მთავარი კანდიდატი ჯეკოა, დორტმუნდელებს მამე და მოაც აინტერესებთ
რობერტ ლევანდოვსკიმ შაბათს დორტმუნდელი ფანები კიდევ ერთხელ გააბედნიერა. 24 წლის პოლონელმა გოლეადორმა "ჰანოვერთან" (3:1) დუბლი შეასრულა და "ბორუსიას" ბუნდესლიგაში მეორე ადგილი შეუნარჩუნა, მაგრამ ლევანდოვსკი "დორტმუნდისთვის" უკვე პრობლემაცაა.

საქმე იმაშია, რომ რობერტს დორტმუნდიდან აბარგება გადაწყვეტილი აქვს, რაზეც არაერთხელ ვწერდით, მაგრამ ჯერ არ ამბობს, როდის დატოვებს "ბორუსიას" - ზაფხულში თუ გაისად, როცა კონტრაქტი ამოეწურება. შესაბამისად, სანამ პოლონელი ამ საკითხზე დუმს, დორტმუნდული კლუბის ხელმძღვანელებს მომავლის აზრიანად დაგეგმვა არ შეუძლიათ.

მოვლენების განვითარების პირველი ვარიანტი ასეთია: ლევანდოვსკი, რომელსაც "ბორუსიასთან" კონტრაქტი 2014 წლამდე აქვს გაფორმებული, ამ სეზონის ბოლოს წავა, რაც იმას ნიშნავს, რომ იურგენ კლოპის გუნდი მინიმუმ 20 მილიონ ევროს მიიღებს და ამ თანხით პოლონელის ღირსეული შემცვლელის ყიდვის საშუალება მიეცემა. მეორე ვარიანტი კი ისაა, რომ ლევანდოვსკი დორტმუნდში კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩეს და გაისად "ბაიერნში" უფასოდ გადავიდეს. ცნობილია, რომ მიუნხენური გრანდის ბოსებს სწორედ ეს ვარიანტი ხიბლავთ, რადგან რობერტის ხელში ჩაგდება უფასოდ სურთ. შესაბამისად, ეს ვარიანტი უფრო რეალურია, მაგრამ ასეთ შემთხვევაში დორტმუნდელებს ხელი ეშლებათ!

"კარგი იქნება, რომ ყველაფერს მალე მოეფინოს ნათელი, მაგრამ ჯერჯერობით პრობლემას მაინც ვერ ვხედავ. ზაფხულში დავსხდებით და გადავწყვეტთ, რა და როგორ ჯობია," - აცხადებს "ბორუსიას" სპორტული დირექტორი მიხაელ ცორკი.

თუმცა დორტმუნდელები ყველაფერს არ ამბობენ. საქმე ისაა, რომ "ბორუსიას" შეფები და მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ლევანდოვსკის საუკეთესო შემცვლელად ბოსნიელ ედინ ჯეკოს მოიაზრებს, მაგრამ თუ ლევანდოვსკი კიდევ ერთი წლით დარჩება, "მანჩესტერ სიტის" 26 წლის ფორვარდის ყიდვას ამ სეზონის ბოლოს აზრი ეკარგება.

თავად ჯეკომ რამდენჯერმე თქვა, რომ "დორტმუნდში" გადასვლა უნდა, ჩვენი გერმანელი კოლეგები კი იტყობინებიან, რომ ბოსნიელი "ბორუსიას" ბოსებისგან საბოლოო პასუხს უახლოეს ათ დღეში ელოდება. სწორედ ასე უთქვამს ჯეკოს მრჩეველს ბოსნიური მედიისთვის.

ედინს "სიტიში" ყოველწლიურად 8.5 მილიონ ევროს უხდიან, "დორტმუნდს" კი თუნდაც ამ თანხასთან მიახლოებული ხელფასის გადახდა ჯეკოსთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ ლევანდოვსკის მინიმუმ 20 მილიონად გაყიდის.

ალტერნატივა: დიუფი ან აბდელაუ

"ბილდის" ინფორმაციით, კლოპი და კომპანია ლევანდოვსკის შეცვლის ალტერნატიული გზების ძიებასაც შეუდგნენ: "დორტმუნდს" "ჰანოვერის" ფორვარდები, 25 წლის მამე დიუფი და 27 წლის მოა აბდელაუ აინტერესებს.

"დიუფი ძალიან საინტერესო ფეხბურთელია და ჩვენ კიდევ არაერთ ფორვარდს ვაკვირდებით. სხვათა შორის, ძალიან მომწონს ასევე ჰანოვერელი აბდელაუც," - ეს კლოპის სიტყვებია.

საინტერესო ისაა, რომ მამეს და მოას "ჰანოვერთან" ხელშეკრულებები სწორედ 2014 წელს უმთავრდებათ - ანუ იმ დროს, როცა "ბაიერნი" ლევანდოვსკის უფასოდ გადაბირებას გეგმავს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მიხაელ ცორკმა დაადასტურა: ლევანდოვსკი მიდის!

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია