ჩიუნიეთ ჩაქირის მიერ ნანის გაძევებას სპეციალისტების უმრავლესობა სამართლიანად მიიჩნევს
ინგლისელთა მტერი?

"რეალთან" მატჩის არბიტრ ჩიუნიეთ ჩაქირს გამოუცდელს ძნელად თუ უწოდებ. სხვა თუ არაფერი, 36 წლის მსაჯი მესამე სეზონია, ჩემპიონთა ლიგის მატჩებს ემსახურება. ამას გარდა, ის ევრო 2012-ზეც მუშაობდა, სადაც ესპანეთი-პორტუგალიის 1/2-ფინალური მატჩი განსაჯა. კუნძულელებს, ზოგადად, დეტალებში ჩაღრმავება სჩვევიათ, როცა საქმე მათ ეხება.

სწორედ მათ აღმოაჩინეს და შაქირს ბრალად წაუყენეს, რომ მას ძალიან არ უყვარს ინგლისური გუნდები. თურქმა არბიტრმა 2011 წლის მარტში "მანჩესტერ სიტის" იტალიელი თავდამსხმელი მარიო ბალოტელი კიევის "დინამოს" მაკედონიელი მცველის, გორან პოპოვის წინააღმდეგ უხეშობისთვის გააძევა (მიზეზი მაშინაც გაშლილი ფეხით თამაში იყო); 2012 წლის აპრილში ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში "ჩელსი"-"ბარსელონაზე" ჯონ ტერის ალექსის სანჩესისთვის ზურგიდან ფეხის ჩარტყმის გამო უჩვენა წითელი ბარათი; 2012 წლის სექტემბერში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში უკრაინელი დენის გარმაშის წინააღმდეგ უხეშობისთვის სტივენ ჯერარდს მეორე ყვითელი ბარათი აუფრიალა; 2012 წლის დეკემბერში კი ფიფას მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში "კორინთიანსთან" "ჩელსის" ცენტრალური მცველი გარი კეჰილი გააძევა.

გრემ პოლი განმარტავს

ჩვენმა ინგლისელმა კოლეგებმა "დეილი მეილის" ფურცლებზე წარსულში სახელგანთქმულ ინგლისელ არბიტრ გრემ პოლს საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება სთხოვეს. აი, რა თქვა 49 წლის ვეტერანმა არბიტრმა:

- ჩიუნიეთ ჩაქირი გამოცდილი და ავტორიტეტული არბიტრია, თუმცა მის გადაწყვეტილებას პირადად მე მაინც ვერ გავიზიარებ. მთელი მატჩის განმავლობაში ყურადღებით ვაკვირდებოდი. პირველი ტაიმი მან, პრაქტიკულად, იდეალურად ჩაატარა. ფეხბურთელებს ბურთი ხელზე ორჯერ მოხვდათ, მაგრამ მას ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია.

ვიმეორებ, პირველი 45 წუთი კარგად იმსაჯა. 59-ე წუთზე კი წითელი ბარათი გამოიყენა. ინგლისში სიტყვა უხეშობა ფეხბურთში გვესმის, როგორც წინასწარ განზრახული მოქმედება. ფეხბურთელი ბურთს ხედავს, მაგრამ მაინც უხეშობს, რომ ის ხელში ჩაიგდოს. მე, როგორც ინგლისელი, აღნიშნულ მომენტში არბიტრის ხელში მაქსიმუმ ყვითელ ბარათს ველოდი და ძალიან გამიკვირდა ის, რაც დავინახე.

შეხვედრის შემდეგ ბევრ ავტორიტეტულ მსაჯს ველაპარაკე, რათა მათი შეფასება მომესმინა. ჩემი კოლეგების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ჩაქირი მართალი იყო. მათი პოზიცია იდეალურად განმარტა როი კინმა, ვინც თქვა, რომ მსგავს სიტუაციებში მნიშვნელობა არ აქვს, ფეხბურთელის ქმედება გამიზნული იყო თუ არა.

დამიჯერეთ, ჰოვარდ ვებმა იცის, რომ შეცდა, როცა 2010 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ნაიჯელ დე იონგი არ გააძევა. თუმცა, მეორე მხრივ, ამ ორი მომენტის შედარება შეუძლებელიც არის. არბიტრების უმრავლესობა სპეციალურ სემინარებს ესწრება, რომლებსაც პიერლუიჯი კოლინა ატარებს. იტალიელის აზრით, მსგავსი გამოხდომები ფეხბურთში უნდა ამოიძირკვოს. ჩაქირს ალბათ სწორედ ეს შეგონებები უტრიალებდა გონებაში.

ჩაქირი და ცოტა იუმორი

"გარდიანის" ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" 18 წლის გულშემატკივარმა ქალაქ ბინგჰემიდან "რეალთან" შეხვედრის მიმდინარეობისას პოლიციის ცხელ ხაზზე დარეკა, "ოლდ ტრეფორდზე" მომხდარი "დანაშაულის" შესახებ მოახსენა და ეჭვმიტანილი ჩიუნიეთ ჩაქირის დაკავება მოითხოვა. მოგვიანებით ის ისევ დაუკავშირდა 999-ის სამსახურს და უაზრო გამოხდომისთვის ბოდიში მოიხადა.

გაგიკვირდებათ და...

სხვათა შორის, როი კინის პოზიციას იზიარებს "დეილი მეილის" მკითხველთა დიდი ნაწილიც (66%) - მათი აზრითაც, მსაჯი მართალი იყო, როცა ნანი გააძევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მანჩესტერი-რეალის გამოხმაურება: შენ ჩაქრი, ჩაქირ!

"მარკამ" "მანჩესტერი"-"რეალის" მატჩის არბიტრს მსაჯობისთვის ორიანი დაუწერა

"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა