ბალოტელის თამაში ისევ კითხვის ნიშნის ქვეშაა
მილანურ დერბიში მარიო ბალოტელიმ ტრავმა მიიღო, რის გამოც "ლაციოსთან" მატჩის გამოტოვება მოუხდა. ექიმთა ვერდიქტით, 22 წლის ფორვარდს მხოლოდ ერთი მატჩი უნდა გამოეტოვებინა, მაგრამ უკანასკნელი ინფორმაციით, დიდია შანსი, "ჯენოასაც" ვერ შეერკინოს. 6 მარტს, ვარჯიშზე, მასიმილიანო ალეგრიმ გუნდი ორ ნაწილად გაყო და ერთმანეთში ათამაშა, მარიო კი სპეციალური პროგრამით ტრენაჟორების დარბაზში ავარჯიშა. წვრთნის შემდეგ ალეგრიმ ბალოტელის შესახებ კომენტარი გააკეთა:

"მარიო ჯერ კიდევ არაა სრულად გამოჯანმრთელებული და ამიტომ ვარჯიშებზე ბოლომდე არ ვტვირთავ. შესაძლოა, "ჯენოასთან" მატჩის გამოტოვება მოუხდეს, რადგან მისი ჯანმრთელობის გარისკვას ნამდვილად არ ვაპირებთ. ყველაფერი უახლოეს ორ დღეში გაირკვევა, იქამდე კი მარიო ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშებს".

ამასობაში "კორიერე დელო სპორტის" ჟურნალისტს "მილანის" ცოცხალი ლეგენდა პაოლო მალდინი გაესაუბრა და მატია დე შილიოს შესახებ თავისი მოსაზრება გამოთქვა... 20 წლის დე შილიო მიმდინარე სეზონში გამოჩნდა "როსონერის" მთავარ გუნდში და უკვე იტალიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის ყურადღებაც კი მიიპყრო:

"მატია დე შილიო ძალიან მომწონს, რადგან ის "მილანის" სტილს იდეალურად ერგება. მხოლოდ 20 წლისაა, მაგრამ უკვე მოასწრო თავის დამკვიდრება და დიდი ნაბიჯებით მიიწევს წინ. ფიზიკურად მოსამატებელი აქვს, მაგრამ მის ასაკში არც მე მქონდა მუსკულატურა განვითარებული. თუ ასე გააგრძელებს, მისი სახით, "მილანს" უდიდესი მცველი ეყოლება. მატიას მე მადარებენ? - ერთი რამით უდავოდ მჯობია, მას მარცხენა და მარჯვენა ფრთაზე თანაბარი წარმატებით შეუძლია თამაში, რითიც მე ნამდვილად ვერ დავიკვეხნიდი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

პაოლო მალდინი: "მილანი" ჩვეულებრივ კლუბად იქცა

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად