ჯოკოვიჩი ლეიკერსელებს დაუმეგობრდა
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა განაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებს ATP-ის პირველ მასტერსში, რომელიც 6-17 მარტს ამერიკის ქალაქ ინდიან უელსში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ უფრო ესპანურმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნადალი არ აპირებდა ამერიკული ჰარდის მასტერსებზე გამოსვლას.

"ინდიან უელსის მასტერსი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ტურნირია, - ამბობს ნადალი ამერიკულ სააგენტო AP-სთან კომენტარში - მინდა გავაგრძელო ინტენსიური გამოსვლა, რადგან ვგრძნობ, რომ ჩემი მუხლი მზად არის სერიოზული დატვირთვებისთვის".

"თავისუფლად შემიძლია ჰარდის ტურნირებზე თამაში. აუცილებელია სატურნირო და სათამაშო გამოცდილების დაბრუნება", - ამატებს ნადალი.

ლატვიელის დაბრუნება

როგორც ვწერდით, გასულ კვირას მამაკაცთა და ქალთა პროფესიულ ტურში ექვსი ტურნირი გაიმართა. ყველაზე მნიშვნელოვანი ორი სტარტი (დუბაიში და აკაპულკოში) უკვე მიმოვიხილეთ, ახლა კი მოკლედ კიდევ ოთხი ტურნირის (ერთი კაცებში და სამი - ქალებში) შესახებ.

ოდესღაც დელრეი ბიჩის ტურნირი რომ გააუქმონ, ეს დიდი დარტყმა იქნება ლატვიელი ერნესტ გულბისისთვის, რადგან ამ არასტაბილურმა ბალტიისპირელმა ჩოგბურთელმა თავისი სამი ტიტულიდან ორი სწორედ ფლორიდის სანაპიროზე მოიპოვა.

დელრეი ბიჩის ტურნირზე ძალიან ბევრი სენსაცია ვიხილეთ. ამიტომაც ისე გამოვიდა, რომ ფინალში შეხვდნენ ჩოგბურთელები, რომლებიც რეიტინგის საუკეთესო ასეულის მიღმა იმყოფებიან: გულბისი და ფრანგი ედუარდ როჟე-ვასელენი. თუმცა ნახევარფინალში გულბისთან წაგების შემდეგ სახელოვანმა გერმანელმა ტომი ჰაასმა აღნიშნა, რომ ლატვიელი თავისი თამაშით არ იმსახურებს რეიტინგში ასეთ პოზიციას.

საბოლოოდ, ფინალი გულბისმა მოიგო და კლასიფიკაციაში ერთბაშად 40-საფეხურიანი ნახტომი გააკეთა. არადა, ერნესტის მწვრთნელი თავისი შეგირდისგან TOP100-ში დაბრუნებას აპრილში ელოდა.

აკაპულკოში, ქალთა ტურნირზე მოულოდნელობებს საერთოდ არ ჰქონია ადგილი. სარა ერანი ერთი თავით მაღლა იდგა თავის კონკურენტებზე, მით უმეტეს, რომ თავის საყვარელ გრუნტზე თამაშობდა (შეგახსენებთ, რომ აპენინელი როლან გაროსის შარშანდელი ფინალისტი გახლავთ).

ერთადერთი მეტოქე, ვინც ერანის ტაი-ბრეიკის თამაში აიძულა, კანადელი ეჟენი ბუშარი იყო - ეს მეორე წრეში მოხდა. დანარჩენ მეტოქეებს სარა იოლად გადიოდა და ფინალში მინიმალური შანსიც არ მისცა გამოცდილ და ნიჭიერ ესპანელს კარლა სუარეს ნავაროს.

ასე რომ, სარამ დაიცვა აკაპულკოში შარშან მოპოვებული ტიტული და დაამტკიცა, რომ ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება. თუმცა მომავალ ტურნირებზე მას ძალიან ბევრი ქულის დაცვა უწევს.

ძალიან მოულოდნელი იყო კუალა ლუმპურსა და ფლორიანაპოლისში ჩატარებული ტურნირების შედეგები. მალაიზიის ღია პირველობაზე უკვე პირველივე წრეში წააგო მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ნომერმა კაროლინ ვოზნიაცკიმ - ის ნაკლებად ცნობილმა ჩინელმა კიან ვანმა გამოთიშა ბრძოლას.

სწორედ ამ მატჩიდან დაიწყო სენსაციების სერია კუალა ლუმპურში და ფინალში გავიდნენ ამერიკელი ბეტანი მატეკი და ახალგაზრდა ჩეხი კაროლინა პლიშკოვა. მატეკმა, რომელსაც თანამედროვე ქალთა ჩოგბურთის "ლედი გაგას" უწოდებენ, პირველი სეტი მოიგო, მაგრამ ჩეხმა შეძლო ინიციატივის მოპოვება და კარიერაში WTA-ს პირველი ტიტული მოიპოვა.

დაახლოებით იგივე ამბები ხდებოდა ბრაზილიის ფლორიანაპოლისში, სადაც ასევე სენსაციური იყო ფინალისტთა წყვილი. რუსმა ოლგა პლიშკოვამ თვით ვენუს უილიამსის დამარცხება შეძლო, მაგრამ გადამწყვეტ მატჩში გამოცდილება დააკლდა რუმინელი მონიკა ნიკულესკუს დასამარცხებლად. ამ უკანასკნელისთვის ეს ასევე პირველი ტიტული იყო კარიერაში.

ჯოკო ლეიკერსელებს დაუმეგობრდა

სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკივიჩი დუბაის ტურნირის მოგების შემდეგ ამერიკაში გაემგზავრა და იქ მზადებას დაიწყებს ინდიან უელსის მასტერსისთვის. მანამდე კი მსოფლიოს პირველი ჩოგანი დაესწრო NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მატჩს "ლოს ანჯელეს ლეიკერსსა" და "ატლანტა ჰოქსს" შორის.

შეხვედრის წინ ჯოკოვიჩი "ლეიკერსის" გასახდელში კალიფორნიელ კალათბურთელებს შეხვდა: კობი ბრაიანტს, სტივ ნეშს, დუაიტ ჰოვარდს, ანტუან ჯეიმისონსა და სხვებს.

მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელი "სტეიპლ ცენტრის" მოედანზეც გავიდა და თამაშის დაწყებამდე რამდენიმე სროლა შეასრულა, მათ შორის - სამქულიანი, რომელიც ზუსტი აღმოჩნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ახალი სერია დაიწყო

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე