11 იანვრის შემდეგ "ბრუკლინის" ქართველი ფორვარდი NBA-ს მოედანზე პირველად გამოჩნდა
11 იანვრის შემდეგ თორნიკე შენგელია NBA-ს მოედანზე პირველად გამოჩნდა.

განვითარების ლიგიდან NBA-ში დაბრუნებულმა თორნიკე შენგელიამ "ბრუკლინის" შემადგენლობაში ითამაშა, თუმცა მხოლოდ სიმბოლური დროით.

ბრუკლინელებმა სტუმრად "შარლოტი" 99:78 გაანადგურეს, ქართველმა ფორვარდმა კი მოედანზე შეხვედრის უკანასკნელი 1,53 წუთი გაატარა.

ასე მცირე დროში შენგელიამ სასარგებლო ვერაფერი მოასწრო, ბურთი ერთხელ დაკარგა და სულ ეს იყო.

აღსანიშნავია, რომ 21 წლის ქართველ ფორვარდს NBA-ს ჩემპიონატში 11 იანვრის შემდეგ არ ეთამაშა. 1, 53 წუთი გამოუყვეს ბრუკლინელთა კიდევ ერთ ახალბედა ტაიშონ ტეილორს, ხოლო მირზა ტელეტოვიჩმა 14 წუთში 3 ქულა და 3 პასი გაიღო.

ტრავმა აწუხებს ზაზა ფაჩულიას და ის მატჩის განაცხადშიც ვერ მოხვდა. 6-მატჩიანი გასვლითი ტურნეს შემდეგ ატლანტელებმა პირველად ითამაშეს შინაურ არენაზე და მონატრებული გულშემატკივრები "ფილადელფიას" 107:96 ძლევით გაახარეს.

35 გამარჯვებითა და 26 მარცხით ბრუკლინელები აღმოსავლეთ კონფერენციის მე-4 საფეხურზე იმყოფებიან. 1 მოგებით ნაკლები აქვს "ატლანტას", რომელიც "ჩიკაგოსთან" ერთად მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფს.

ფაჩულიას გუნდი 8 მარტს ბოსტონში "სელტიკსს" ეთამაშება, ხოლო ამავე დღეს "ბრუკლინი" "ვაშინგტონს" უმასპინძლებს.

gbf.ge

[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
[VIDEO] გოგას 12 წუთი - "ორლანდომ" სეზონი მარცხით დაიწყო
[VIDEO] მამუკელაშვილის დებიუტი და დონჩიჩის შოუ - "ლეიკერსმა" "გოლდენ სტეიტი" მარტივად დაამარცხა
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...