აურელიო ანდრეაცოლი კი კონტრაქტს ელის
მას შემდეგ, რაც "რომას" აურელიო ანდრეაცოლი ჩაუდგა სათავეში, დედაქალაქურმა გუნდმა ერთი მარცხი იწვნია და მიჯრით სამი შეხვედრა მოიგო, მათ შორის, "იუვენტუსთან". კლუბის მესვეურები დროებითი მწვრთნელის მუშაობით კმაყოფილნი არიან და დიდია შანსი, მასთან ხანგრძლივვადიანი კონტრაქტიც გააფორმონ. თავად ანდრეაცოლის სწორედ ამის იმედი აქვს და არც მალავს:

"მწვრთნელობისთვის მზად ვიყავი და ახალ საქმეს იოლად შევეგუე. "რომას" დიდი პოტენციალი აქვს და ამაში დღითიდღე ვრწმუნდები. ნათლად ვხედავ, თუ რა მიმართულებით უნდა განვითარდეს გუნდი და როგორ უნდა მივაღწიოთ დიდ წარმატებებს. დიდი სურვილი მაქვს, რომ კლუბთან კონტრაქტი გავახანგრძლივო და იმედია, ეს ასეც იქნება".

"რომას" სპორტულმა დირექტორმა ფრანკო ბალდინიმ არ უარყო, რომ ანდრეაცოლისთან ხელშეკრულების გახანგრძლივების საკითხი დღის წესრიგში დგას. გამომდინარე აქედან, ბოლო დროს გავრცელებული სატრანსფერო ჭორების უკანაც სენიორ აურელიო მოიაზრება და იმასაც ამბობენ, რომ ანდრეაცოლი უკვე საზაფხულო კამპანიას გეგმავს.

ყველაზე ხშირად პაბლო ოსვალდოს შესაძლო წასვლის შესახებ საუბრობენ, რომელიც ანდრეაცოლის თავიდანვე არ მოუვიდა თვალში. მწვრთნელმა 27 წლის ფორვარდი საჯაროდ გააკრიტიკა, როდესაც ამ უკანასკნელმა ფრანჩესკო ტოტის თერთმეტმეტრიანის დარტყმა არ დაანება.

"გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, ოსვალდოს გადაბირება "ფიორენტინას", "იუვენტუსს" და ინგლისური პრემიერლიგის გუნდებს სურთ და თავად პაბლოც არაა წინააღმდეგი, კარიერა სხვაგან გააგრძელოს.

პაბლო ოსვალდოს მიმდინარე სეზონში 22 მატჩი აქვს ჩატარებული და 11 გოლი გატანილი. "გაძეტას" მტკიცებით, მისი სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონი ევროა და რომაელები სწორედ ამ თანხად უპირებენ გასხვისებას.

"რომასთან" დაკავშირებით კიდევ ერთი ცნობა გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, მარკინიოსს მინიმუმ 10-დღიანი უქმობა მოუწევს. 18 წლის მცველი ერთ-ერთ ვარჯიშზე დაშავდა, რის გამოც გასულ უქმეებზე არც უთამაშია. მარკინიოსი მეორე ფეხბურთელია, რომელიც "ჯალოროსის" ბოლო დღეებში დააკლდა - როგორც გამცნეთ, ერთი თვე მირალემ პიანიჩი იუქმებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დანიელ ოსვალდოს პრემიერლიგა არ მოსწონს

"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა