ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

პსჟ-ვალენსიას გამოხმაურება: მადლობა ვის? ლავეცის!

პსჟ-ვალენსიას გამოხმაურება: მადლობა ვის? ლავეცის!

პსჟ მეოთხედფინალში გაიძურწა
"მესტალიაზე" დაფიქსირებული შედეგის გამო ამ წყვილის ბედი ყველას გადაწყვეტილი ეგონა, მაგრამ ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარეშე დარჩენილი პსჟ საპასუხო მატჩში ვერ იდგა მოწოდების სიმაღლეზე, რის გამოც კარლო ანჩელოტის გუნდის მეოთხედფინალში გასვლა მეორე ტაიმში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

თუმცა ჟონასის გოლს ესეკილ ლავეციმ მალევე უპასუხა და წონასწორობა აღადგინა, ვალენსიელებმა კი მეორე გოლის გატანა ვერ შეძლეს და თამაში დამატებით დროში ვერ გადაიყვანეს.

ამრიგად, პარიზული გრანდი არსებობის ისტორიაში მეორედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში.

რეაქციები

კარლო ანჩელოტი (პსჟ):

"მართალია, დღეს კარგად ვერ ვითამაშეთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც მიმაჩნია, რომ მეოთხედფინალში გასვლა დავიმსახურეთ. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ პირველ ტაიმში ჩემი გუნდი ძალიან არ მომეწონა. ბიჭები თითქოს მოშვებულები იყვნენ და დაბნეულობაც ეტყობოდათ, რის გამოც "ვალენსიამ" ჩვენი დაწნეხვა შეძლო. რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, პსჟ თავისებურად მხოლოდ გოლის მიღების შემდეგ ათამაშდა."

ერნესტო ვალვერდე (ვალენსია):

"მიუხედავად იმისა, რომ "მესტალიაზე" წავაგეთ, საპასუხო მატჩში შანსი ბოლო წუთამდე გვქონდა. პირველი ტაიმი ძალიან კარგად ჩავატარეთ, მეორე ნახევარში კი დაღლა დაგვეტყო და პსჟ-ის დასამარცხებლად არც კლასი გვეყო."

შემადგენლობები

კარლო ანჩელოტიმ ძირითადი შემადგენლობა რამდენიმე პოზიციაზე შეცვალა. ზლატან იბრაჰიმოვიჩი და მარკო ვერატი დისკვალიფიცირებული გახლდათ. მათ გარდა, სათადარიგოთა სკამზე დარჩნენ ვან დერ ვილი, არმანდი და სახოც.

შესაბამისად, ანჩელოტიმ დაცვის ხაზი ალექსთან ერთად ტიაგო სილვათი, ჟალეთი და მაქსველით დააკომპლექტა, ნახევარდაცვის ცენტრში მატუიდთან ერთად ტიაგო მოტა გაამწესა, მარჯვენა ფლანგზე შანტომი დააყენა, ზლატანი კი ლუკას მოურათი შეცვალა.

ვალენსიელებს რამისა და რიკარდო კოშტას სახით წამყვანი მცველები აკლდა. შესაბამისად, პირველი მატჩისგან განსხვავებით, ვალვერდემ დაცვა ახლებურად დააკომპლექტა. ამასთან, მან ძირითადში დააბრუნა ტინო კოსტა, რომელმაც გუარდადო შეცვალა.

გოლები

0:1 ჟონასი (55): ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ ჟონასმა არ იცოდა, რა მოეხერხებინა ბურთისთვის - უბრალოდ, 18 მეტრიდან პირდაპირ კარში დაარტყა და ბურთი სირიგუს კარის ბადეში გაახვია.

1:1 ლავეცი (66): გამეირო სამ ვალენსიელში გაძვრა და ბურთმა ლავეციმდე მიაღწია, რომლის პირველი დარტყმა გუაიტამ მოიგერია, თუმცა დამატებაზე ბურთს მუხლი მიარტყა და ანგარიში მაინც გაათანაბრა.

გმირი

ბლაიზ მატუიდი (პსჟ)

მატუიდი ძალიან კარგი იყო ორთაბრძოლებში და ისიც დაამტკიცა, რომ მოედნის ხედვაც უვარგა. ცენტრში მან ტინო კოსტა თითქმის ყველა ეპიზოდში დაჩაგრა. თუმცა მატჩის გმირად დასახელების უმთავრესი მიზეზი მაინც ისაა, რომ მატუიდის პასების 96 პროცენტი ზუსტი იყო.

ანტიგმირი

რობერტო სოლდადო (ვალენსია)

სოლდადო მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა და ისიც მატჩის დასაწყისში, მერე კი თამაშიდან გაითიშა. ეს მარტო მისი ბრალი არ იყო - რობერტოს ხომ პასები სჭირდება. თუმცა თვითონაც ვერ იხსნებოდა კარგად და თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ტიაგო სილვასა და ალექსის ჩრდილში მოექცა. შედეგი: სოლდადომ სირიგუს კარისკენ მხოლოდ ერთხელ დაარტყა.

მსაჯი

მილორად მაჟიჩს უყვარს ყველაფრის მყისიერად გარკვევა და არც ჟესტიკულაციებს ერიდება ხოლმე. მან არაერთი დისკუსია გამართა და ცდილობდა, ფეხბურთელებისთვის თითქმის ყველა გადაწყვეტილება დეტალურად აეხსნა. შეიძლება ითქვას, რომ სერბმა უშეცდომოდ იმსაჯა, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ მატჩი კორექტული იყო.

მწვრთნელები

ანჩელოტიმ ორი თვის უთამაშებელი ტიაგო სილვა ძირითადში გაამწესა, რაც ერთგვარი რისკი იყო. 27 წუთის შემდეგ კარლიტო იძულებული გახდა, დაცვაში დაუგეგმავი ცვლილება გაეკეთებინა, რადგან ჟალე დაშავდა და შესაცვლელი გახდა. როგორც კი ჟონასმა ანგარიში გახსნა, პარიზელთა იტალიელმა თავკაცმა საყრდენი ნახევარმცველი მოტა შემტევი გამეიროთი შეცვალა. ამ ცვლილებამ გაამართლა: ლავეცის გოლში გამეიროს ლომის წვლილი მიუძღვის.

ვალვერდემაც ხეირიანი შეცვლები გააკეთა: ალბელდას ნაცვლად ბანეგას გამოჩენამ და სუსტი ფეგულის ნაცვლად პიატის გამოყვანამ "ვალენსიას" შეტევებს ეფექტი შემატა. სამაგიეროდ, გაუგებარია, რატომ მოხსნა მატჩის მიწურულს თამაშიდან ყველაზე სახიფათო ვალენსიელი ჟონასი - გოლის ავტორს დაღლა თითქოს არ ეტყობოდა.

რაც თვალში მოგვხვდა

- თავიდან ორივე გუნდს დაულაგებლობა ეტყობოდა. "ვალენსიელები" უფრო მონდომებულები ჩანდნენ.

- თუმცა ვალვერდეს გუნდის შეტევები ზედმეტად ერთფეროვანი გახლდათ: ვალენსიელები უმეტესად თითქმის მხოლოდ ცენტრიდან უტევდნენ. ფეგული ხშირად იწევდა ცენტრში და ერთი სიტყვით, ფლანგზე გარღვევებისა და სოლდადოსკენ ჩაწოდებების ნაკლებობა იგრძნობოდა.

- პარიზელები პირველ ნახევარში შეტევის აწყობისას ხშირად სცოდავდნენ - ანჩელოტის შეგირდები ზედმეტად ბევრ არაზუსტ პასებს აკეთებდნენ და მრავალსვლიან კომბინაციებსაც ვერ ახორციელებდნენ. შესაბამისად, თამაშს ტემპი აკლდა.

- ბანეგას შემოყვანით "ვალენსიას" შეტევები გაუმჯობესდა. ვალვერდეს ბიჭებმა უფრო სწრაფად და აზრიანად შეუტიეს. შესაბამისად, ჟონასის გოლი აბსოლუტურად ლოგიკური გახლდათ.

- პსჟ-მ ანგარიში პირველივე ხეირიანი შეტევით გაათანაბრა.

- მეორე ტაიმში ვალენსიელთა ბურთის ფლობის მაჩვენებელმა 61 პროცენტს მიაღწია, მაგრამ ვალვერდეს ბიჭებმა ეს უპირატესობა მეორე გოლში ვერ ასახეს. ესპანელებს იდეები და კრეატივი აკლდათ.

დასკვნა

თამაში არ გამოვიდა სანახაობრივი, რაც, პირველ რიგში, პარიზელების ბრალია. ვალენსიელები ეცადნენ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. პსჟ მეოთხედფინალში დამსახურებულად გავიდა, მაგრამ თუ ანჩელოტის შეგირდები არ მოუმატებენ, ნახევარფინალში გასვლა გაუჭირდებათ.

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩი

პსჟ-ვალენსია 1:1 (2:1)

გოლები: 0:1 ჟონასი (55), 1:1 ლავეცი (66)

პსჟ (4-2-2-2): სირიგუ - ჟალე (27. ვან დერ ვილი), ტიაგო სილვა, ალექსი, მაქსველი - ტიაგო მოტა (58. გამეირო), მატუიდი - შანტომი, პასტორე - ლუკას მოურა (83. სახო), ლავეცი.

ვალენსია (4-2-3-1): გუაიტა - ბარაგანი, მატიო, რუისი, სისოკო - პარეხო, ალბელდა (46. ბანეგა) - ფეგული (63. პიატი), ტინო კოსტა, ჟონასი (76. ვალდესი) - სოლდადო.

გაფრთხილება: ლავეცი - ალბელდა, ვიქტორ რუისი, სოლდადო, პარეხო, ბანეგა

მაყურებელი: 44 867

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

პარი სენ ჟერმენი-ვალენსია 1:1 - იმედის 11 წუთი [VIDEO]

[VIDEO] კაბო-ვერდე ეძახე და ესპანეთს ფრე გაუგორა

[VIDEO] აკრძალვის მიუხედავად - საფონოვის ცოლმა ჩემპიონთა ლიგის ფინალზე რუსეთის დროშა მაინც შექმნა

[VIDEO] მბაპე მეძავის შვილია - სკანდირებდნენ პსჟ-ს გულშემატკივრები. კომენტარი ანრიმ გააკეთა

ეკვადორში ზეიმია - პრეზიდენტმა დასვენების დღე გამოაცხადა

"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა

"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა

20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან

ჯიქია დეპოშია. "ის არაფერს წარმოადგენს" - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს

ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა

20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა

პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა

ოიარსაბალი: ფეხბურთი ცირკითაა გარემოცული

აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე

მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება

"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე

მამარდაშვილის "ლივერპული" არ ნებდება - 100 მილიონზე მეტის შეთავაზებას გააკეთებენ

პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა

[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა

[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა

საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა

[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა

"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს