ქართველმა მოფარიკავემ 5 მარტს ბუდაპეშტში ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა
ქართულ საფარიკაო სკოლას კორიფეები არასდროს ჰკლებია: ოლიმპიური კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასულან ნუგზარ ასათიანი და ვლადიმერ აფციაური; ოლიმპიური თამაშების ორი ბრინჯაოს მფლობელია ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი გურამ კოსტავა; მსოფლიოს ჩემპიონები არიან ნუგზარ ასათიანი, ვლადიმერ აფციაური და იური ოსიპოვი; ახალგაზრდებში მსგავსი წარმატებისთვის მიუღწევიათ ნიკოლოზ ანდრიაძეს და გურამ ლორთქიფანიძეს.

და აი, ტიტულოვანი მუშკეტერების გალერეას შეემატა 19 წლის სანდრო ბაზაძე.

ქართველმა მოფარიკავემ 5 მარტს ბუდაპეშტში ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა. ქართულ ფარიკაობას მსგავსი წარმატება არასდროს ჰქონია.

ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მნიშვნელოვანი შეჯიბრებების კვარცხლბეკისკენ პირველმა მიხეილ მარდალეიშვილმა გაიკაფა გზა - 2010 წლის კადეტთა მსოფლიოს პირველობაზე ხმალში მესამე ადგილი დაიკავა (საერთოდ, ქართულ ფარიკაობას საერთაშორისო შეჯიბრების პირველი ჯილდო - ახალგაზრდების მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაო იური ოსიპოვმა მოუტანა 1957 წელს), შარშან 23-წლამდელთა ევროპის პირველობაზე მესამე იყო სანდროს უფროსი ძმა ბექა ბაზაძე.

და აი, უმცროსი ძმის ჯერიც დადგა: 5 მარტს სანდრომ (მწვრთნელი მერაბ ბაზაძე) ჯგუფში ოთხი მეტოქე დაამარცხა - ალესანდრო რიკარდო (იტალია, 5:4), პანჩო პაშკოვი (ბულგარეთი, 5:2), სებასტიან ბრიგსტრუპი (დანია, 5:2), საბირ ზეინალოვი (აზერბაიჯანი, 5:2), იაკუბ ოჩინსკი (პოლონეთი, 5:2) და ერთადერთი ორთაბრძოლა ბელორუს ანტონ დავიძენკასთან დათმო - 3:5.

პლეი ოფიდან კი ქართველი მოხმალავის შეჩერება ვერავინ შეძლო: პირველ წრეში მასპინძელთა იმედი მარტინ სინგერი დაჯაბნა - 15:7, მერე დავიძენკას ჯავრი მის თანამემამულე სიარჰეი კისელზე იყარა - 15:4, მის გზას გაუყენა ვიაჩესლავ ისკანდაროვი (რუსეთი) - 15:10, ნახევარფინალში ახალგაზრდებს შორის რუსი მსოფლიოს ჩემპიონი კამილ იბრაგიმოვი დაამარცხა - 15:11 და გადამწყვეტ პაექრობაში ფრანჩესკო დარმიენტოს (იტალია, 15:10) მძლეველ უკრაინელს - კონსტანტინ ვორონოვს დაუპირისპირდა.

შეხვედრა დრამატულად წარიმართა: თავიდანვე უკრაინელი დაწინაურდა და მთელი ორთაბრძოლის განმავლობაში მეწინავეობდა.

12:10-ზე ბაზაძემ არბიტრის გადაწყვეტილება გააპროტესტა, რის გამოც ყვითელი ბარათით დაისაჯა და ქულა მეტოქეს წაემატა.

როცა ანგარიში გახდა 14:11 ვორონოვის სასარგებლოდ, მოხდა სასწაული, რომლის მსგავსი ასეთ შეჯიბრებებში, ალბათ, დაუჯერებელიცაა - სანდრო ბაზაძემ ზედიზედ 4 ჩხვლეტა მიაყენა მეტოქეს და 15:14 გაიმარჯვა, რამაც ევროპის ჩემპიონის ოქროს მედალი მოუტანა.

5 მარტსვე ბუდაპეშტში კიდევ ორმა ქართველმა მოხმალავემ მოსინჯა ძალები: მიხეილ მარდალეიშვილმა ჯგუფში ექვსიდან ოთხი ორთაბრძოლა მოიგო, მაგრამ პლეი ოფში გერმანელ რუვენ რედვანზთან დამარცხდა - 12:15 და 22-ე ადგილს დასჯერდა.

23-ე ადგილზე გავიდა საბა სულამანიძე. ჯგუფში მანაც ოთხ მეტოქეს აჯობა, თუმცა მეთექვსმეტედფინალში გერმანელ მაქსიმილიან ქინდლერს ვეღარ გასცდა - 10:15.

7 მარტს ქართველი მოხმალავენი გუნდური მედლებისთვის იბრძოლებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[PHOTOS] "როდესაც, თითქმის შიშველი ხარ" - უკრაინელი სპორტსმენის თამამმა ფოტოებმა საზოგადოება აღაფრთოვანა
გიორგი ურუშაძე სოფიაში მიმდინარე კადეტთა ციკლის ტურნირის ჩემპიონია
"საქართველოში ტაქსის მძღოლები მეუბნებოდნენ, ეს ყოველივე სამარცხვინოაო!" - უკრაინელი მოფარიკავე თბილისში გატარებულ პერიოდს იხსენებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა