რას ნანობს ლატვიური "დაუგავას" პრეზიდენტზე გამწარებული 27 წლის ქართველი თავდამსხმელი
მამუკა ღონღაძე დაუგავპილსის "დაუგავაში" ბრუნდება.

27 წლის ქართველ თავდამსხმელს ზამთარში კარიერული ნახტომის იმედი ჰქონდა, მაგრამ ჯერ ვლადიკავკაზის "ალანიასთან" ჩაეშალა კონტრაქტი, შემდეგ კი მისმა ამჟამინდელმა კლუბმა, ლატვიის ჩემპიონმა "დაუგავამ" არ გაათავისუფლა.

მამუკას იმდენად არ სურდა "დაუგავაში" დაბრუნება, რომ ბოლოს თანახმა იყო, ბოლნისის "სიონში" ეთამაშა, მაგრამ ამის საშუალებაც არ მისცეს.

"დაუგავას" პრეზიდენტი ოლეგ გავრილოვი მპირდებოდა, იჯარით უფასოდ გაგიშვებო. ამის იმედად ბოლნისის "სიონთან" მოლაპარაკება დავიწყე. გამიკვირდა, ისეთი ნორმალური პირობები შემომთავაზეს.

დასამალი არ არის, რომ მათი თანადგომაც ძალიან მესიამოვნა - აღარ მეგონა, თუ საქართველოში ვინმე ყურადღებას მომაქცევდა. მოკლედ, ყველაფერი გადაწყვეტილი რომ მეგონა, ბოლოს მაინც უარი მითხრა, შენი გაშვება ხელს არ მაძლევს, ზაფხულიდან ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციის მატჩები გველის და გვჭირდებიო.

ამ კაცმა ისე დამტანჯა, მეგონა, მისგან აღარაფერი გამიკვირდებოდა, მაგრამ ეს მაინც განსაკუთრებული საოცრება ჩაიდინა. დამღალა, პირობებს ყოველდღე მიცვლიდა და ახალ-ახალს აყენებდა.

სამწუხაროდ, დაუგავპილსელებთან კონტრაქტი კიდევ 7 თვით მაკავშირებს და რადგან გავრილოვი არსად მიშვებს, სხვა რა გზაა, იძულებული ვარ, ოქტომბრამდე ისევ ლატვიაში დავბრუნდე.

ვიზა გამომიგზავნეს და ლატვიაში 8 მარტს გავემგზავრები. მერე კი თავისუფალი აგენტი გავხდები და იქ არაფრისდიდებით აღარ დავრჩები", - ამბობს გულნატკენი ღონღაძე, რომელიც ლატვიის ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა და "დაუგავას" ჩემპიონობაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

მამუკა ამბობს, რომ ლატვიაში წასვლასაც ნანობს:

"2009 წელს უზბეკეთის ჩემპიონატში, "მაშალიში" ვთამაშობდი და კონტრაქტის გაგრძელება აღარ ვისურვე. 2010 წელს "დაუგავაში" რომ მიმიწვიეს, გამიხარდა, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან მიმაჩნია, რომ შეცდომა დავუშვი. ჯობდა, ნახევარი წელი მომეთმინა, ვიდრე იქ წავსულიყავი.

ლატვიაში მოპოვებული ტიტულებიც არაფრად მიღირს. "დაუგავა", თავისი არსებობის ისტორიაში, სამეულშიც არ იყო მოხვედრილი.

ტრაბახში არ ჩამომართვათ, ამას სხვები ამბობენ, რომ გუნდის პირველ ადგილზე გასვლაში დიდი წვლილი შევიტანე, მაგრამ მადლობა უმადურობით და მოტყუებით გაფორმებული ორწლიანი კონტრაქტით გადამიხადეს, კარიერულ წინსვლაში კი ყველანაირად ხელი შემიშალეს.

დრო უკან რომ დაბრუნდეს, ამ ნაბიჯს არაფრით გადავდგამდი. გავრილოვი ჯიბრში მიდგას. ყველაფრის მიზეზი ის არის, რომ მაინცდამაინც იქ სურდა ჩემი გაშვება, სადაც გული არ მიმიწევდა და უარს ვეუბნებოდი - ბელორუსში, ყაზახეთში, პოლონეთში.

მაგრამ ახლა ესეც სანატრელი გამიხდა, როდესაც ლატვიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეები რუსეთისა და უკრაინის ჩემპიონატებში ყოველთვის იოლად გადადიოდნენ".

ღონღაძე ლოგიკურად თვლის, "სიონის" გარდა, მისით სხვა ქართული კლუბი რომ არ დაინტერესდა:

"სხვა ქართულ გუნდებთან მოლაპარაკება არც მქონია. ჯერ "ალანიაში" გადავდიოდი და იფიქრეს, მას კონკურენციას ვერ გაუწევდნენ, მაგრამ თავი არც მერე შეუწუხებიათ, როდესაც უგუნდოდ დავრჩი.

რომ ვაკვირდები, საქართველოში ფეხბურთელების მიმართ სწორი მიდგომები ბევრგან არ არის. მგონია, ამის შედეგია, ბევრი ნიჭიერი მოთამაშე რომ ვერ გაიხსნა. მერე უკვირთ, ესა და ეს უცხოეთში რა კარგად ათამაშდა, აქ კი არ ვიცნობდითო.

ეტყობა, მართალია დავით მუჯირი, საქართველოში თავს ფეხბურთელად ვერ იგრძნობ".

27 წლის თავდამსხმელი ახლა საქართველოში ემზადება:

"ბიჭებისგან ვიცი, რომ "დაუგავას" პრეზიდენტი ჩემზე გამწარებულია, მაგრამ ერთი მე მკითხოს... ასე მგონია, დაბრუნებულს მხოლოდ უშუალო კონკურენტებთან მათამაშებს.

ტყუილს არ ვიტყვი, ახლა სასურველი ფორმისგან ძალიან შორს ვარ, რადგან მოსამზადებელი ეტაპი არ გამივლია და თამაშის პრეტენზია ვერც მექნება. ლატვიაში სეზონი მარტის ბოლოს განახლდება და იმედია, მანამდე ფორმაში შესვლას მოვახერხებ.

ახლა კი წყალტუბოს "სამგურალთან" ერთად ვემზადები, რისთვისაც გუნდის ხელმძღვანელების დიდად მადლობელი ვარ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მამუკა ღონღაძე: გულდაწყვეტილი ვარ, ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი

მამუკა ღონღაძე: არ ვიცი, გაზაევმა "ალანიადან" რატომ გამიშვა

მამუკა ღონღაძემ ვლადიკავკაზის "ალანიას" რიგები დატოვა

მამუკა ღონღაძე: ფეხბურთს თავს დავანებებ, "დაუგავა" კვლავ ხელს თუ შემიშლის!

vep1963
MIQAELI-ს სად გაიქცა ხალხი პატივცემულო.ალბათ რუსეთში.უშრომველადა და დაუმსახურებლად არავინ არაფერს არ მისცემს.ხოლო თუ მისცემს;მაშინ ამის უკან უფრო მნიშვნელოვანს მიიღებს.აი ასეა პატივცემულო.და ევროპის გინებას თავი დაანებეთ.
vep1963
მამუკა,შვილო ასეთი ინტერვიუების მიცემას ჯობია ძალა და ნებისყოფა მოიკრიბე იშრომე და შენსას მაინც მიაღწევ.
miqaeli
ევროკავშირში არის ლატვია, გაკოტრდა ქვეყანა, ხალხი გაიქცა, მთელი ქალაქები დაცარიელდა, ეს არის ევროპის ბოროტი სული.
dudu
იმას კი მართალს ამბობს, რომ საქართველოში ფეხბურთელად თავს ვერ იგრძნობ. 3-4 კლუბია, სადაც ელემენტარული პირობები არსებობს და სხვაგან ზრდის არანაირი შანსი არაა.
soso
როგორც ვიცი გონგაძემ თვითონ გააგრძელა კონტრაკტი და ვის რას აბრალებს ვერ გავიგე
dada
ამოვიდა ყელში ამათი ზღაპრები! თურმე ალანიაში გადარეულან, გაზაევს უთქვამს გენიოსი ვიპოვეთი და მერე რუსული პრემიერლიგის კლუბს რამდენიმე ათეეული ათასი ევრი არ გადაუხდია, იმიტომ რომ ყველა ცენტს უფრთხილდებიან (ღონღაძის სიტყვებია). პოლიტიკოსები რომ იტყუებიან, იმათ შეიძლება კიდევ რამით შეიძლება შეფუთონ ტყუილი და თქვენი ტყუილები ძალიან კარგად ჩანს ტაბლოზე!
iiii
ბოლნისის სიონი :D:D:D
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია