ანდერს ლევინსენი: გაისად საქართველოში გავხსნით 15 ახალ სკოლას და 3 ათას ბავშვსა და 300 მწვრთნელს მოვამზადებთ

შვიდი წელიწადია, საქართველოში "ოუფენ ფან ფუტბოლის" (ღია სახალისო ფეხბურთის) პროგრამა მოქმედებს. "ლელოს" მკითხველი ამ ორგანიზაციის ქართული ოფისის საქმიანობის შესახებ ინფორმირებულია. თუმცა გადავწყვიტეთ, "ოუფენ ფან ფუტბოლის" სკოლების მუშაობის თაობაზე უფრო სრული ინფორმაცია მოგაწოდოთ. თანაც, საამისო მიზეზიც გვაქვს - ბოლო ხუთი დღის განმავლობაში თბილისს სტუმრობდა ”ოუფენ ფან ფუტბოლის" პროგრამის დამფუძნებელი და ცენტრალური ოფისის ხელმძღვანელი, დანიელი ანდერს ლევინსენი, რომელთანაც, ვფიქრობთ, საინტერესო ინტერვიუ გამოგვივიდა.

- რა არის თქვენი ამჟამინდელი ვიზიტის მიზანი?

- შვედური ორგანიზაცია SIDA, რომელიც "ოუფენ ფან ფუტბოლის" მთავარი დონორია, დაფინანსებას წყვეტს და ჩვენმა პროგრამამ სხვა სპონსორები უნდა ეძიოს. თუმცა საგანგაშო არაფერია, ინტენსიურ შეხვედრებს ვატარებთ სხვადასხვა ორგანიზაციასთან და დარწმუნებული ვარ, პროგრამას საფრთხე არც სამომავლოდ შეექმნება. თბილისში შევხვდით SIDA-ს და UNICEF-ის წარმომადგენლებს, საქართველოში შვედეთის ელჩსა და სხვა ოფიციალურ პირებს.

ამ დღეებში უეფა რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის აქციებს ატარებს და ამ თემასაც მივუძღვენით საგანგებო ღონისძიებები. გარდა ამისა, ვიყავით გორში, სადაც "ოუფენ ფან ფუტბოლის" სკოლის მუშაობას დავაკვირდით, შევხვდით ადგილობრივ ხელმძღვანელებს. ვნახეთ წეროვანის დევნილთა დასახლებაში, მცხეთასა და თბილისში მოქმედი სკოლები. ძალიან კმაყოფილი დავრჩი, მოხარული ვარ, რომ ჩვენი პროგრამა საქართველოში ასეთი წარმატებით ხორციელდება.

ვიზიტის ბოლო დღეს კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას შევხვდი და საერთო ენა მასთანაც იოლად გამოვნახე. მოკლედ, ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება. მოხარული ვარ, რომ ქართული ფეხბურთის განვითარებაში წვლილი შეგვაქვს. ბავშვებს ხომ უსასყიდლოდ ვაძლევთ ფეხბურთთან ზიარების საშუალებას, სკოლებს ვჩუქნით საფეხბურთო ინვენტარს და ვეხმარებით სამომავლო მუშაობის გეგმის შედგენაში.

ჩვენი პარტნიორობის შვიდწლიან ისტორიაში გავხსენით 79 სკოლა, მოვიზიდეთ 10 ათასზე მეტი ბავშვი, მოვამზადეთ ათასზე მეტი მწვრთნელი.

- ეროვნულ სტადიონზეც გნახეთ საქართველოსა და შვედეთის 17-წლამდელთა მატჩისას...

- ქართველი ჭაბუკების თამაშით აღფრთოვანებული დავრჩი, მათი ოსტატობის სიტყვებით გადმოცემაც კი მიჭირს. ახლა მთავარია, ამ ბიჭებმა განვითარება სასურველი ტემპით განაგრძონ და ეროვნულ ნაკრებში დამკვიდრდნენ. მერწმუნეთ, 17-წლამდელთა ძალიან ბევრი ნაკრები მინახავს და ამ ასაკში ასეთი ძლიერი გუნდი პირველად ვიხილე. ქართველებმა შვედებს ათი თავით აჯობეს. განსაკუთრებით გურამ სამუშიას შესანიშნავმა თამაშმა გამახარა, იმიტომ, რადგან ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში წვლილი ჩვენს ორგანიზაციასაც მიუძღვის. როცა 2003 წელს ჩვენი სკოლა ზუგდიდში გავხსენით, მაშინ იქ ინფრასტრუქტურის მხრივ უმძიმესი ვითარება იყო. სამუშიამ სწორედ მაშინ დაიწყო თამაში და შედეგსაც ყველა ხედავს...

- ხომ არ ხართ დაინტერესებული ნიჭიერი ქართველი მოზარდების დანიურ კლუბებში წაყვანით?

- არა, ჩემი საქმიანობა მხოლოდ 7-დან 12 წლამდე ბავშვების აღზრდას მოიცავს.

- როდის დაიწყო თქვენი ორგანიზაციის საქმიანობა და ამჟამად რამდენ ქვეყანაში გაქვთ წარმომადგენლობა?

- "ოუფენ ფან ფუტბოლის" პირველი სკოლები 1998 წელს გავხსენით სკანდინავიისა და ბალკანეთის ქვეყნებში. ქართულ მხარესთან თანამშრომლობა 2003 წელს დავიწყეთ, ჩვენი ბოლო ახალი წევრი კი უკრაინაა. დღეისთვის ჩვენს ოჯახში 14 ქვეყანაა გაერთიანებული და გეოგრაფიის გაზრდას კიდევ ვაპირებთ.

- თუ არ ვცდებით, "ოუფენ ფან ფუტბოლის" პროგრამაში ქართული მხარის მეშვეობით გაწევრიანდნენ აზერბაიჯანი და სომხეთი...

- დიახ, ასეა, ქართველების წყალობით ჩვენმა საქმიანობამ მთელი სამხრეთ კავკასია მოვიცვა. "ოუფენ ფან ფუტბოლის" კავკასიური შტაბი თბილისში მდებარეობს და ვალერი ჩოლარია არა მხოლოდ ქართული, არამედ მთლიანად სამხრეთკავკასიური ოფისის ხელმძღვანელია.

- ისიც ვიცით, რომ თქვენი პროგრამა აქტიურად მუშაობს კონფლიქტურ რეგიონებშიც.

- დიახ, ყველნაირად ვცდილობთ, ფეხბურთის საშუალებით ერთმანეთს დაპირისპირებული ადამიანები დავაახლოვოთ. შორს რომ არ წავიდეთ, თბილისში ერთმანეთს ხშირად ხვდებიან აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლები და ფეხბურთსაც ერთი გუნდის შემადგენლობაში თამაშობენ. უშუალოდ კონფლიქტურ ტერიტორიებს რაც შეეხება, ალბათ ბევრმა არ იცის, რომ "ოუფენ ფან ფუტბოლის" სკოლები მოვაწყვეთ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებშიც – კერძოდ, ოჩამჩირეში, გალში, ცხინვალში... ეს ყველაფერი იყო 2003 წელს, რუსეთ-საქართველოს ომამდე კი სკოლები გავხსენით კოდორის ხეობასა და სამხრეთ ოსეთის ქართულ სოფლებში.

- როგორია თქვენი უახლოესი გეგმები საქართველოში?

- თბილისში ახალ წლამდე კიდევ ჩამოვალ და ჩვენს სამოქმედო გეგმაზე უფრო ვრცლად მაშინ ვისაუბროთ, თუმცა იმის თქმა კი შემიძლია, რომ გაისად საქართველოში გავხსნით 15 ახალ სკოლას, მოვამზადებთ 3 ათას ბავშვსა და 300 მწვრთნელს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"