საქართველოს ნაკრების 26 წლის მეკარემ "კრასნოდარის" დატოვების სურვილი ღიად ჯერ კიდევ შარშან, დეკემბერში გამოთქვა
შესაძლოა, ნუკრი რევიშვილი გორის "დილაში" ვიხილოთ.

ეს ამბავი თავიდან დაუჯერებლად გვეჩვენა, რადგან საქართველოს ნაკრების მეკარე რუსეთის პრემიერლიგის ბინადარ "კრასნოდარში" ირიცხება და, მართალია, 2012 წლის ზაფხულიდან აღარ ათამაშებენ, მაგრამ მაინც ძნელად წარმოსადგენია - მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ლიგიდან საქართველოში დაბრუნება.

თავდაპირველად, როცა ინფორმაციის გადამოწმება ვცადეთ, დაგვიდასტურეს - გორელთა მხრიდან ინტერესი ნამდვილად არსებობს, მაგრამ 26 წლის მეკარე რუსეთიდან წამოსვლას მაინც არ აპირებს, ზაფხულამდე "კრასნოდარში" დარჩებაო.

მაგრამ მერე და მერე ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ "დილას" კულუარებში მოარული ეს ხმები ჰაერიდან მოტანილი სულაც არ ყოფილა და რეალური საფუძველი ჰქონდა - მოლაპარაკება ნამდვილად მიმდინარეობს.

საქმე ისაა, რომ ნუკრის მენეჯერი მამუკა ჯუღელია (რომელსაც ფეხბურთელმა რუსულ მედიაში "მამობილიც" კი უწოდა). სწორედ ამ უკანასკნელმა წაიყვანა რევიშვილი ყაზანის "რუბინში", შემდეგ მახაჭყალის "ანჟისა" და "კრასნოდარში".

სხვათა შორის, წელს მისი და ჯუღელის კავშირის გამო წარმოიშვა ჭორი - თითქოს ნუკრი ხაბაროვსკის "სკა-ენერგიაში" უნდა გადასულიყო, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. ჯუღელი ხომ გორული კლუბის ბოლოდროინდელი წარმატებების სულისჩამდგმელი და "დილას" არაოფიციალური პატრონი და მენეჯერია - მას ოფიციალური პოსტი არ სჭირდება, გუნდს ისედაც აკონტროლებს.

ნუკრი რევიშვილი "კრასნოდარში" 2011 წელს გადავიდა და თავიდან შეუცვლელი მეკარე გახლდათ, მაგრამ შარშანდელი ზაფხულიდან მოყოლებული, გუნდში ქართველების მიმართ დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა. კლუბი ჯერ ოთარ მარცვალაძემ დატოვა, ზამთარში - კაპიტანმა ალეკო ამისულაშვილმა... როგორც ჩანს, ახლა ნუკრის ჯერია.

რევიშვილმა კლუბის დატოვების სურვილი შარშან, დეკემბერში ღიად გამოთქვა, როცა "კრასნოდარის" სერბმა მთავარმა მწვრთნელმა სლავოლიუბ მუსლინმა შემადგენლობიდან ამოაგდო. ნაკრების მეკარეს სკამზე ჯდომა არ აწყობდა...

"კრასნოდარი" 8 იანვრიდან შეკრებაზეა. ნუკრიმ საკონტროლო შეხვედრებიც ჩაატარა, მაგრამ აშკარაა - მუსლინი მას ძირითად მეკარედ აღარ მოიაზრებს. "სკა-ენერგიაც" გამოირიცხა. რაც შეეხება საქართველოში დაბრუნებას, უახლოეს პერიოდში გვეცოდინება - ითამაშებს თუ არა "დილაში".

რევიშვილს ადრეც დაუყენებია სათამაშო პრაქტიკა ფულზე მაღლა. 2012 წლიდან რუსეთის პრემიერლიგაში ახალი დებულება ამოქმედდა და ლეგიონერებზე ლიმიტის გამო ნუკრი "ანჟიში" უშანსოდ დარჩა. კლუბში დარჩენის საფასურად მას გაორმაგებულ ხელფასს ჰპირდებოდნენ, მაგრამ უთამაშებლობა მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რადგან ეროვნულ გუნდს ასეთი მეკარე არ სჭირდება.

ნუკრი რევიშვილის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2005 წლის 8 ოქტომბერს, ყაზახეთის ნაკრებთან ჰქონდა და კარი "მშრალად" შეინახა. შემდეგ "რუბინში" დიდი ხნით უთამაშებლობამ ნაკრებში სათამაშო პრაქტიკასაც დაატყო კვალი.

თუმცა ამას მოჰყვა მახაჩყალის "ანჟიში" კარიერის აწყობა, ნაკრების მწვრთნელად თემურ ქეცბაიას დანიშვნა და გიორგი ლომაიას წასვლა - ამის შემდეგ რევიშვილი ნაკრების პირველი მეკარე გახდა.

მაგრამ კლუბში მდგომარეობა კვლავ აირია და ეროვნულ გუნდში გიორგი ლორია დააწინაურეს, რევიშვილი კი ნაკრებში 18 შეხვედრაზე შეჩერდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ნუკრი რევიშვილი: მეკარის უთამაშებლობა დაუშვებელია

ნუკრი რევიშვილი "კრასნოდარის" ძირითადი მეკარე აღარ იქნება

პაატა
მამუკა ჯუღელის პოტენციალი აუცილებლად უნდა გამოიყენოს ქართულმა ფეხბურთმა. ამასთან თვითონაც უნდა იფიქროს, რომ დაფასებული მხოლოდ სამშობლოში იქნება.
777
sulit torpedoeli – ქუთაისელი ბევრია ტორპედოში? სპონსორს რამე დაემართოს თავის მწვრთნელიან ფეხბურთელებიანად დაიშლება ეს გუნდი. ესაა გეგუჩაძის სწორი პოლიტიკა!!!!!!!!!!!!!!
sulit torpedoeli
გამორიცხულია ეს დილაში გადავიდეს,იმიტომ რომ თვითონ თქვა საქართველოში მხოლოდ ტორპედოში ვითამაშებო.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად