რობი კინმა ახალი სეზონი გოლით გახსნა
MLS-ის მე-18 სეზონი დევიდ ბექჰემის გარეშე დაიწყო. ეჭვი არაა, ეს ყველაზე დიდი ცვლილებაა, რომელიც ახალი სეზონის დაწყების წინ აშშ-ის მთავარ საფეხბურთო ლიგაში მოხდა. ბექჰემმა ამერიკაში მთელი ეპოქა შექმნა, მისმა ამ ქვეყანაში ჩასვლამ "სოკერის" ნამდვილი ბუმი გამოიწვია და საინტერესოა, როგორი იქნება პოსტბექჰემური ეპოქა.

ახალი სეზონი საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო. დევიდის წასვლა არ დაეტყო ბოლო ორი სეზონის ჩემპიონ "ლოს ანჯელეს გელექსის", რომელმაც საკუთარ მოედანზე "ჩიკაგო ფაიერი" გაანადგურა. სამი გოლი მაიკ მაგიმ გაიტანა, ერთი კი შარშანდელ სეზონში გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა რობი კინმა. "ლოს ანჯელესის" კარს 39 წლის კარლო კუდიჩინი იცავდა, რომელმაც პირველივე შეხვედრაში "შათაუტი" შეასრულა.

"ტორონტოს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე წარუმატებელი დებიუტი ჰქონდა რაიან ნელსენს – ახალზელანდიელის გუნდი, რომლის ყველაზე ცნობილი ფეხბურთელიც უელსელი რობი ერნშოუ გახლავთ, კანადურ დერბიში "ვანკუვერ უიათქეფსთან" დამარცხდა.

ამ უკანასკნელში უამრავი ლეგიონერი თამაშობს, მათ შორის ზოგიერთი საკმაოდ ცნობილიც, მაგალითად: კორეელი იან პიო ლი, ირლანდიელი ენდი ობრაიენი, შოტლანდიელი კენი მილერი და ინგლისელი ნაიჯელ რეო-კოკერი.

წელსაც, წინა წლების მსგავსად, აშშ-ში სათამაშოდ ბევრი ცნობილი ფეხბურთელი წავიდა. "პორტლენდ ტიმბერსი" მიკაელ სილვესტრით, ფრედერიკ პიკიონით და დიეგო ვალერით გაძლიერდა. ვეტერანმა არგენტინელმა პირველივე შეხვედრაში გოლიც გაიტანა, მაგრამ მისმა გუნდმა ვერ მოიგო – ტიერი ანრის "ნიუ იორკ რედ ბულსთან" გამართული მატჩი ძალიან საინტერესო და უხვგოლიანი გამოდგა.

საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ, 3:3 დასრულდა. სტუმართა მხრიდან ორი გოლი კიდევ ერთმა არგენტინელმა ფაბიან ესპინდოლამ გაიტანა, რომელიც "რედ ბულსში" სეზონის დაწყების წინ, "რეალ სოლტ ლეიკიდან" გადავიდა. ასევე "სოლტ ლეიკის" ყოფილი ფეხბურთელია ხამისონ ოლავე, ვინც ესპინდოლას მსგავსად, ორი გოლი გაიტანა, ოღონდ აქედან ერთი საკუთარ კარში.

"ნიუ იორკის" რიგებში ანრიმ, ტიმ კეჰილმა და ჟუნინიო პერნამბუკანომ 90 წუთი ითამაშეს, მაგრამ არც გოლი გაუტანიათ და არც საგოლე პასი გაუკეთებიათ.

გაძლიერდა "ჩივასიც", რომელმაც შევსება პარტნიორი კლუბისგან, მექსიკური "ჩივასისგან" (უფრო ცნობილია, როგორც "გვადალახარა") მიიღო, მაგრამ გუნდს ეს ვერ დაეხმარა და "კოლამბუს ქრიუსთან" 0:3 წააგო. სტუმართა მხრიდან პირველი გოლი გონსალო იგუაინის უფროსმა ძმამ, ფედერიკო იგუაინმა გაიტანა.

კარი მშრალად შეინახა რაულ ფერნანდესმა, მისმა "დალასმა" კი "კოლორადოს" 1:0 მოუგო. ალესანდრო ნესტას, მატეო ფერარის, ანდრეა პიზანუს და მარკო დი ვაიოს "მონრეალმა" სტუმრად "სიეტლ საუნდერსს" მოუგო. ოთხივე იტალიელმა მოედანზე 90 წუთი გაატარა.

წინა სეზონის MVP კრის ვონდოლოვსკიმ თავი ვერაფრით გამოიჩინა, მისმა "სან ხოსემ" კი "რეალ სოლტ ლეიკთან" 0:2 წააგო. გამარჯვებული გუნდის მხრიდან დუბლი კოსტა რიკის ნაკრების ფორვარდმა ალვარო საბორიომ შეასრულა.

MLS-ის რეგულარული სეზონი 28 ოქტომბრამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც უკვე პლეი ოფების ჯერი დადგება. "ლელო" შეძლებისდაგვარად გააშუქებს ამერიკის შეერთებული შტატების მთავარ საფეხბურთო ლიგას, მით უმეტეს, რომ დევიდ ბექჰემის გარდა, "ემ-ელ-ესს" სერიოზული დანაკლისი არ ჰქონია და ამით პირველობა კიდევ უფრო საინტერესო გახდა.

MLS. რეგულარული სეზონი. I ტური.

ფილადელფია-კანზას სიტი 1:2

გოლები: 1:0 ლე ტუ (18), 1:1 ზუსი (41), 1:2 ორიოლ როსელი (66), 1:3 ბილერი (84).

ვანკუვერი-ტორონტო 1:0

გოლი: 1:0 კოფი (59).

ჰიუსტონი-DC იუნაიტედი 2:0

გოლები: 1:0 რაილი (80-საკ. კარში), 2:0 კლარკი (89).

დალასი-კოლორადო 1:0

გოლი: 1:0 ჯექსონ გონსალვეში (11).

სიეტლი-მონრეალი 0:1

გოლი: 0:1 არნო (35).

ჩივასი-კოლამბუსი 0:3

გოლები: 0:1 ფ. იგუაინი (51), 0:2 ჯ. უილიამსი (89), 0:3 ოდურო (90).

გელექსი-ჩიკაგო 4:0

გოლები: 1:0 მაგი (38), 2:0 მაგი (68), 3:0 მაგი (74), 4:0 კინი (80).

პორტლენდი-რედ ბულსი 3:3

გოლები: 0:1 ესპინდოლა (9), 1:1 დ. ვალერი (14), 1:2 ესპინდოლა (25), 1:3 ოლავე (28), 2:3 ნაგბე (56), 3:3 ოლავე (83-საკ. კარში).

სან ხოსე-სოლტ ლეიკი 0:2

გოლები: 0:1 ა. საბორიო (71), 0:2 ა. საბორიო (85).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

აშშ. MLS. ფინალი: ჰოლივუდური ჰეფი ენდი

"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
"უკვე ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგებაზე ვფიქრობთ" - არბელოა "ალბასეტესთან" მატჩის შემდეგ
"ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებენ" - ტონი კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას 21-ე მემორიალური ტურნირი "ქუთაისმა" მოიგო
იჯარა გამოსყიდვის უფლებით - "რომა" შეტევის ხაზში გაძლიერდა
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა სლოვენია გაანადგურა და მეორე ეტაპზე გავიდა
[VIDEO] ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
20 წ. | ა ჯგუფში სამხრეთ აფრიკასთან, უელსთან და ურუგვაისთან
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
"უკვე ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგებაზე ვფიქრობთ" - არბელოა "ალბასეტესთან" მატჩის შემდეგ
"ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებენ" - ტონი კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
პსჟ სოლიდური მეტოქით - მარცხის შემდეგ და ლიგის წინ
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
[VIDEO] სენსაციათა სენსაცია - "რეალი" თასიდან სეგუნდას მეჩვიდმეტეადგილოსანმა გამოაგდო
"ინტერმა" მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
დასჯილი კონტე და "ნაპოლის" ზედიზედ მესამე ფრე
ბაირამიანი: სომხეთის ნაკრებიც გაისვრის საქართველოს და უზბეკეთის მსგავსად
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს