სერია A. VIII ტური: ოდო დაცვაშიც და შეტევაშიც
ნეაპოლში გამარჯვება იოლი საქმე ნამდვილად არ არის და "მილანის" მიერ მოპოვებული სამი ქულა უმნიშვნელოვანესად შეგვიძლია შევაფასოთ. "როსონერიმ" იქ მოიპოვა ქულათა მაქსიმუმი, სადაც დიდია შანსი მისმა უშუალო კონკურენტებმა ცხვირი წაიმტვრიონ და რაც მთავარია, სატურნირო ცხილში მეორე ადგილზე ერთპიროვნულად მოკალათდა. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ლიდერი "ლაციოა", შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ სკუდეტოს მოპოვების პრეტენდენტებიდან ყველაზე წინ მერვე ტურის შემდეგ სწორედ მასიმილიანო ალეგრის სამწყსოა.

მიმდინარე სეზონში, "მილანი" ან ძალიან კარგად თამაშობს, ან ძალიან ცუდად, ამ შემთხვევაში კარგად ითამაშეს და პრიციპში, დამსახურებულად მოიპოვეს სამი ქულა. მართალია, არც "ნაპოლიზე" გვეთქმის აუგი, მაგრამ სტუმართა გუნდმა მეტი საშემსრულებლო ოსტატობა გამოავლინა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ მატჩის გმირი მასიმო ოდო გახლავთ, ფეხბურთელი, რომელმაც თავისი პირველი შეხვედრა ჩაატარა სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში და თანაც, მხოლოდ იმიტომ, რომ მე-12 წუთზე ლუკა ანტონინი შესაცვლელი შეიქმნა. მის ნაცვლად, მოედანზე სწორედ ოდო გამოვიდა და დაცვის მარჯვენა ფრთა დაიკავა - სოკრატის პაპასტატოპულოსმა კი შესაბამისად, მარცხნივ გადაინაცვლა. ერთი სიტყვით, ოდომ თავი გამოიდო და ჯერ რობინიოს უპასა საგოლედ, შემდეგ კი ზლატან იბრაჰიმოვიჩს. ორივეჯერ ჩვეულად გაარღვია მარჯვენა ფრთა, თავი აწია და გამოზომილი გადაცემა გააკეთა.

ყველა ლოგიკით, ასეთი შედეგიანი თამაშის შემდეგ, ოდომ გაცილებით მეტი დრო უნდა გაატაროს მოედანზე და ვნახოთ, როგორ მოიქცევა მასიმილიანო ალეგრი. ოდოს შემხედვარე ერთი ცნობილი ფრაზა, უფრო სწორად კი რიტორიკული კითხვა გაგვახსენდა ქართული კინოფილმიდან: "ამას მიმალავდით?" - აქვე, რობინიოც უნდა შევაქოთ, რომელმაც პირველად ამ სეზონში, პრესისგან ცალსახად დადებითი შეფასებები მიიღო. ძალიან ბევრს მოძრაობდა, ნახევარმცველებსაც ეხმარებოდა და შეტევაშიც ეფექტური გახლდათ - რაც მთავარია, გოლი გაიტანა და "მილანის" გამარჯვებაში მართლაც რომ ლომის წილი დაიდო. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა კრისტიან აბიატიმ. მიუხედავად იმისა, რომ ეზეკილ ლავეციმ მეტად უცნაური გოლი გაუტანა, მთლიანობაში მის თამაშს მხოლოდ დადებითი შეფასება უნდა მივცეთ. ურთულესი დარტყმები მოიგერია და არაერთხელ გადაარჩინა გუნდი გაშვებულ გოლს. მოკლედ, "მილანმა" მთლიანობაში კარგად ითამაშა და შედეგიც სახეზეა...

მართალია, მატჩის ქრონოლოგიას თანმიმდევრობით არ მივყვებით, მაგრამ ყველაზე საინტერესო მომენტებს არც ერთ შემთხვევაში არ გამოგაპარებთ - აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ შეხვედრის 45-ე წუთზე მატჩის არბიტრმა მოედნიდან მასპინძელთა შუახაზელი პაციენცა გააძევა. ამ უკანასკნელმა, ორჯერ განზრახ ითამაშა ხელით და შესაბამისად, ორი ყვითელი ბარათიც მიიღო. ალბათ შეეძლო მსაჯს ლმობიერება გამოეჩინა, მაგრამ ვერც იმას ვიტყვით, რომ შეცდომა დაუშვა. მოკლედ, ეს ის შემთხვევა გახლდათ, როდესაც არბიტრმა სუბიექტური შეხედულებისამებრ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

კაცნაკლული თამაში ნებისმიერ გუნდთან რთულია და მით უმეტეს, "მილანის" დარ გრანდთან, მაგრამ ნეაპოლელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ სერიოზული ბრძოლა გამართეს და შეეძლოთ ქულაც კი გადაერჩინათ. ის, რაც ეზეკილ ლავეციმ გააკეთა, ცალკე სალაპარაკო თემაა: 78-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც მეტოქის საჯარიმოში კოტრიალით შეგორდა, წაქცეულმა მოახერხა ვითარებაში გარკვევა და ტექნიკური დარტყმით მეკარეს და მცველს ბურთი თავზე გადაუგდო. ამ მართლაც უცნაური და რაც მთავარია, ბრწყინვალე გოლის აღწერა პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ, თუ არ გინახავთ, გირჩევთ რომ ნახოთ.

მატჩის შემდეგ, "ნაპოლის' თავკაცმა ვალტერ მაძარიმ მსაჯის შეცდომებზე გაამახვილა ყურადღება: "გაცილებით უკეთ ავთამაშდით მას შემდეგ, რაც კაცი გაგვიგდეს, რასაც ახსნა უბრალოდ არ აქვს. ეს ჩვენი შეცდომაა და პირველივე წუთებიდან მაქსიმალური კონცენტრაციით უნდა გვეასპარეზა. ჯერ კიდევ ვერ ვისწავლეთ გრანდებთან თამაში და შეგირდებთან სერიოზული საუბარი მექნება. ჩვენი შეცდომები არ ამართლებს იმას, რასაც მსაჯი ჩადიოდა მოედანზე. არაერთხელ აპატია "მილანის" ფეხბურთელებს უხეშობა, ჩვენი მოთამაშე კი ხელით თამაშის გამო გააძევა. ელემენტარულ ლოგიკას ვერ ვხედავ და კიდევ უფრო ვრწმუნდები, რომ მსაჯობასთან დაკავშირებით იტალიურ ფეხბურთში სერიოზული პრობლემებია".

ნაპოლი-მილანი 1:2

გოლები: 0:1 რობინიო (22), 0:2 იბრაჰიმოვიჩი (71), 1:2 ლავეცი (78).

გაძეცება: პაციენცა (45).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

iak
veraa es napolis mwvrtneli abaa ar unda gaedzevebina ???kalatburtis tamashi daiwyo da sadacaaa paris dakidebas moitxovda eg ise gaimsxvila:D:D:
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
[PHOTO] "ლაციოში" მუსოლინის შვილთაშვილის დებიუტი შედგა - ბოლონიას სტადიონი 100 წლის წინ იტალიის ყოფილმა დიქტატორმა გახსნა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა