"ბოსტონმა" კიდევ უფრო დააშორა "ფილადელფია" პლეი ოფს, რომელსაც საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრის ისედაც მცირე შანსი ჰქონდა
"ბოსტონმა" კიდევ უფრო დააშორა "ფილადელფია" პლეი ოფს, რომელსაც საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრის ისედაც მცირე შანსი ჰქონდა. მთელი მატჩის განმავლობაში "კელტები" კარგად აკონტროლებდნენ შეხვედრის მსვლელობას და დიდი ხანი ინარჩუნებდნენ 9-11-ქულიან უპირატესობას. მიმდინარე სეზონში "ფილადელფიამ" უკვე ორჯერ დაამარცხა "ბოსტონი", მაგრამ ახლა, რივერსის შეგირდებმა გუნდური და შინაარსიანი თამაშით შეძლეს რევანშის აღება. აღსანიშნავია, რომ რაჟონ რონდოს ტრავმის შემდეგ, "ბოსტონი" სწორედ ასეთ კალათბურთს ანიჭებს უპირატესობას და თავისი ძირითადი გამთამაშებლის გარეშე, 16 მატჩიდან 12 მოიგო.

"მწვანეების" ანგარიშზე 34 შედეგიანი გადაცემა და თამაშიდან ჩაგდებული 42 ბურთი იყო. პირსის მონდომებით (4-დან 4 სამქულიანი), სტუმრებმა 19 ცდიდან 11 შორეული ტყორცნა მოათავსეს კალათში, იმ დროს, როცა "სიქსერზის" ანალოგიური მაჩვენებელი იყო – 21-დან 5. გარდა ამისა, "ბოსტონმა" მოიგო ფარქვეშ ბრძოლა (49-45), რაც ძალიან იშვიათად ხდება.

"ოკლაჰომამ" "ლეიკერსის" წინააღმდეგ თითქმის იდეალური თამაში ჩაატარა შეცდომების მხრივ - "თანდერს" მხოლოდ ორი დაკარგვა ჰქონდა. ამით გუნდმა გაიმეორა "მილუოკისა" (2006) და "კლივლენდის" (2009) რეკორდი, როცა მათ ასევე ორი შეცდომა დაუშვეს. მიუხედავად შეცდომებში ასეთი განსხვავებისა, "ლეიკერსი" მთელი მატჩი დაძაბულობაში ამყოფებდა მასპინძლებს, რომლებიც, "ბოსტონის" მსგავსად, თითქმის მთელი შეხვედრა 10-ქულიან უპირატესობას ინარჩუნებდნენ.

მაგრამ მეოთხე მეოთხედში სხვაობა 5 ქულამდე დავიდა. თუმცა იბაკას სამქულიანმა და რასელ უესტბრუკის ბრწყინვალე თამაშმა (ბოლო 28 წლის განმავლობაში ის გახდა მეორე გამთამაშებელი, რომელმაც ერთი შეცდომის ფონზე 37 ქულა, 10 მოხსნა და 5 პასი დააგროვა) გამარჯვებულის საკითხი მოხსნა დღის წესრიგიდან. ამასთან, მატჩის დიდი ნაწილი იდაყვის ტრავმით თამაშობდა კობი ბრაიანტი, რომელმაც დაზიანება პირველ მეოთხედში მიიღო. მან ნეშის გარდა, პარტნიორებისგან დახმარება ვერ მიიღო. ჰოვარდი მხოლოდ მოხსნების აღებით იყო დაკავებული, შეტევაში კი თამაშიდან მხოლოდ ერთი ბურთი ჩააგდო, თან ექვსი პერსონალურის მიღება მოსწრო.

კალიფორნიელებმა მთლიანად ჩააგდეს სამწამიანიდან შეტევა (22-52) და მხოლოდ 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულეს. ასეთი თამაშით შეუძლებელია ლიგის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდის დამარცხება. სხვათა შორის, "ლეიკერსმა" ამ სეზონში 13-დან 12 მატჩი წააგო დასავლეთის იმ გუნდებთან, რომლებიც ცხრილში მის ზემოთ იმყოფებიან.

"დენვერმა" ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვა. ამჯერად, "ნაგეტსს" ვერ გაუძლო "საკრამენტომ", რომელმაც ბოლო დროს, ღირსეული თამაშის ჩვენება დაიწყო. "მეფეები" ამ მატჩშიც ეწინააღმდეგებოდნენ მეტოქეს, მაგრამ მესამე მეოთხედში "ნაგეტსის" ზეწოლას ვერ გაუძლეს, ბოლო მეოთხედში კი დაწევის შანსი აღარ ჰქონიათ. კვლავ გამოაჟღავნა სნაიპერის თვისებები მარკუს ტორნტონმა, მაგრამ მას კარგად უპასუხეს ტაი ლოუსონმა და დანილო გალინარიმ, რომლებმაც ერთად 12-დან 7 სამქულიანი ჩააგდეს. ტრადიციულად, ჯორჯ კარლის გუნდმა მეტოქეს სწრაფი გარღვევებით და სამწამიანში ბრძოლით აჯობა. "დენვერი" აშკარად ფორმაში შევიდა, თანაც საუკეთესო კონდიციებშია არა ერთი ან ორი მოთამაშე, არამედ ხუთი კაცი, გარდა ამისა, სათადარიგოთა სკამიდან სარგებლობა პრაქტიკულად ყველა მატჩში ჩანს.

ფილადელფია-ბოსტონი 101:109

23:26, 23:27, 28:26, 27:30

ფ: ტ. იანგი (19+10 მოხსნა), ჰოლიდეი (18+5 მოხსნა+10 პასი+4 ჩაჭრა), ტერნერი (18+9 მოხსნა+7 პასი), ჰოიესი (14+6 მოხსნა), რაიტი (10+7 მოხსნა), აივი (10+3 ჩაჭრა), მოლტრი (10).

ბ: ბრედლი (22+7 მოხსნა+5 პასი), პირსი (18+11 მოხსნა+7 პასი), გარნეტი (18+6 მოხსნა), გრინი (16+5 პასი), ჯორ. კროუფორდი (12).

ოკლაჰომა-ლეიკერსი 122:105

37:28, 34:27, 26:34, 25:16

ო: უესტბრუკი (37+10 მოხსნა+5 პასი), დურანტი (26+9 მოხსნა+5 პასი+3 ჩაჭრა+3 დაფარება), იბაკა (13+6 მოხსნა), მარტინი (11+5 პასი), ფიშერი (10), ჯექსონი (10).

ლ: ბრაიანტი (30), ნეში (20), კლარკი (13+11 მოხსნა), ჰოვარდი (6+16 მოხსნა).

საკრამენტო-დენვერი 113:120

22:24, 28:26, 29:36, 34:34

ს: ტორნტონი (32), ტომასი (23+8 პასი), ტომპსონი (18+6 მოხსნა), სალმონსი (11), კაზინსი (8+13 მოხსნა+5 დაფარება).

დ: ლოუსონი (24+7 პასი), გალინარი (23), ფარიდი (19+12 მოხსნა), მილერი (16+7 პასი), კუფოსი (15+8 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის მოთამაშეები მონტა ელისი და ტაი ლოუსონი არიან

"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
NBA-მ "ლოს ანჯელეს კლიპერსი" და კავაი ლეონარდი დასაჯა
რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია