ასტანაში, მოჭადრაკე ქალთა გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონატზე 6 მარტს მე-4 ტური, სხვა დღეებთან შედარებით, მშვიდობიანი გამოდგა
ასტანაში, მოჭადრაკე ქალთა გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონატზე 6 მარტს მე-4 ტური, სხვა დღეებთან შედარებით, მშვიდობიანი გამოდგა.

ხუთიდან ოთხი მატჩი ფრედ დამთავრდა. უკრაინა-თურქეთის პაექრობაში სელენ სოპს ინა იანოვსკა-გაპონენკოსთან მოსაგები პოზიცია ლოგიკურ დასასრულამდე რომ მიეყვანა, ის შეხვედრაც ზავით დასრულდებოდა.

სხვისი არ ვიცი და მე კი ძალიან დამწყდა გული, ჩვენმა ქალთა ნაკრებმა სათადარიგოებით დაკომპლექტებულ ინდოელთა გუნდს რომ ვერ მოუგო.

შეგახსენებთ, რომ აზიელთა შემადგენლობაში არ თამაშობს მსოფლიოს რეიტინგში მე-3 ადგილზე მყოფი ჰამფი კონერუ, რომელიც მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია; პირველი ოცეულის მოთამაშე ჰარიკა დრონავალი და, ასევე მაღალი რეიტინგის მქონე ტანია საჩდევი.

ინდოელთა ამჟამინდელ ნაკრებში საუკეთესოა ეიშა კარავადე (2387), რომელიც რეიტინგში 71-ეა, ნანა ძაგნიძე კი მსოფლიო ასეულში მეექვსეა და ინდოელს 167 პუნქტით უსწრებს.

ოსტატობაში ამგვარი სხვაობა იმის იმედს გვიტოვებდა, რომ ქართველი დიდოსტატი იოლად მოუგებდა მეტოქეს.

მოხდა კი პირიქით - თეთრებით მოთამაშე კარავადემ ჩვენებურს 35-ე სვლაზე საათი გააჩერებინა. ამ მარცხის მიუხედავად, მაინც იყო მატჩის მოგების შანსი, რადგან ბელა ხოტენაშვილმა (2499) 36-ე სვლაზე რუთ რადმინი (2316) დაამარცხა და წონასწორობა აღადგინა.

ლელა ჯავახიშვილმა (2464) შავებით ვერაფერი მოუხერხა მერი გომესს (2387) და 74-ე სვლაზე დაუზავდა.

აი, ნინო ხურციძეს (2437) კი აუცილებლად უნდა მოეგო სვამინათან სოუმიასთვის (2283). 37-ე სვლაზე მეტოქემ ისეთი უხეში შეცდომა დაუშვა, რომ ხურციძე ვალდებული იყო, მეტოქე ორ სვლაში დაეშამათებინა, მაგრამ ნინომ უმარტივეს პოზიციაში ვერ დაინახა ელემენტარული სვლა (ლh3).

ამის შემდეგაც ჰქონდა ჩვენებურს პარტიის მოგების რეალური შანსი, მაგრამ იმდენი მოახერხა, რომ სოუმიას პარტიის გადარჩენის შესაძლებლობა მისცა და ორთაბრძოლაც ყაიმით დასრულდა.

დანარჩენი შეხვედრები: აშშ-საფრანგეთი 2:2 (ანა ზატონსკიხი-სოფი მილე 0,5:0,5, ნინო მაისურაძე-ირინა კრუში 0:1, თათევ აბრაჰამიანი-ანდა შაფრანსკა 0,5:0,5, სილვია კოლასი-საბინა ფოიშორი 1:0), რუსეთი-ჩინეთი 2:2 (ვალენტინა გუნინა-ცზიუ ვენძიუნი 1:0, ჰუან ძიანი-ალექსანდრა კოსტენიუკი 0:1, ნატალია პოგონინა-თან ჟონი 0:1, გუო ძი-ალისა გალიამოვა 1:0). უკრაინა-თურქეთი 2,5:1,5 (ანა უშენინა-ბეთულ ილდიზი 1:0, კუბრა ოზთურქი-მარია მუზიჩუკი 0,5:0,5, ნატალია ჟუკოვა-კარდელენ კემხანი 0,5:0,5, სელენ სოპი-ინა იანოვსკა-გაპონენკო 0,5:0,5), რუმინეთი-ყაზახეთი 2:2 (ადელა კრისტინა ფოიშორი-გულისკან ნახბაიევა 0:1, გულმირა დაულეტოვა-ირინა ბულმაგა 0:1, ელენა კოსმა-დინარა სადუაკასოვა 0,5:0,5, ჟუნსაია აბდუმალიკი-კარმენ ვოიცუ-იაგოძინსკი 0,5:0,5).

ოთხი ტურის შემდეგ: რუსეთი (12,5), ჩინეთი (12), უკრაინა (10) - 7-7, საქართველო (9,5) - 5, ინდოეთი (7,5), აშშ (7) - 4-4, რუმინეთი (6,5) - 3, ყაზახეთი (6,5) - 2, საფრანგეთი (4,5) - 1, თურქეთი (4) - 0 ქულა.

7 მარტს, მე-5 ტურში ითამაშებენ: საქართველო-აშშ, ყაზახეთი-ინდოეთი, თურქეთი-რუმინეთი, ჩინეთი-უკრაინა, საფრანგეთი-რუსეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად