აქამდე დაუმარცხებელი "ფლამენგო" ფინალის მიღმა დარჩა
პაულისტას ჩემპიონატის მე-10 ტურში არ უთამაშია "პალმეირასს", რომელსაც "ტიგრესთან" ლიბერტადორესის თასის მნიშვნელოვანი მატჩი ელის. ცენტრალური შეხვედრა "სანტოსსა" და "კორინთიანსს" შორის შედგა. შეხვედრა ძალიან მოსაწყენი გამოდგა და ლოგიკური შედეგით დასრულდა.

პირველობის ლიდერმა კი მორიგი გამარჯვება მოიპოვა. მეორე შემადგენლობით მოთამაშე "სან პაულოს" "პენაპოლენსესთან" პრობლემა არ შექმნია - როდოლფოს და ადემილსონის გოლების წყალობით, სამი ქულა ნეი ფრანკოს გუნდმა აიღო და ლიდერობა განიმტკიცა. "სან პაულომ" ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო და გუნდი 22 ქულით პირველ პოზიციაზეა, თანაც ერთი შეხვედრა თადარიგში აქვს.

"ტაკა გუანაბარას" 1/2-ფინალში კარიოკას 4 გრანდი გავიდა. შეგახსენებთ, რომ აქამდე გამართულ 115 ტურნირიდან ამ ოთხეულმა 104 მოიგო. პირველ 1/2-ფინალში ერთმანეთს "ვასკო და გამა" და "ფლუმინენსე" დაუპირისპირდნენ.

შეხვედრის პირველი ნახევარი მოსაწყენი და უგოლო გამოდგა, სამაგიეროდ, მეორე ტაიმში მოვლენები ელვის სისწრაფით იცვლებოდა. 69-ე წუთზე მასპინძლები ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთმა საუკეთესო ბომბარდირმა (მხოლოდ "ფლამენგოს" ერნანს ჩამორჩა) ბერნარდომ დააწინაურა, თუმცა 77-ე და 79-ე წუთებზე ტიაგო ნევეშმა და ველინგტონ ნემმა ორი გოლი გაიტანეს და უკვე "ფლუმინენსე" დაწინაურდა.

თითქოს მოქმედი ჩემპიონი ფინალში უნდა გასულიყო, მაგრამ გაუჩოს ცვლილებამ გაუმართლა: 21 წლის დებიუტანტმა რომარიომ, რომელსაც "დიდ" რომარიოსთან მხოლოდ სახელი აკავშირებს, ანგარიში გაათანაბრა, 88-ე წუთზე კი გუნდის კაპიტანმა დედემ გამარჯვება "ვასკოს" მოუტანა.

აქვე დავამატოთ, რომ ეს ამ გუნდების 289-ე დაპირისპირება იყო (ყველა ტურნირზე) და მცირე უპირატესობას "ვასკო" ფლობს: 101 გამარჯვება 97-ის წინააღმდეგ (91 თამაში ფრედ დასრულდა).

მეორე ნახევარფინალში "ფლამენგო" მოულოდნელად დამარცხდა "ბოტაფოგოსთან". ეს შედეგი მართლაც გასაკვირი იყო, რადგან "ფლამ" ჯგუფურ ეტაპზე საოცრად ითამაშა და 8 თამაშიდან 7 მოიგო, ერთი კი ფრედ დაასრულა. ამ 7-დან ერთ-ერთი გამარჯვება "მენგომ" სწორედ "ბოტაფოგოსთან" მოიპოვა და საერთოდ, ამ გუნდთან 10-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა.

ასეა თუ ისე, 297-ე დერბი "ბოტაფოგოს" გამარჯვებით დასრულდა. ანგარიში მარცხენა მცველმა ჟულიო სეზარმა პირველივე წუთზე გახსნა, შეხვედრის ბოლო წამებზე კი საბოლოო შედეგი ახალგაზრდა ვიტინიომ დააფიქსირა.

ფინალური შეხვედრა 10 მარტს "ენჟენაოზე" გაიმართება. გამარჯვებული გუნდი რიო დე ჟანეიროს შტატის ჩემპიონატის ფინალის საგზურს მოიპოვებს, სადაც "ტაკა რიოს" გამარჯვებულს დაუპირისპირდება. თუ "ტაკა რიოც" ამავე გუნდმა მოიგო, მაშინ, ბუნებრივია, ფინალური მატჩი აღარ შედგება და ორივე ამ ტურნირის გამარჯვებული რიოს შტატის ჩემპიონად გამოცხადდება.

აქვე დავამატოთ, რომ "ვასკო" შტატის 22-გზის ჩემპიონია, მაგრამ ბოლო ტიტული 2003 წელს მოიპოვა; "ბოტაფოგომ" კი კარიოკა 19-ჯერ მოიგო, ბოლოს კი 2010 წელს გაჩემპიონდა.

პაულისტა. X ტური.

პენაპოლენსე-სან პაულო 0:2

გოლები: 0:1 როდოლფო (4), 0:2 ადემილსონი (70).

სანტოსი-კორინთიანსი 0:0

ოესტე-უნიაო ბარბარენსე 2:0

XV დე პირასიკაბა-მირასოლი 2:2

ბრაგანტინო-ატლ. სოროკაბა 1:2

ლინენსე-პონტე პრეტა 0:0

სან კაეტანო-ბოტაფოგო სპ. 0:1

გუარანი-მოჟი მირიმი 0:2

სან ბერნარდო-იტუანო 2:0

სატურნირო მდგომარეობა: 1. სან პაულო (9 თამაში) - 22 ქულა, 2. მოჟი მირიმი - 20, 3. პონტე პრეტა - 20, 4. სანტოსი - 18, 5. ბოტაფოგო სპ - 18, 6. ლინენსე - 17, 7. პალმეირასი (9 თამაში) - 16, 8. კორინთიანსი - 15, 9. პენაპოლენსე - 13, 10. პაულისტა (9 თამაში) - 13, 11. ბრაგანტინო - 13, 12. მირასოლი - 11, 13. ოესტე - 11, 14. XV დე პირასიკაბა - 10, 15. იტუანო - 10, 16. ატლეტიკო სოროკაბა - 9, 17. სან ბერნარდო - 9, 18. გუარანი - 8, 19. უნიაო ბარბარენსე (9 თამაში) - 5, 20. სან კაეტანო - 5.

ბომბარდირები: 7 - ლინკომი (ბრაგანტინო); 6 - ნეიმარი (სანტოსი); 5 - ლეო ჟაიმე (ბრაგანტინო), მარსიო დიოგო (XV დე პირასიკაბა), მირალიესი (სანტოსი), ფერნანდო ბაიანო (სან ბერნარდო), რონი (მოჟი მირიმი).

კარიოკა. ტაკა გუანაბარა. 1/2-ფინალი

ვასკო და გამა-ფლუმინენსე 3:2

გოლები: 1:0 ბერნარდო (69), 1:1 ტიაგო ნევეში (77), 1:2 ველინგტონ ნემი (79), 2:2 რომარიო (85), 3:2 დედე (88).

ფლამენგო-ბოტაფოგო 0:2

გოლები: 0:1 ჟულიო სეზარი (1), 0:2 ვიტინიო (90).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბრაზილია. შტატების ჩემპიონატები: ჩვეული ოთხეული

ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
გიორგი ჩუბინიძე და თორნიკე კვარაცხელია გამოიძახეს - 21-წლამდელთა შემადგენლობა შემოდგომის მატჩებისთვის
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
პირს მორგანი: არტეტა დაუნდობელია, დიოკერეში - გაცოფებული
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"მას უდიდესი პოტენციალი აქვს" - ფლიკმა საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
"შემდეგში კარგად გავარკვევ როგორ შეუმოწმებენ ხელთათმანებს" - ილია თოფურია დაბრუნდა!
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
კიტეიშვილის გარეშე - "შტურმი" ევროპა ლიგაზე "რენს" ფრედ ეთამაშა
Le Parisien: პსჟ-მ გადაწყვიტა "ოქროს ბურთზე" თავისი გუნდის ორ კანდიდატს დაუჭიროს მხარი
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან