თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ყოფილ თავდამსხმელს ბელორუსებმა ისეთი "ფოკუსი" გაუკეთეს, კიოს შეშურდებოდა
ზვიად ქანთარია ბელორუსის უმაღლესი ლიგის ბინადარ ბრესტის "დინამოში" აღარ ითამაშებს. ეს მოულოდნელი ინფორმაცია ბელორუსული კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა.

"თურქული შეკრებიდან დაბრუნების შემდეგ მწვრთნელთა შტაბმა სინჯებზე მყოფი რამდენიმე მოთამაშის გაშვება გადაწყვიტა. შინ გაუშვეს თავდამსხმელი ზვიად ქანთარიაც", - იუწყება "დინამოს" ვებგვერდი.

"ლელო" თებერვალში წერდა, რომ ქანთარია ბრესტულ კლუბში ჩაირიცხა. ეს ამბავი კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ კურნევმა ერთ-ერთ ვიდეოინტერვიუში დაადასტურა. თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების (U17, U19, U21) ყოფილმა თავდამსხმელმაც გამოაცხადა - ტესტირებისა და სამედიცინო შემოწმების შემდეგ ბრესტელებთან ერთწლიანი კონტრაქტი გავაფორმეო.

ზვიადი ბელორუსულ გუნდში შემოდგომიდან ვარჯიშობდა და კონტრაქტის გაფორმება უკვე იმ პერიოდში იდგა დღის წესრიგში, მაგრამ ბელორუსში ლეგიონერებზე დაწესებული გადასახადის გამო "დინამო" ზამთრის არდადეგებამდე დარჩენილ სამ ტურში ამ ხარჯის გაღებას მოერიდა.

ქანთარია წლეულს გუნდთან ერთად პირველივე დღიდან ემზადებოდა და ბრესტელებთან კონტრაქტი თურქულ შეკრებამდე გააფორმა.

ამის ფონზე ბელორუსული კლუბის პრესსამსახურის ინფორმაცია მოულოდნელი აღმოჩნდა.

რატომ მოუხდა ქართველ ახალგაზრდას გუნდიდან წამოსვლა?

"ამათმა ისეთი ფოკუსი ჩამიტარეს, კიოს შეშურდებოდა. კონტრაქტი გავაფორმე და ჩემი კუთვნილი ასლი რომ მოვითხოვე, დაპირების მიუხედავად, დოკუმენტი არ მაღირსეს. არადა, კონტრაქტს ხელი ერთი თვის წინ მოვაწერე.

ბუღალტერს ანგარიშის ნომერი გადავეცი და სახელფასო ბარათიც დამიმზადეს. შეკრებიდან დაბრუნებული ყოველდღე ხელფასის დარიცხვას ველოდი, მაგრამ, ფინანსური პრობლემების გამო, შეპირებულზე ორჯერ ნაკლები თანხა შემომთავაზეს, რაზეც უარი ვუთხარი. პასუხად მითხრეს - კლუბში ვეღარ დაგტოვებთო.

მსგავსი არაფერი მინახავს. კონტრაქტის ასლიც არ მოუციათ და ამის გამო ვერ ვედავები. თურმე, ჩვენზე უარესებიც ხდება. ეს ამბავი მწვრთნელმა პირადად ვერ მითხრა და ადმინისტრატორის პირით შემომითვალა.

ასე მხოლოდ მე არ მომექცნენ - ერთი უკრაინელიც გააგიჟეს.

ვიცოდი, რომ "დინამოს" ფინანსური პრობლემები ჰქონდა. თურმე, ბოლო თვის ხელფასის გარდა, მთელი წინა სეზონის პრემიები გადასახდელი აქვთ. მე მაინც იმედიანად წავედი, რადგან მპირდებოდნენ - ყველაფერს ვაგვარებთო და ერთწლიანი უთამაშებლობის შემდეგ ბელორუსში გამოსვლა მაწყობდა.

თურმე, დავალიანების გასასტუმრებლად ბოლო ვადა 12 მარტამდე მისცეს და თუ ეს ვერ მოახერხეს, შესაძლოა, უმაღლესი ლიგის ლიცენზია არ მისცენ და ქვედა დივიზიონში დააქვეითონ.

ამასობაში, აგენტი დამიკავშირდა და მითხრა - ცოტა დაიცადე და ახალ კლუბს მოგიძებნიო, მაგრამ მასთან ლაპარაკი დავასრულე. ფული აღარ დამრჩა და საქართველოში ვბრუნდები. კონკრეტული ვარიანტი რომ ჰქონოდა, აქამდეც მეტყოდა. თან, შენს კლიენტს ასეთ რამეს რომ გაუკეთებენ და ვერაფერს მოიმოქმედებ, რაღა აგენტი ხარ?! დრო ისედაც გამიცდა და ახლა კიდევ ეს მინდოდა?!

ძალიან გამიკვირდა, რომ ეს ამბავი საქართველოში რამდენიმე გუნდმა უკვე შეიტყო, დამიკავშირდნენ და თბილისში ჩამოსვლისთანავე გავმართავ მოლაპარაკებებს", - ამბობს ქანთარია.

ბრესტელები მასთან ერთად რუსული პასპორტის მქონე ქართველ თავდამსხმელ გიგა მამულაშვილსაც სინჯავდნენ. მან ამერიკულ კლუბ "უილმინგტონთან" გოლიც გაიტანა, მაგრამ ისიც გაუშვეს.

ეს 21 წლის ახალგაზრდა თავდამსხმელი შარშან რუსეთის მეორე დივიზიონის დასავლეთ ზონაში მოასპარეზე სმოლენსკის "დნეპრში" თამაშობდა.

სხვათა შორის, ქანთარიას თქმით, მასთან ერთად კიდევ ერთი ქართველი გასინჯეს და ისიც გაუშვეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ზვიად ქანთარია: ბრესტის "დინამოში" ისეთი გარემო დამხვდა, ვერ წარმოვიდგენდი

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე