ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ორი გასეირნება და ერთი რევანში

ორი გასეირნება და ერთი რევანში

ჩოგბურთი. ტურნირების მიმოხილვა

ყატარის დედაქალაქ დოჰაში გუშინ WTA-ის წლის შემაჯამებელი ტურნირი დაიწყო. პირველმა ორმა მატჩმა მაყურებელს იმედი გაუცრუა. ტურნირის მთავარმა ფავორიტებმა - კაროლინ ვოზნიაცკიმ და ვერა ზვონარევამ ფაქტობრივად უბრძოლველად მოიგეს თავიანთი შეხვედრები.

რუსი ჩოგბურთელის გამარჯვება ელენა იანკოვიჩზე მოსალოდნელი იყო. სერბი ამ სეზონის მეორე ნაწილში აშკარა კრიზისს განიცდის, რომლის კულმინაცია გახდა გასულ კვირას "კრემლის თასზე" მსოფლიოს 248-ე ნომერთან, ვინმე ზარინა დიასთან წაგება. დოჰაში იანკოვიჩი 2010 წლის პირველ ნახევარში დაგროვილი ქულების წყალობით მოხვდა, თუმცა თავიდანვე ცხადი იყო, რომ კატარის დედაქალაქში კარგი არაფერი ელოდა.

გახსნის მატჩი ზვონარევამ ოდნავ ნერვიულად დაიწყო, მაგრამ მაინც მოიპოვა უპირატესობა მეტოქის ორმაგი და უნებლიე შეცდომების ხარჯზე. იანკოვიჩის თამაში საბოლოოდ 5:3-ის შემდეგ მოიშალა. პირველი სეტი რუსმა მეტოქის ორმაგი შეცდომის შემდეგ მოიგო, მეორეში კი მიყოლებით ექვსი გეიმი აიღო და ზედიზედ მეოთხედ, ამ სეზონში კი მესამედ დაამარცხა მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი - 6:3, 6:0.

ასეთი ანგარიშის მიუხედავად, ზვონარევას თამაშს ბოლომდე კარგი შთაბეჭდილება არ მოუხდენია, რადგან რუსს ბევრი ორმაგი შეცდომა დაუგროვდა. თუმცა მსოფლიოს მეორე ჩოგანი კმაყოფილი დარჩა თავისი მოქმედებით: "საერთო ჯამში კარგად ვითამაშე. მართალია, ბევრი შეცდომა მქონდა, მაგრამ ყოველ უზუსტობას ჩემი მხრიდან მაშინვე ძლიერი და ზუსტი დარტყმა მოყვებოდა. უბედნიერესი ვარ ჩემპიონატზე პირველი გამარჯვებით".

თუ სერბის ფიასკო ასე თუ ისე მოსალოდნელი იყო, სრულიად გაუგებარი აღმოჩნდა ელენა დემენტიევას კრახი მსოფლიოს მოქმედ პირველ ჩოგანთან, დანიელ კაროლინ ვოზნიაცკისთან. ასეთი უმოქმედო და უმწეო რუსი ჩოგბურთელი კარგა ხანია არავის უნახავს. 53 წუთის განმავლობაში დანიელმა მხოლოდ ორი გეიმი დაუთმო მოწინააღმდეგეს - 6:1, 6:1. კაროლინის უპირატესობა იმდენად დიდი იყო, რომ ამ მატჩის პერიპეტიების აღწერას არანაირი აზრი არ აქვს.

ახლა ვოზნიაცკის "წითელ ჯგუფში" კიდევ ერთი მოგება სჭირდება იმისთვის, რომ გაინაღდოს 2010 წლის სეზონის პირველ ჩოგანის რანგში დასრულება. დანიელის მორიგი მეტოქე ავსტრალიელი სამანტა სტოსური იქნება.

"შესანიშნავი სტარტი გამომივიდა. ახალი ტურნირის დასაწყისი ყოველთვის მიჭირს, აქ კი ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ელენას წინააღმდეგ რამდენიმე რთული მატჩი მქონდა და ბედნიერი ვარ, რომ დღეს დიდი ბრძოლა არ მომაწია", - ასეთი კომენტარი გაუკეთა თავის გამარჯვებას ვოზნიაცკიმ.

დღის ბოლოს, მაყურებელმა, როგორც იქნა, ბრძოლა იხილა. ერთმანეთს ხვდებოდნენ როლან გაროსის ფინალისტები - ფრანჩესკა სკიავონე და სამანტა სტოსური. პარიზული ფინალის შემდეგ ეს იყო ამ ჩოგბურთელთა პირველი დაპირისპირება და ავსტრალიელს რევანშის კარგი შანსი მიეცა.

სამანტამ ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა, თუმცა ამისთვის დიდი ჯაფა დაადგა. პირველ სეტში სტოსურმა წაგებული თამაში გადაარჩინა - 1:4-დან ზედიზედ ხუთი გეიმი მოიგო და 6:4 გაიმარჯვა. მეორე პარტიაში ავსტრალიელმა მოწოდებაზე თამაში დაალაგა, რის შემდეგაც სეტში ერთადერთი ბრეიკი აიღო და ამჯერადაც 6:4 მოიგო.

დოჰას გარდა, გუშინ ჩოგბურთის მოყვარულთა ყურადღება ავსტრიის დედაქალაქ ვენისკენ იყო მიპყრობილი, სადაც ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ATP-ის ტურნირის პირველ მატჩს თამაშობდა თანამედროვე ტურის ყველაზე ხანდაზმული მოთამაშე, მსოფლიოს 974-ე ნომერი, 43 წლის ავსტრიელი ტომას მუსტერი. მან ვენის ტურნირის ორგანიზატორებისგან უაილდ-ქარდი მიიღო და პირველ წრეში 23 წლის თანამემამულე ანდრეას ჰაიდერ-მაურერთან მოუწია შეხვედრა.

სასწაული არ მოხდა. მართალია, მუსტერი ნაკლებად ცნობილი ჩოგბურთელის წინააღმდეგ თამაშობდა, მაგრამ მაინც ორ სეტში დამარცხდა - 2:6, 6:7(5). შეხვედრა საათსა და 16 წუთს გაგრძელდა.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს

ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის

18 წ. | როტაციით ინგლისთან

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა