ბავშვთა ფეხბურთის სპეციალისტი გია ჯანგავაძე: ნიჭიერი ბავშვების დაკარგვა დანაშაულია!

უყურადღებობა, გულგრილობა და ნაადრევი პასუხისმგებლობა - ბავშვთა ფეხბურთის ცნობილი სპეციალისტი გია ჯანგავაძე ამას მიიჩენევს უმთავრეს მიზეზად, რის გამოც საქართველოში ნიჭიერი ბავშვები იკარგებიან.

ჯანგავაძე ამ ყველაფერს მისთვის კარგად ნაცნობი ფეხბურთელების მაგალითზე გვიყვება. მან "ნორჩ დინამოელში" 1988- 1989 წლიანების მშვენიერი თაობა გაზარდა (რევაზ თევდორაძე, გიორგი ელბაქიძე, ზურაბ გვაძაბია, დათო მჭედლიშვილი, ბექა გოცირიძე, გიორგი ვასაძე, გიორგი ჯანელიძე), საფეხბურთო სამყაროს პრობლემებს შიგნიდან იცნობს და გული წყდება, რომ ამ ბიჭებიდან რამდენიმე აღარ თამაშობს.

- ქართულ ფეხბურთს უამრავი პრობლემა აწუხებს და ვფიქრობთ, ერთ-ერთი უმთავრესი ნიჭიერი ფეხბურთელების შეუნარჩუნებლობაა. დღე და ღამ ვწუწუნებთ, რომ თაობები არ მოდის, მაგრამ ვინც მოდის, მათ ვერ ვუფრთხილდებით. მაგალითად, 1988 წელს დაბადებულთა გამორჩეული თაობიდან საქართველოს უმაღლესი ლიგაში ზედმეტი აღმოჩდნენ მეკარე თევდორაძე, მცველები დათო მჭედლიშვილი, გიორგი ელბაქიძე და ზურაბ გვაძაბია. ანუ, ის ბიჭები, რომლებსაც "ამერის" და სხვადასხვა ასაკის ნაკრებების ხელმძღვანელობა 15 წლიდან ენდობოდა, მაგრამ 22 წლის ასაკში უმაღლესი ლიგაში მათი აყვანა არც ერთმა კლუბმა არ ისურვა. მართალია, "ამერის" ძირითადში მხოლოდ თევდორაძე და ელბაქიძე ხვდებოდნენ, მაგრამ მჭედლიშვილი და გვაძაბიაც ხშირად თამაშობდნენ და ხელწამოსაკრავები ბავშვები ნამდვილად არ ყოფილან.

თევდორაძე ამჯამად ლატვიაშია, გვაძაბია თბილისის "ლოკომოტივში" გამოდის, 21 წლის მჭედლიშვილი და 22 წლის ელბაქიძე კი უგუნდოდ დარჩნენ. არადა, ორივეს ახალგაზრდულ ნაკრებში უთამაშია. ყველა აღიარებდა, რომ მისი სახით ნიჭიერი მცველები გვეზრდებოდა, მაგრამ "ამერი" დაიშალა, კლუბი დროულად ვერ მოძებნეს და ისე გამოვიდა, რომ ამ ბიჭებს "ამერსა" და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში სულ ტყუილად უთამაშიათ.

- ორივე მათგანი "ზესტაფონში" ვარჯიშობდა, ელბაქიძე "გაგრაშიც" იყო, მაგრამ ფორმაში ვერ შევიდნენ.

- ისინი იმდენი ხანი იყვნენ უგუნდოდ, რომ ფორმის აღსადგენად დრო სჭირდებოდათ. ეს ბიჭები სულ ორიოდე წლის წინ რაღაცას წარმოადგენდნენ და უცებ ყველამ დაივიწყა. იგივე ბექა გოცირიძის ამბავი ავიღოთ. ამ ბავშვს ძალიან ტვირთავდნენ, ეროვნულში, ახალგაზრდულში და კლუბში ათამაშებდნენ. მერე ის საშინელი ავარია შეემთხვა და ლამის ყველამ დაივიწყა. ტელეფონით შეხმიანებას წინ რა უდგას, მაგრამ ელემენტარულ ყურადღებას აღარ აქცევენ. არადა, ფეხბურთელი მხოლოდ მეოდანზე ხომ არ არსებობს, ჩვეულებრივი ადამიანური გრძნობები აქვს და დავიწყებას განიცდის. ამ დროს, სულ სხვა სტიმულია, როდესაც ტრავმირებული ყურადღებას გრძნობს. ადამიანისთვის ხომ ყველაზე ძვირფასი ყურადღებაა. 15 წლისამ პირველ ლიგაში რომ ითამაშა, ნაკრებში 17 წლის აიყვანეს - ახლა დავიწყებულია.

საერთოდ, მიმაჩნია, რომ ამ ბიჭებს ნაადრევად დააკისრეს დიდი პასუხისმგებლობა - იძახებდნენ სხვადასხვა ნაკრებებში, გოცირიძეს და თევდორაძეს ეროვნულშიც, კლუბშიც თამაშობდნენ და ეს უზარმაზარ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დატვირთვას უკვაშირდებოდა. ამას ზოგიერთმა ვერ გაუძლო. ყმაწვილების ასეთი დატვირთვა გაუმართელბელიცაა. ახლა კი დაივიწყეს, რაც კიდევ უარესი ფსიქოლოგიური დარტყმაა. ელბაქიძე ავიღოთ. ის ნიჭიერი მცველია და დარწმუნებული ვარ, სწორი განვითარების შემთხვევაში, ეროვნულ ნაკრებში ადგილს დაიმკვიდრებდა - ვინმე დაინტერესდა, სად არის ახლა ეს 22 წლის ბიჭი და რატომ არსად თამაშობს? იყო "გაგრაში", "ზესტაფონში", მაგრამ იმდენი დრო გაუცდა, ფორმის აღდგენა ვერ მოახერხა, გამოუშვეს და ქუჩაში დარჩა, სხვებმა მისი ნახვაც არ ისურვეს. მინდა დავიჯერო, რომ გიორგი ფეხბურთს დაუბრუნდება, რადგან ასეთი ნიჭიერი ბავშვის დაკარგვა დანაშაულია!

ზურა გვაძაბია ახლა პირველ ლიგაში "ლოკომოტივში" გამოდის. დათო მჭედლიშვილი "ზესტაფონში" ვარჯიშობდა, ტრავმა მიიღო და ოპერაციის ხარჯი კლუბმა გადაუხადა. თუმცა, ახლა არსად ჩანს. არადა, მაგარი ბიჭია. ჩვენ ვიცით მათი შესაძლებლობები, მაგრამ არავინ შეწუხებულა და მათი მობრუნება არ უცდია.

საერთოდ, ორგანიზმის ნაადრევად გადაღლა უამრავ უარყოფით შედეგს იწვევს. ვფიქრობ, ლევან ყენიას გაუთავებელი ტრავმიანობაც გადატვირთვის შედეგია, ერთდროულად რამდენიმე ნაკრებში თამაში უდიდესი ფსიქოლოგიური და ფიზიკურ დატვირთვას უკავშირდება და ორგანიზმმა ვერ გაუძლო.

ბექა გოცირიძემ ამ ყველაფერს და უმძიმეს ავარიას გაუძლო, სასწაული იყო, ფორმა რომ აღიდგინა. ის ახლა მზადაა, 90 წუთი ითამაშოს, მაგრამ მისი პრობლემა "კრივბასის" მწვრთნელია, რომელიც ქართველ ახალგაზრდას უდიერად ექცევა. ამ დროს ქართველები მაინც არ უნდა ვამხნევებდეთ? სამწუხაროდ, ბექა ამ თანადგომას ვერ გრძნობს და ძალიან განიცდის. ესაა მადლიერება იმისთვის, რომ 13 წლიდან საქართველოს სახელისთვისთვის აეროპორტიდან აეროპორტში რომ მოგზაურობდა? ასეთი იგნორირებით, შეიძლება, უნიჭიერეს ბიჭს გული აუცრუვდეს და კარიერა დაასრულოს. შესაძლოა, ამით მსოფლიო ფეხბურთმა არაფერი დაკარგოს, მაგრამ საქართველო ტალანტებით არც ისე მდიდარია, გამზადებული ფეხბურთელები თვალსა და ხელს შუა რომ დავკარგოთ. მერე კი იტყვიან, ფეხბურთი არ უყვარდაო.

- ტალანტებს სხვა მიზეზითაც ხომ არ ვკარგავთ - უფასო საფეხბურთო სკოლა თითქმის აღარ დარჩა, ფასიანში კი ყველა ვერ დადის.

- რა თქმა უნდა, ეს სერიოზული პრობლემაა, მაგრამ მერწმუნეთ, ახლა საფეხბურთო სკოლები ტალანტებს ქუჩაში არ ტოვებენ, ფულსაც არ ახდევინებენ. მე დიდ დიღომში "ვისოლის" საფეხბურთო სკოლაში ვმუშაობ და ჩვენთან ასეც ხდება. ბოლოს და ბოლოს, ეს პრაგმატული გათვლაა - ვარსკვლავის გაზრდით, სკოლა ათჯერ მეტ თანხას მიიღებს და ერთი ნიჭიერი როგორ ვერ უნდა შეინახო?

- როგორ ადგენთ, რომ ბავშვი ტალანტია და ფული არ უნდა გადაიხადოს?

- ეს სკოლის მწვრთნელთა საბჭოზე წყდება. ბრმა უნდა იყო, ნიჭიერი რომ ვერ შენიშნო და და თუკი მართლა გამორჩეული ბავშვია, შეიძლება, სტიპენდიაც დაუნიშნო. დამიჯერეთ, ახლა ყველა სკოლა ნიჭიერებს ეძებს. უნიჭოები იგონებენ ზღაპრებს, რომ დაჩაგრეს და ფულის გამო წამოვიდა. ერთგან თუ დაჩაგრეს, თავი მეორე სკოლაშიც ვერ გამოიჩინა?

- თუკი ტალანტებს ბავშვთა ფეხბურთში უფრთხილდებიან, მაშინ დიდებში რაღა ხდება?

- დიდების ფეხბურთში უფრო გაუგებარია ვითარება, რომლის ახსნაც ჩემს ლოგიკას აღემატება. დარწმუნებული ვარ, რომ ელბაქიძესა და მჭედლიშვილს ევროპულ დონეზე თამაში შეუძლიათ. არ გახსოვთ, ელბაქიძე 19 წლის იყო, უეფას თასზე ბერლინის "ჰერტასთან" დამაჯერებლად რომ ითამაშა. ქართველები ისედაც მცირერიცხოვანი ერი ვართ და ერთმანეთს სხვებზე მეტად უნდა ვუფრთხილდებოდეთ, მით უფრო ნიჭიერებს. ელემენტარულად, ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ ახსოვთ და სჭირდებათ. ათასჯერ გავიმეორებ, ტალანტებს უყურადღებობის გამო ვკარგავთ. არადა, დღეს მათ რომ გავუფრთხილებით, ხვალ მათ გაკვალულ გაზას სხვები თამამად გაჰყვებიან და ქართული ფეხბურთი უფრო მდიდარი გახდება. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ პრობლემებზე სერიოზულად არავინ ფიქრობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის