კარიერის დასრულების შემდეგ ასეთ თამაშებზე ყველაზე მეტად გწყდება გული
"კარიერის დასრულების შემდეგ ასეთ თამაშებზე ყველაზე მეტად გწყდება გული," – განაცხადა "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა რაიან გიგზმა "ოლდ ტრეფორდზე" "რეალთან" დაპირისპირების წინ.

ცხოვრების მე-40 წელიწადში რაიანი ჩემპიონთა ლიგის მე-18 გათამაშებაში მონაწილეობს. ეს შესაძლებელია არა მხოლოდ კარგი ჯანმრთელობისა და განსაკუთრებული ფიზიკური ფორმის, არამედ სამაგალითო ფსიქოლოგიური განწყობის წყალობითაც. გიგზს, ისევე, როგორც წლების წინ, დღემდე არ ეთაკილება ახალი პროფესიული ჩვევების ათვისება. "მუდამ იმას ვცდილობდი, ყოველ ახალ სეზონში პროგრესი განმეცადა. დღემდე ასე გრძელდება," – უთხრა ნახევარმცველმა გამოცემა Champions Matchday–ს ინტერვიუში.

"რეალთან" გასვლით შეხვედრაში ყოფილი გარემარბი საათის მიწურულს შეცვლაზე შევიდა და დაამტკიცა, რომ ახალ ამპლუაში ჯერ კიდევ შეუძლია ყურადღების ცენტრში მოექცეს. "თუკი ადრე აქცენტს სისწრაფესა და მცველების მოტყუებაზე ვაკეთებდი, ახლა სულ სხვა ფუნქცია მაკისრია, - ამბობს ფეხბურთელი. - თავს ერთნაირად კომფორტულად ვგრძნობ მოედნის ცენტრსა და მარცხენა ფლანგზე. ყველაზე მეტად იმაზე ვფიქრობ, რომ ზუსტი პოზიცია დავიკავო და მეტოქე გუნდს პრობლემა კარგი პასით შევუქმნა. საბოლოოდ ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ საფეხბურთო მოედანზე მაქსიმალურად ეფექტური ვიყო".

ჩემპიონთა ლიგაში მის ანგარიშზე 28 გოლია, რაც შუახაზის ფეხბურთელისთვის სოლიდური შედეგია. 2011 წლის სექტემბერში "ბენფიკასთან" მატჩში მან თავი გამოიჩინა, რისი წყალობითაც უელსელი ტურნირის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული მეგოლე გახდა. იმ მომენტისთვის ის 37 წლისა და 289 დღის იყო.

"გაიტანო ჩემპიონთა ლიგაში, საკმაოდ რთული ამოცანაა. რაკი დროთა განმავლობაში სათამაშო დრო სულ უფრო მიმცირდება, ყოველი გოლი უწინდელზე მეტად მიხარია," – ამბობს ვეტერანი ვარსკვლავი.

გიგზს "რეალთან" 2000 და 2003 წლებშიც უთამაშია და ესმის, რომ "ოლდ ტრეფორდზე" მადრიდულ გრანდთან მორიგი შეხვედრა შესაძლოა უკანასკნელი იყოს მისთვის ფეხბურთელის რანგში. "კარიერის დასრულების შემდეგ ასეთ თამაშებზე ყველაზე მეტად გწყდება გული და როცა ამ მომენტს უახლოვდები, როგორც ეს ჩემს შემთხვევაში ხდება, ცდილობ, ყოველი შანსი მაქსიმალურად გამოიყენო," – აცხადებს ის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რაიან გიგზი: უბერებელი უელსელი

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"