"ბარსელონას" ნახევარმცველი "მილანთან" საპასუხო მატჩის წინ ოპტიმისტურად არის განწყობილი
"ბარსელონას" ნახევარმცველ ჩავის, "მილანთან" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩის წინ, რომელიც სამშაბათს ესპანეთში გაიმართება, სჯერა, რომ მისი გუნდი იტალიელებთან ორბურთიან სხვაობას გააბათილებს.

შეგახსენებთ, რომ "სან სიროზე" გამართულ პირველ დაპირისპირებაში "მილანმა" 2:0 გაიმარჯვა.

"საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ პირველი მატჩიდან გამოყოლილ დეფიციტს აღმოვფხვრით, მიუხედავად იმისა, რომ "მილანი" საკმაოდ ძლიერი გუნდია.

მოედანი კარგი იქნება, გულშემატკივრებისგანაც ბრწყინვალე მხარდაჭერას ველით.

ბოლო წარუმატებლობის შემდეგ გუნდში ყველამ სწორი დასკვნები გავაკეთეთ, რაც თავდაჯერებას გვმატებს. ჩვენ მსაჯის სასტვენისთანავე შევუტევთ "მილანის" კარს და შევეცდებით, სწრაფი გოლი გავიტანოთ, რათა მეტოქე უმალ წნეხის ქვეშ მოვაქციოთ.

ამ დაპირისპირების ბედის ჩვენ სასიკეთოდ შესაცვლელად 90 წუთი ნამდვილად გვაქვს და დამატებით შესაძლოა კიდევ 30 წუთიც... დროის ამ მონაკვეთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ყველაფერთან ერთად, დაცვაში სიფრთხილით უნდა ვიმოქმედოთ. არ უნდა დავუშვათ ბურთის უაზროდ დაკარგვა და ჩვენი კარის სიახლოვეს დაჯარიმება. რაც მთავარია, ის თანმიმდევრულობა და სტაბილურობა უნდა დავიბრუნოთ, რაც ბოლო მატჩებში ასე გვაკლდა", - აქვეყნებს ესპანელის ნათქვამს El Mundo Deportivo.

ასევე იხილეთ:

კარლეს პუიოლი: ვიცით, რა უნდა ვქნათ, რომ გამარჯვებები დავიბრუნოთ

ანდრეს ინიესტა: "მილანმა" სწორად ითამაშა, მაგრამ წინ კიდევ საპასუხო მატჩია

მილანი-ბარსელონა 2:0 - კატალონიელთა მიწიერი სახე [VIDEO]

"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!