37 წლის ზე რობერტომ დუბლი შეასრულა
ლიბერტადორესის თასის მორიგი სათამაშო დღის ყველაზე საინტერესო მატჩი როსარიოში, მარსელო ბიელსას სახელობის სტადიონზე გაიმართა: "ნიუელს ოლდ ბოისი" ჩილეს ერთ-ერთ გრანდ "უნივერსიდად დე ჩილეს" მასპინძლობდა. შეხვედრა მასპინძლებისთვის კატასტროფულად დაიწყო: მე-17 წუთზე ანგარიში უკვე 0:2 იყო.

ტაიმის ბოლო წუთზე "ნიუელსის" საუკეთესო ბომბარდირმა იგნასიო სკოკომ სხვაობა შეამცირა და არგენტინელებს იმედი ჩაუსახა, თუმცა მეორე ტაიმში ხერარდო მარტინოს შეგირდებმა გოლი ვეღარ გაიტანეს და მესამე ტურში მეორე მარცხი განიცადეს. ყველაფერთან ერთად, "ძველმა ბიჭებმა" გაბრიელ ჰაინცეც დაკარგეს, რომელმაც წითელი ბარათი მიიღო და "გრინგო" საკუთარ გუნდს მომდევნო ტურში ვერ დაეხმარება.

ამავე ჯგუფში პარაგვაის "რეკორდმაისტერმა" "ოლიმპიამ" ვენესუელის "დეპორტივო ლარას" უმასპინძლა. "ოლიმპია" ფავორიტად ითვლებოდა და 48-ე წუთისთვის ორბურთიანი სხვაობით იგებდა კიდეც, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ ქულით დაკმაყოფილდა. მეორე ტაიმში სტუმრებმა მცირე სასწაული მოახდინეს და ანგარიში გაათანაბრეს.

სამი ტურის შემდეგ ჯგუფში ერთპიროვნულად "უნივერსიდად დე ჩილე" გალიდერდა, "ოლიმპია" და "დეპორტივო ლარა" მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ, "ნიუელს ოლდ ბოისი" კი 3 ქულით ბოლო ადგილზეა.

მე-8 ჯგუფს სათავეში "გრემიო" ჩაუდგა, რომელმაც "კარაკასი" გაანადგურა და 6 ქულა მოაგროვა. მასპინძელთა მხრიდან დუბლი უბერებელმა ზე რობერტომ შეასრულა, თითო გოლი კი ერნან ბარკოსმა და ვერლეიმ გაიტანეს.

მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო "მილიონარიოსმა" – კოლუმბიელებმა სახლში ბოლივიურ "სან ხოსეს" სძლიეს, თუმცა ძალიან კი გაუჭირდათ. გამარჯვების მომტანი გოლი 81-ე წუთზე ვასონ რენტერიამ გაიტანა და საკუთარ გუნდს პირველი ქულები დააგროვებინა. ამ გამარჯვების წყალობით კოლუმბიის 14-გზის ჩემპიონმა ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნა.

IV ჯგუფში "ემელეკმა" "დეპორტეს იკიკე" დაამარცხა და ლიდერების მსგავსად, 6 ქულა მოაგროვა. ეკვადორელები მარლონ დე ხესუსის და ვინისიო ანგულოს გოლებით მშვიდად იგებდნენ, თანაც "იკიკე", 65-ე წუთიდან მოყოლებული, კაცნაკლული იყო, თუმცა ტურნირის ერთ-ერთმა საუკეთესო ბომბარდირმა მანუელ ვილიალობოსმა თავისი მორიგი გოლი გაიტანა და სიტუაცია დაძაბა.

სტუმრებს ანგარიშის გასათანაბრებლად დრო არ ეყოთ და სახლში უქულოდ გაბრუნდნენ. ამ მარცხის შემდეგ "დეპორტეს იკიკეს" ჯგუფიდან გასვლის შანსი, პრაქტიკულად, ნულის ტოლი გახდა.

ლიბერტადორესის თასი. ჯგუფური ეტაპი.

IV ჯგუფი. IV ტური.

ემელეკი-დეპ. იკიკე 2:1

გოლები: 1:0 მ. დე ხესუსი (57), 2:0 ვ. ანგულო (75), 2:1 ვილიალობოსი (78).

გაძევება: გრაბინსკი (65. დეპორტეს იკიკე).

თ მ ფ წ ბ ქ

1. ველესი 3 2 0 1 4-1 6

2. პენიაროლი 3 2 0 1 3-2 6

3. ემელეკი 4 2 0 2 3-4 6

4. დეპ. იკიკე 4 1 0 3 4-7 3

V ჯგუფი. III ტური.

მილიონარიოსი-სან ხოსე 2:1

გოლები: 1:0 პ. ფრანკო (17), 1:1 საუსედო (45), 2:1 რენტერია (81).

თ მ ფ წ ბ ქ

1. ტიხუანა 2 2 0 0 5-0 6

2. კორინთიანსი 2 1 1 0 3-1 4

3. მილიონარიოსი 3 1 0 2 2-4 3

4. სან ხოსე 3 0 1 2 2-7 1

VII ჯგუფი. III ტური.

ნიუელსი-უნივ. დე ჩილე 1:2

გოლები: 0:1 მარინო (4), 0:2 არანგისი (17-პენ), 1:2 სკოკო (45).

გაძევება: ჰაინცე (71. ნიუელსი), ხ. როხასი (77. უნივ. დე ჩილე).

ოლიმპია-დეპ. ლარა 2:2

გოლები: 1:0 ბარეირო (22), 2:0 ბარეირო (48), 2:1 მ. ფერნანდესი (71), 2:2 ტორეალბა (86).

თ მ ფ წ ბ ქ

1. უნივ. დე ჩილე 3 2 0 1 4-4 6

2. ოლიმპია 3 1 1 1 6-5 4

3. დეპ. ლარა 3 1 1 1 4-5 4

4. ნიუელსი 3 1 0 2 5-5 3

VIII ჯგუფი. III ტური.

გრემიო-კარაკასი 4:1

გოლები: 1:0 ბარკოსი (16), 2:0 ვერლეი (38), 3:0 ზე რობერტო (52), 3:1 სანჩესი (60), 4:1 ზე რობერტო (73).

თ მ ფ წ ბ ქ

1. გრემიო 3 2 0 1 8-3 6

2. ფლუმინენსე 3 2 0 1 3-4 6

3. კარაკასი 3 1 0 2 4-6 3

4. უაჩიპატო 3 1 0 2 4-6 3

ბომბარდირები: 3 – ბარეირო (ოლიმპია), ბერნარდი (ატლეტიკო მინეირო), ვილიალობოსი (დეპორტეს იკიკე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლიბერტადორესის თასი: რბევა არ შედგა

ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!
[VIDEO] დონჩიჩის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "საკრამენტომ" "ლეიკერსი" დაამარცხა
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
"ამ ქმედების გამო, ფეხბურთელებთან ურთიერთობა თავიდანვე ცუდად დაიწყო" - რას წერს ფაბრიციო რომანო ჩაბი ალონსოზე?
[VIDEO] მამუკელაშვილის 21 წუთი - "ტორონტომ" "ფილადელფია" ზედიზედ მეორედ ვერ დაამარცხა
გასაკვირია - როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ?
[VIDEO] ხვიჩას შეცვლა რომ საქმეს შველოდეს - პსჟ თასიდან "პარიზმა" გამოაგდო
[VIDEO] სობოსლაიმ მამარდაშვილს გოლი მოუგონა - "ლივერპულმა" გაიმარჯვა
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება