ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"იბერია სტარი" რუსეთში ემზადება - საქართველოს ჩემპიონი "ერიომენკოს თასზე"?

"იბერია სტარი" რუსეთში ემზადება - საქართველოს ჩემპიონი "ერიომენკოს თასზე"?

რუსეთს ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ლიგა აქვს და ასეთი სპარინგები ჩვენს ჩემპიონს "ოთხთა ფინალამდე" აუცილებლად წაადგება
უეფას "ოთხთა ფინალამდე" "იბერია სტარი" მოსკოვში ემზადება. საქართველოს ჩემპიონი მოსკოვსა და მის გარეუბანში რუსეთის სუპერლიგის გუნდებთან სამ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს: 7 მარტს კპრფ-ს შეხვდა, 8 მარტს - "გაზპრომ-იუგრას", ხოლო 10 მარტს - "მიტიშჩის".

ეს გადაწყვეტილება უსაფუძვლოდ არ მიუღიათ: რუსეთს ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ლიგა აქვს და ასეთი სპარინგები ჩვენს ჩემპიონს "ოთხთა ფინალამდე" აუცილებლად წაადგება.

საქართველოს დელეგაცია მოსკოვში 4 მარტს გაემგზავრა და იქ 11 მარტამდე დარჩება.

"იბერია სტარმა" პირველი საკონტროლო შეხვედრა 7 მარტს ჩაატარა. სერჟიო ბენატის გაწვრთნილებმა კპრფ-სთან 1:1 ითამაშეს.

ჯერ მეტოქეზე: კლუბი რუსეთის პრემიერლიგის მონაწილეა. მას კი, არც მეტი, არც ნაკლები, რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია აფინანსებს და გუნდის აბრევიატურაც აქედან მომდინარეობს. მაგრამ ისიც სათქმელია, რომ ეს გუნდი ისედაც სახელგატეხილ პარტიას იმიჯს ვერ უკეთებს - სუპერლიგაში ბოლო ადგილზეა.

გუნდში ორი ქართველია: მეკარე გიორგი ზამთარაძე და უნივერსალი გიორგი სომხიშვილი.

საქართველოს ჩემპიონი პირველ ტაიმში ბრაზილიელი ფუსტეს დარტყმით დაწინაურდა, მაგრამ მეორე ნახევარში "კომუნისტებმა" წონასწორობა აღადგინეს და საბოლოოდ მატჩი 1:1 დასრულდა. და ვინ გაგვიტანა? დიახ, სწორედ... სომხიშვილმა! ზამთარაძემ კი ჩვენი ჩემპიონის წინააღმდეგ პირველ ტაიმში ითამაშა.

ამასობაში გუნდის პრეზიდენტი ვახო წერეთელი და ვიცე-პრეზიდენტი ზვიად ხაჩიაშვილი რუსეთის მინი-ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა ემილ ალიევმა ოფისში მიიწვია. მათ აპრილში, თბილისში გასამართ "ოთხთა ფინალსა" და სხვა საკითხებზეც ილაპარაკეს, მათ შორის, მომავალ თანამშრომლობაზე.

მალე მოსკოვში კონსტანტინ ერიომენკოს სახელობის თასის ევრაზიული გათამაშება დაიწყება, რომლის ორგანიზატორიც რუსეთის ფუტსალის ასოციაციაა. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2012 წელს "იბერიას" პრეზიდენტი პოსტსაბჭოური ტურნირის დაფუძნების ერთ-ერთი ინიციატორი გახლდათ.

გუნდის მენეჯერის, გიორგი დარჯანიას თქმით, წერეთელმა ალიევი თბილისში "ოთხთა ტურნირზე" დაპატიჟა:

"რუსული ფუტსალი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო.

ჩვენ შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება ნამდვილად არ გვაწყენდა - რუსეთში უამრავი საკლუბო და სანაკრებო ტურნირი იმართება და მონაწილეობაზე უარის თქმა სისულელე იქნებოდა.

გარდა ამისა, "იბერიას" პრეზიდენტი "ერიომენკოს თასზე" გამოსვლითაც დაინტერესდა.

საერთაშორისო ტურნირებზე ხშირად ვთამაშობთ, მაგრამ რაც მეტი იქნება, მით უკეთესი. ტურნირზე განაცხადის წარსადგენად აუცილებელ დოკუმენტაციას რუსულ მხარეს აპრილის შუა რიცხვებში გადავცემთ".

შეგახსენებთ, რომ უეფას თასის "ოთხთა ფინალის" მატჩებს თბილისის სპორტის სასახლე 25, 26 და 28 აპრილს უმასპინძლებს. ტიტულისთვის იბრძოლებენ: საქართველოს საუკეთესო კლუბი "იბერია სტარი", თასის ამჟამინდელი მფლობელი "ბარსელონა", რუსეთისა და ყაზახეთის ჩემპიონები - მოსკოვის "დინამო" და ალმათის "ქაირათი".

ტურნირისთვის მზადება უკვე დაწყებულია. ფედერაციის საორგანიზაციო კომიტეტმა და პრესსამსახურმა მოხალისეების შესარჩევი კონკურსი დაიწყეს. ე. წ. ვოლონტიორები ტურნირის მიმდინარეობისას საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს დაეხმარებიან და "ოთხთა ფინალის" მედიაოფიცრის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ იმუშავებენ.

ნახევარფინალური შეხვედრების კენჭისყრა თბილისში, 27 მარტს სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე

"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა

გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა

აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო

VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები

ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში

უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"

"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს

მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის

როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა

ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...