10 იანვარს ციურიხში 2010 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა გამოცხადდება
გუშინ ფიფამ და "ფრანს ფუტბოლმა" "ოქროს ბურთის" მაძიებელთა ოფიციალური სია გამოაქვეყნეს. 10 იანვარს შვეიცარიის ქალაქი ციურიხი გალა-დაჯილდოვებას უმასპინძლებს, სადაც გამოცხადდება 2010 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა, რომელსაც "ოქროს ბურთი" გადაეცემა. გამოვლინდება ქალ ფეხბურთელთა შორის წლის საუკეთესო მოთამაშე, წლის საუკეთესო მწვრთნელი, წლის ულამაზესი გოლის ავტორი, ფიფას "ფეერ პლეის" პრიზის მფლობელი და მრავალი სხვა გუნდური თუ ინდივიდუალური ჯილდო დარიგდება.

თუმცა ყველაზე მთავარი მაინც "ოქროს ბურთია". 23 კანდიდატს შორის უმეტესობა ესპანეთიდან და გერმანიიდანაა, რაც გასაკვირი სულაც არაა, ესპანელებმა სამხრეთ აფრიკაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს, ხოლო გერმანელებმა ნახევარფინალში დათმეს მომავალ გამარჯვებულებთან.

მაშ ასე, "ოქროს ბურთის" მაძიებელთა სია ასე გამოიყურება: ჩაბი ალონსო (ესპანეთი), იკერ კასილიასი (ესპანეთი), დიდიე დროგბა (კოტ დივუარი), ჟულიო სეზარი (ბრაზილია), ფილიპ ლამი (გერმანია), თომას მიულერი (გერმანია), ბასტიან შვაინშტაიგერი (გერმანია), ჩავი (ესპანეთი), ანდრეს ინიესტა (ესპანეთი), ლიონელ მესი (არგენტინა), ვესლი სნეიდერი (ჰოლანდია), დანი ალვეში (ბრაზილია), კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია), სამუელ ეტოო (კამერუნი), ასამოა გიანი (განა), მიროსლავ კლოზე (გერმანია), მაიკონი (ბრაზილია), არიენ რობენი (ჰოლანდია), დავიდ ვილია (ესპანეთი), კარლეს პუიოლი (ესპანეთი), დიეგო ფორლანი (ურუგვაი), მესუთ იოზილი (თურქეთი).

წლის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის 10 სპეციალისტი იბრძოლებს: კარლო ანჩელოტი (ჩელსი), ალექს ფერგიუსონი (მანჩესტერი), იოახიმ ლიოვი (გერმანიის ნაკრები), ოსკარ ტაბარესი (ურუგვაი), ბერტ ვან მარვიიკი (ჰოლანდიის ნაკრები), ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთის ნაკრები), ხოსეპ გვარდიოლა (ბარსელონა), ჟოზე მოურინიო (ინტერი, რეალი), ლუის ვან გაალი (ბაიერნი), არსენ ვენგერი (არსენალი).

"ბარსელონას" არგენტინელი ვარსკვლავი ლეო მესი მიიჩნევს, რომ მას "ოქროს ბურთის" მოგების ნაკლები შანსი აქვს: "მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატება ბევრს ნიშნავს და ალბათ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას მნიშვნელოვანი როლი მუნდიალის მოგებას მიენიჭება. ამიტომაც, ვფიქრობ, ფავორიტები ჩავი და ინიესტა არიან".

23 კანდიდატის ბედს მსოფლიოს ყველა ნაკრების მწვრთნელი და კაპიტანი, აგრეთვე "ფრანს ფუტბოლის" შერჩეული მედია საშუალებათა ჯგუფი გადაწყვეტს. 6 დეკემბერს ფიფა და "ფრანს ფუტბოლი" პარიზში ნომინანტთა სიას 3-მდე დაიყვანენ.

ეს პირველი შემთხვევა იქნება, როცა ფიფა და "ფრანს ფუტბოლი" ერთობლივად დაასახელებენ წლის საუკეთესო ფეხბურთელს. აქამდე ეს ორი ორგანიზაცია ცალ-ცალკე ასახელებდა პლანეტის საუკეთესო მოთამაშეებს, მაგრამ 2005 წლიდან ორივე ორგანიზაცია ერთი და იმავე ფეხბურთელს ასახელებდა. "ფრანს ფუტბოლმა" ამ ტრადიციას სათავე 1956 წელს დაუდო, პირველი გამარჯვებული კი ინგლისელი სტენლი მეთიუზი გახდა, მან 47 ქულა მოაგროვა და 3 ქულით აჯობა ალფრედო დი სტეფანოს. მესამე ადგილზე ფრანგი რაიმონ კოპა გავიდა 33 ქულით.

გაგაცნობთ "ოქროს ბურთის" ბოლო მფლობელებს: ლუიშ ფიგო (2000), მაიკლ ოუენი (2001), რონალდო (2002), პაველ ნედვედი (2003), ანდრეი შევჩენკო (2004), რონალდინიო (2005), ფაბიო კანავარო (2006), კაკა (2007), კრიშტიანო რონალდო (2008), ლიონელ მესი (2009). "ოქროს ბურთი" 3-3-ჯერ მოპოვებული იოჰან კრუიფს (1971, 1973, 1974), მიშელ პლატინის (1983, 1984, 1985) და მარკო ვან ბასტენს (1988, 1989, 1992) აქვთ. 2-2-ჯერ შეწვდნენ უპრესტიჟულეს ჯილდოს ალფრედო დი სტეფანო (1957, 1959), ფრანც ბეკენბაუერი (1972, 1976), კევინ კიგანი (1978, 1979), კარლ-ჰაინც რუმენიგე (1980, 1981) და რონალდო (1997, 2002).

ფიფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელის დასახელება 1991 წლიდან დაიწყო, პირველი გამარჯვებული გერმანელი ლოთარ მათეუსია. გაგაცნობთ ბოლო გამარჯვებულთა ვინაობას: ზინედინ ზიდანი (2000), ლუიშ ფიგო (2001), რონალდო (2002), ზინედინ ზიდანი (2003), რონალდინიო (2004), რონალდინიო (2005), ფაბიო კანავარო (2006), კაკა (2007), კრიშტიანო რონალდო (2008), ლიონელ მესი (2009). ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელები 3-3-ჯერ ზინედინ ზიდანი და რონალდინიო გახდნენ, ორჯერ მოიგო პრიზი ბრაზილიელმა რონალდომ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა