ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ქართველი მოჭიდავეები დასკვნით ეტაპზე - ბოლო შეკრებები ევროპის ჩემპიონატის წინ

ქართველი მოჭიდავეები დასკვნით ეტაპზე - ბოლო შეკრებები ევროპის ჩემპიონატის წინ

მოჭიდავეთა ნაკრებები 19-24 მარტს თბილისში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან
მოჭიდავეთა ნაკრებები 19-24 მარტს თბილისში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რაც მათ, როგორც მასპინძლებს, დამატებით პასუხისმგებლობას ანიჭებს.

ორივე გუნდი ამ საპასუხისმგებლო ტურნირისთვის მზადების დასკვნით ეტაპს ბორჯომში გაივლის.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა წინა შეკრებაც იქ ჩაატარეს, რომელიც გაზაფხულის პირველ დღეს დაასრულეს, 7 მარტს კი ისევ იქ, ნაცნობ მისამართზე გაემგზავრებიან - სპორტკომპლექს "ოლიმპში".

ნაკრების მთავარი მწვრთნელი რევაზ მინდორაშვილის განკარგულებაში 35 სპორტსმენი იქნება. მათ შორის - ქვეყნის წლევანდელი პირველობის უკლებლივ ყველა გამარჯვებული: გიორგი ედიშერაშვილი (55), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (60), კონსტანტინე ხაბალაშვილი (66), დავით ხუციშვილი (74), დავით მარსაგიშვილი (84), ელიზბარ ოდიკაძე (96) და გენო პეტრიაშვილი (120).

თუმცა ქვეყნის ჩემპიონობა სულაც არ ნიშნავს ევროპის ჩემპიონატზე ადგილის დაბევებას.

ბუნებრივია, მწვრთნელებს გუნდის ბირთვი უკვე გამოკვეთილი ჰყავთ, ოღონდ დასახელებას ჯერ არ ჩქარობენ, თუმცა დასკვნით შეკრებაზე არც საკონტროლო შეხვედრებია დაგეგმილი. ესეც კიდევ ერთი მიმანიშნებელი, რომ გუნდის შემადგენლობა გარკვეულია, მაგრამ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

ქომაგთათვის განსაკუთრებით საინტერესოა მძიმე წონაში მონაწილის შერჩევა. საქართველოს პირველობის შემდეგ პეტრიაშვილმაც, საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა გიორგი საკანდელიძემაც და მესამე პრიზიორმა, ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონმა დავით მოძმანაშვილმაც თითო ტურნირი იჭიდავეს.

პეტრიაშვილმა თურქეთში იასპარეზა იაშარ დოგუს მემორიალზე და უმედლოდ დარჩა - აჯობა მასპინძელთა ლიდერს, ევროპის ჩემპიონ ფატიჰ ჩაკიროღლუს, მაგრამ დამარცხდა თურქთა მეორე ევროპის ჩემპიონ ტაჰა აკგულთან. მოძმანაშვილი და საკანდელიძე კიევის საკმაოდ პრესტიჟულ ტურნირზე პირველივე წრეში შეხვდნენ ერთმანეთს და მოძმანაშვილმა დამატებით დროში იმარჯვა, თუმცა ჩემპიონი მაინც ვერ გახდა - ნახევარფინალში დამარცხდა და მესამეზე გავიდა...

ვნახოთ, გადაწონის თუ ვერა კიევური ბრინჯაო საქართველოს ოქროს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ თურქეთში ხინჩეგაშვილი, მარსაგიშვილი და ოდიკაძე ჩემპიონები გახდნენ, ედიშერაშვილი კი მესამეზე გავიდა...

ვფიქრობთ, ამ ოთხ წონაში ლიდერის საკითხი ეჭვს არ იწვევს, რადგან მათ კონკურენტებს ხელშესახები წარმატებები არ ჰქონიათ.

ერთი ეგაა, 96 კილოგრამში მამუკა კორძაია მესამეზე გავიდა, მაგრამ არა გვგონია, ამან გადაწონოს - ოდიკაძე ხომ ჩემპიონი გახდა და თან ფინალში აზერბაიჯანელთა ოსი ფალავანი, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიადის ორგზის ბრინჯაოსმედალოსანი ხეტაგ გოზიუმოვი დაამარცხა.

ამ გუნდში ჯანმრთელობის პრობლემა მხოლოდ ხუციშვილს აქვს - ბეჭის ძველისძველი ტრავმა ვერა და ვერ მოირჩინა, სხვები კი ჯანმრთელად არიან. ნაკრები ბორჯომში 17 მარტამდე დარჩება, 18-ში კი უკვე აწონვაა.

რაც შეეხება ბერძენ-რომაელთა ნაკრებს, მათ ორი შეკრება გაიარეს მინსკში, "სტაიკების" ოლიმპიურ ბაზაზე.

პირველი დაგეგმილი იყო და ერთობლივ წვრთნებს ისახავდა მიზნად, მეორე კი გუნდს მოულოდნელად გამოუჩნდა - 10-დღიანი შეკრების დაფინანსება მინსკში მცხოვრებმა ქართველმა ბიზნესმენმა ითავა.

ამ შეკრებებს შორის ნაკრებმა უნგრულ სომბათჰეიში მოასწრო ჭიდაობა "ოქროს დიდ პრიზზე", თბილისში კი წუხელ უნდა ჩამოფრენილიყვნენ. როგორც გითხარით, დასკვნით შეკრებას ისინიც ბორჯომში გაივლიან, ასევე "ოლიმპში".

ამათი საევროპო შემადგენლობა ჯერ გაურკვეველია და ამ საკითხს ნათელს მთავარი მწვრთნელი ბეგი დარჩია თუ მოჰფენს.

თუმცა, ვეჭვობთ, შეკრების დასრულებამდე მან "კარტები გახსნას". მით უფრო, საქართველოს ჩემპიონატის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და ბევრი "ამრევიც" გამოჩნდა, თუმცა ეს ის ბედნიერი გამონაკლისია, როცა კონკურენციის ასეთ არევას მივესალმებით.

უდავოა, მთავარი "ამრევი" მამუკა ქაჯაიაა (96), რომელიც ჯერ თურქეთში, ვები ემრეს მემორიალზე გახდა მესამე პრიზიორი, მერე კი უნგრეთში სულაც ჩემპიონი გახდა და თან გზად საქართველოს პირველობის გამარჯვებული სოსო ჯაბიძე დაამარცხა.

კარტები გვარიანად აურია ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონმა რევაზ ნადარეიშვილმაც (84) - თურქეთშიც და უნგრეთშიც მეორეზე გავიდა, თან უნგრეთში წონის ლიდერ ვლადიმერ გეგეშიძეს აჯობა.

ერთი სიტყვით, ბეგი დარჩია დიდი არჩევანის წინაშე დგას, ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ უნგრეთში მეტი ოქრო არ გვქონია, ვერცხლის მედლებს კი რევაზ ლაშხი (ოღონდ - 66-ში) და გურამ ფერსელიძე (120) დაეუფლნენ, ბრინჯაოსას - საჩინო დავითაია (66), მანუჩარ ცხადაია (74), გეგეშიძე და ჯაბიძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

გამყრელიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

კონსტანტინე პეტრიაშვილმა 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე

"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა

"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა

"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა

"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა

"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა

[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია