შეძლებს ჩვენი გუნდი მელბურნში პირველი ხაზიდან სტარტის აღებას და გამარჯვების მოპოვებას. ამაზე პასუხი ჯერ არ მაქვს და არ მინდა, წინასწარ რაიმე ილუზია შევქმნა", - ამბობს სემ მაიკლი.

აქვე გთავაზობთ ფინალური ტესტების ოთხი დღის შემაჯამებელ ოქმს. როგორც უკვე ვთქვით, წრეზე საუკეთესო დრო ნიკო როსბერგს ჰქონდა. ასევე გერმანელია ლიდერი გავლილი დისტანციის მიხედვით. გახსოვთ, რომ ხერესის ტესტების დროს "მერსედესმა" ტექნიკური პრობლემების გამო ძალიან ბევრი დრო დაკარგა, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, საჭირო საიმედოობას მიაღწია.

საბოლოო ოქმი

1. როსბერგი (Mercedes) 1:20.130 (251 წრე)

2. ალონსო (Ferrari) +0.364 (222)

3. ჰემილტონი (Mercedes) +0.428 (230)

4. მასა (Ferrari) +1.136 (206)

5. ბატონი (McLaren) +1.314 (194)

6. ჰიულკენბერგი (Sauber) +1.411 (197)

7. სუტილი (ფორს ინდია) +1.497 (171)

8. რაიკონენი (Lotus) +1.528 (50)

9. დი რესტა (Force India) +1.534 (169)

10. მალდონადო (Williams) +2.175 (151)

11. ბოტასი (Williams) +2.338 (147)

12. ფეტელი (Red Bull) +2.384 (165)

13. გუტიერესი (Sauber) +2.423 (191)

14. უებერი (Red Bull) +2.528 (149)

15. პერესი (McLaren) +2.564 (201)

16. გროსჟანი (Lotus) +2.586 (186)

17. პიკი (Caterham) +2.985 (199)

18. ბიანკი (Force India) +3.037 (136)

19. ვერნი (Toro Rosso) +3.093 (173)

20. ვალსეკი (Lotus) +3.318 (16)

21. რიკარდო (Toro Rosso) +3.498 (152)

22. ჩილტონი (Marussia) +3.973 (202)

23. ვან დერ გარდე (Caterham) +4.105 (174)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ორმაგი ინტერვიუ "მაკლარენის" ბაზიდან

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...