მარეის მეორე ადგილი შეუძლია
სეზონში მასტერსის სერიის პირველმა ტურნირმა ATP-ის კლასიფიკაციის სრული ელიტა შეკრიბა. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ინდიან უელსის ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს TOP30-ის უკლებლივ ყველა წარმომადგენელი, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე. თუმცა, რა თქმა უნდა, საყოველთაო ინტერესს იწვევს მოქმედი ჩემპიონის, როჯერ ფედერერის, ყოფილი ჩემპიონების – ნოვაკ ჯოკოვიჩისა და რაფაელ ნადალის, აგრეთვე ენდი მარეის თამაში. სხვათა შორის, ბრიტანელს აქ არასოდეს გაუმარჯვია.

გასულ წელს საკმაოდ მოულოდნელად ფინალში გავიდა ამერიკელი ჯონ ისნერი, რომელმაც ნახევარფინალში დაამარცხა ნოვაკ ჯოკოვიჩი. ასეთი წარმატების წყალობით, ამერიკელმა ჩოგბურთელმა რეიტინგის პირველ ათეულში შესვლა მოახერხა, მაგრამ ამ ტრიუმფს არ მოჰყვა გამარჯვებების სერია, წელს კი ამერიკელს ძალიან ცუდად აქვს საქმე. თუ მან შარშან მოახერხა ჯოკოვიჩის, ფედერერის, ჟო-ვილფრიდ ცონგას, ტომაშ ბერდიხისა და სხვა ძლიერი ჩოგბურთელების დამარცხება, ამ სეზონში ის აგებს ისეთ მოთამაშეებთან, როგორებიც არიან ედუარდ როჟე-ვასელენი, დენის ისტომინი, ტომი ჰაასი და სხვები.

წელს ვერც როჯერ ფედერერი გვხიბლავს წარმატებული გამოსვლებით. ამ სეზონში შვეიცარიელმა სამ ტურნირში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ვერც ერთში ფინალს ვერ მიაღწია. ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში მას ენდი მარეიმ აჯობა, როტერდამის მეოთხედფინალში დამარცხდა ფრანგ ჟულიენ ბენეტოსთან, დუბაიში კი ნახევარფინალი დაუთმო ტომაშ ბერდიხს.

რაც შეეხება ენდი მარეის, ის ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დამარცხების შემდეგ არ გვინახავს არც ერთ ტურნირზე. ასე რომ, შოტლანდიელ ჩოგბურთელს საკმარისზე მეტი დრო ჰქონდა ძალების მოსაკრებად და ამერიკული მასტერსებისთვის მოსამზადებლად.

რაფაელ ნადალს წელს პირველად მოუწევს ჰარდზე თამაში და ეს მის გამოსვლას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. ესპანელს ინდიან უელსში თამაშის საინტერესო ისტორია აქვს. მან ორჯერ მოიპოვა მთავარი პრიზი და ორივეჯერ ფინალში ნოვაკ ჯოკივიჩი დაამარცხა, თუმცა 2011 წელს უკვე სერბი ჩოგბურთელის ჯერი დადგა.

როგორც გითხარით, რაფაელი ხანგრძლივი შესვენების შემდეგ პირველად გამოჩნდება ჰარდისსაფარიან კორტზე. მუხლებთან დაკავშირებული პრობლემების გამო ესპანელმა აქცენტი გრუნტის ტურნირებზე გადაიტანა და კარიერაში თავისი 37-ე და 38-ე ტიტულები მოიპოვა. ვნახოთ, რამდენად სწრაფად გადაეწყობა ესპანელი უფრო სწრაფ საფარზე.

მარეის მეორე ადგილი შეუძლია

ინდიან უელსის მასტერსმა, შესაძლოა, სერიოზული ცვლილებები შეიტანოს მამაკაცთა კლასიფიკაციაში. კერძოდ, ბრიტანელ ენდი მარეის აქვს შანსი, გახდეს მსოფლიოს მეორე ნომერი.

ამ მომენტისთვის შოტლანდიელს 8180 ქულა აქვს და მსოფლიოს რეიტინგში მესამე ადგილი უკავია. ის 1355 ქულით ჩამორჩება მეორე პოზიციაზე მყოფ როჯერ ფედერერს. ამასთან, შვეიცარიელ ჩოგბურთელს თავისი შარშანდელი ტიტულის დაცვა უწევს, ბრიტანელმა კი 2012 წელს, ინდიან უელსის ტურნირი მეორე რაუნდიდან დატოვა.

ასე რომ, თუ მარეი მოიგებს ტურნირს, ის მსოფლიოს მეორე ჩოგანი გახდება იმ შედეგის მიუხედავად, რასაც ფედერერი აჩვენებს. თუ ენდი ფინალამდე მიაღწევს, მაშინ როჯერს მეორე პოზიციის შესანარჩუნებლად ნახევარფინალში გასვლა დასჭირდება.

დაბოლოს, ფინალამდე წაგების შემთხვევაში მარეი ვერ მოიპოვებს მეორე ჩოგნის სტატუსს და ფედერერი გარანტირებულად შეინარჩუნებს ამ პოზიციას.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანელი ჩოგბურთელი 2009 წელს სამი კვირის განმავლობაში იყო მსოფლიოს კლასიფიკაციის მეორე ნომერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ინდიან უელსი: ამერიკაში დიდი ჩოგბურთი იწყება

პირველი გამარჯვება სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ - ბასილაშვილი US OPEN-ზე ამჟამად ურეიტინგო ჩოგბურთელთან დამარცხდა
ერთ დროს ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი დოპინგ კონტროლზე კოკაინის გამო ჩავარდა
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ