4 მარტს ასტანაში, მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა
4 მარტს ასტანაში, მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა.

საქართველოს ნაკრები ჩინელებს დაუპირისპირდა. აზიელები მსგავსი შეჯიბრებების სამგზის ჩემპიონები არიან. 2007 წელს ქართულ-ჩინური პაექრობა ფრედ (2:2) დამთავრდა. მომდევნო ჩემპიონატებში ჩვენები დამარცხდნენ.

ჩინელებმა არც ამჯერად უღალატეს ტრადიციას და კვლავ გაიმარჯვეს, იმის მიუხედავად, რომ გუნდში ორი უძლიერესი დიდოსტატი არ ჰყავთ - მსოფლიოს ქალთა რეიტინგის საუკეთესო ასეულის მეორე და მეხუთე ადგილებზე მყოფი ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი ჰოუ იფანი და ჟაო სიუე. ჩემპიონი სათადარიგოებითაც უძლეველია.

პირველ დაფაზე ნანა ძაგნიძე თეთრი ფიგურებით ცზიუ ვენძიუნს შეხვდა. 39 სვლის შემდეგ ქართველი დიდოსტატი საგრძნობ უპირატესობას ფლობდა და გამარჯვებაც არც ისე შორს იყო, მაგრამ მე-40 სვლაზე უხეშად შეცდა და მეტოქემაც შანსი ხელიდან არ გაუშვა - 48-ე სვლაზე ქულა მოუტანა თავის გუნდს.

ზედიზედ მეორედ დამარცხდა ბელა ხოტენაშვილი - ამჯერად ჰუან ძიანთან წააგო. არადა, 49-ე სვლაზე სამ პაიკში მხედარი ჰყავდა და მეტოქეზე უკეთესი პოზიცია ჰქონდა.

ლელა ჯავახიშვილი თან ჟონის დაუზავდა, სალომე მელიამ გუო ძისთან გაიყო ქულა. საბოლოოდ ჩვენი ნაკრები 1:3 დამარცხდა.

დანარჩენი შეხვედრები: ინდოეთი-საფრანგეთი 2,5:1,5 (ეიშა კარავადე - სოფი მილე 0,5:0,5, ნინო მაისურაძე - ნიშა მოჰოტა 0,5:0,5, მარი გომესი - ანდა შაფრანსკა 0,5:0,5, ნატაშა ბენმეშბახი - სვამინათან სოუმია 0:1).

აშშ-თურქეთი 2,5:1,5 (ანა ზატონსკიხი - ბეთულ ილდიზი 0,5:0,5, კუბრა ოზთურქი - ირინა კრუში 0,5:0,5, თათევ აბრაჰამიანი - კარდელენ კემხანი 0,5:0,5, ემილ კაია - ვიქტორია ნი 0:).

რუსეთი-ყაზახეთი 3:1 (ვალენტინა გუნინა - გულისხან ნახბაიევა 0:1, დინარა სადუაკასოვა - ალექსანდრა კოსტენიუკი 0:1, ნატალია პოგონინა - მადინა დავლეტბაიევა 1:0, ჟანსაია აბდუმალიკი - ოლგა გირია 0:1).

უკრაინა-რუმინეთი 2:2 (კატერინა ლაგნო - ადელა ქრისტინა ფოიშორი 0,5:0,5, ირინა ბულმაგა - მარია მუზიჩუკი 0,5:0,5, ნატალია ჟუკოვა - ელენა კოსმა 0,5:0,5, ალინა ლამი - ინა იანოვსკა-გაპონენკო 0,5:0,5).

ორი ტურის შემდეგ: ჩინეთი (6,5), რუსეთი (6,5) - 4-4, უკრაინა (5), აშშ (4,5) - 3-3, საქართველო (4), ინდოეთი (3,5) - 2-2, ყაზახეთი (3), რუმინეთი (2,5) - 1-1, თურქეთი (2,5), საფრანგეთი (2) - 0 ქულა.

5 მარტს, მე-3 ტურში ითამაშებენ: საფრანგეთი-საქართველო, რუმინეთი-ინდოეთი, ყაზახეთი-უკრაინა, თურქეთი-რუსეთი, ჩინეთი-აშშ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"