"შალკეს" მე-400 საშინაო მატჩის მოგება მაინცდამაინც "დორტმუნდთან" უნდა
ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე ზუსტად ათი ტურია დარჩენილი და ბოლოდან მეათე ტურში რურის დიდი დერბია, რომელიც მიუნხენის "ბაიერნის" ჰეგემონიის ფონზე ნამდვილად გაგვახალისებს. "შალკესა" და დორტმუნდის "ბორუსიას" დაპირისპირება ტურის ყველა სხვა შეხვედრას ჩრდილავს, თუმცა რამდენიმე თამაშს ინტრიგა არ აკლია. მაგალითად, "ფიურტისა" და "ჰოფენჰაიმის" დუელი გადარჩენისთვის ბრძოლაა. ხვალ ევროპალიგის საგზურებისთვის ერთმანეთს "ჰანოვერი" და "აინტრახტი", ასევე "შტუტგარტი" და "ჰამბურგი" შეებრძოლებიან.

დერბთა დერბი

"შალკეს" ბუნდესლიგაში საკუთარ მოედანზე ზუსტად 399 გამარჯვება აქვს მოპოვებული და მე-400 თამაშის მოგებას სწორედ მოსისხლე მტერ "დორტმუნდთან" აპირებს. გელზენკირხენელებს დორტმუნდელებთან დუელის დროს მოტივაცია ისედაც არ აკლიათ ხოლმე, მაგრამ რიგით მე-400 საშინაო მატჩის მაინცდამაინც "ბორუსიასთან" მოგება ყველა შალკელისთვის უდიდესი გამოწვევაა.

"შალკეს" მენეჯერი ჰორსტ ჰელდტი დღეს გახსნილ თამაშს ელის და სჯერა, რომ რურის დიდი დერბი მოლოდინს ასი პროცენტით გაამართლებს. იქნება თუ არა მატჩი სანახაობრივი, ამას დღეს ვნახავთ, მანამდე კი გადაჭრით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ აგრესიულ თამაშს უნდა ველოდოთ, "შალკეს" კი სწორედ ასეთი მატჩებისთვის ზედგამოჭრილი ფეხბურთელი, აგრესიული საყრდენი ნახევარმცველი ჯერმეინ ჯონსი აკლია. ამ უკანასკნელმა წინა ტურში, "ვოლფსბურგთან" (4:1 "შალკეს" სასარგებლოდ) მეხუთე გაფრთხილება მიიღო და დისკვალიფიცირებულია.

"დორტმუნდში" კაპიტან სებასტიან კელისა და სვენ ბენდერის თამაშია საეჭვო. სხვა მხრივ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასული დორტმუნდელები (3:0 "შახტართან") რევანშზე ფიქრობენ - გაგახსენებთ, რომ პირველ წრეში "შალკემ" გერმანიის მოქმედი ჩემპიონი მისსავე მოედანზე 2:1 დაამარცხა.

"იმედი მაქვს, რომ გელზენკირხენში მოვიგებთ და ამით პირველ წრეში განცდილი მარცხისთვის შურს ვიძიებთ, - აცხადებს დორტმუნდელთა სპორტული დირექტორი მიხაელ ცორკი და იქვე დასძენს, - ძალიან არ მინდა, რომ ერთ სეზონში "შალკემ" ორჯერ მოგვიგოს."

სპორტული თვალსაზრისით დერბის უმთავრესი ინტრიგა ისაა, რომ "შალკეს" ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება უნდა, დორტმუნდელების მიზანი კი ამიერიდან მეორე ადგილის შენარჩუნებაა.

სავარაუდო შემადგენლობები

შალკე (4-2-3-1): ჰილდებრანდი - უჩიდა, ჰიოვედესი, მატიპი, კოლასინაცი - ჰიოგერი, ნოიშტედტერი - ფარფანი, დრაქსლერი, მიშელ ბასტოსი - ჰუნტელაარი.

დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - გიუნდოგანი, ნ. შაჰინი - ბლაშჩიკოვსკი, გიოტცე, როისი - ლევანდოვსკი.

არბიტრი: პეტერ გაგელმანი (ბრემენი)

კროოსი: ჩემპიონობა რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავინაღდოთ!

მიუნხენის "ბაიერნი" დიუსელდორფის "ფორტუნას" მასპინძლობს და წესით, რეკორდმაისტერს მორიგი სამი ქულის მოპოვება არ უნდა გაუჭირდეს. დიუსელდორფელების საკულტო როჯ-ჯგუფ "დი თოთენ ჰოზენის" სოლისტი კამპინო მღერის, "ბაიერნში" არასდროს გადავიდოდიო (სიმღერასაც სწორედ ასე ეწოდება) და შეიძლება, "ფორტუნას" მიუნხენში ჩაუსვლელობასა და 0:3-იან წაგებაზე ხელი მოეწერა, მაგრამ ეს გუნდი ვალდებულია, "ალიანს არენაზე" ითამაშოს და იბრძოლოს როგორც შეუძლია.

"იძულებულები ვართ, რომ არწაგების იმედი გვქონდეს. მიუნხენში თუნდაც მხოლოდ ერთი ქულის აღება ჩვენთვის ზღაპრული შედეგი იქნება," - აცხადებს "ფორტუნას" მენეჯერი ვოლფ ვერნერი. მართალია, დიუსელდორფელები სატურნირო ცხრილში სამშვიდობოს არიან და მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე არ ემუქრებათ, მაგრამ "აუგსბურგმა" მეორე წრეში სერიოზული პროგრესი განიცადა და თუ "ფორტუნამაც" არ დაიწყო ქულების დაგროვება, შესაძლოა, მალე აღმოჩნდეს რთულ მდგომარეობაში.

ფაქტია, რომ "ფორტუნას" მიუნხენში არათუ ქულის აღება, ერთი გოლის გატანაც კი ძალიან გაუჭირდება, რადგან "ბაიერნმა" მეორე წრეში დღემდე მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა და ისიც "ვერდერთან" 6:1-ზე მოგებულ შეხვედრაში. "მინდა, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავინაღდოთ გერმანიის ჩემპიონობა," - ამბობს ბავარიელთა გამთამაშებელი ტონი კროოსი და თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ რეკორმაისტერი "დორტმუნდს" 17 ქულით უსწრებს, კროოსს ეს წადილი წესით მალე უნდა აუხდეს.

გადარჩენის ფინალი ფიურტში

"ფიურტისა" და "ჰოფენჰაიმის" სახით ერთმანეთს ბოლოადგილოსანი და ბოლოსწინა პოზიციაზე მყოფი გუნდები ხვდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს შეხვედრა ორივე გუნდისთვის ერთ-ერთი უკანასკნელი შანსია. ეს განსაკუთრებით "ფიურტზე" ითქმის, რადგან 25-ე ტურის წინ ფიურტელები სამშვიდობო ზონას 13 ქულით ჩამორჩებიან, სარელეგაციო მე-16 ადგილს კი - 7 ქულით.

"ეს მატჩი ჩვენთვის ფინალია, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ," - განაცხადა "ფიურტის" მეკარე ჰესლმა. აქვე ისიც ვთქვათ, რომ "ფიურტი" ის გუნდია, რომელსაც ამ სეზონში საკუთარ მოედანზე ერთხელაც არ მოუგია. ჰოფენჰაიმელთა ამოცანა კი პირველ რიგში არწაგება იქნება. "სოფლელებმა" წინა ტურში "ბაიერნთან" მხოლოდ 0:1 წააგეს, რაც მათთვის წარმატებად უნდა მივიჩნიოთ, ახლა კი "ფიურტთან" მინიმუმ ფრეს ისურვებენ. ერთი სიტყვით, ფაქტია, რომ ამ დუელში წაგებული მეორე ბუნდესლიგისკენ აიღებს გეზს.

"ფრაიბურგი" ევროპას უმიზნებს

"ფრაიბურგისა" და "ვოლფსბურგის" ჯახი ისეთი გუნდების დაპირისპირებაა, რომელთაგანაც ამ სეზონში რადიკალურად სხვა ფეხბურთს და სხვანაირ შედეგებს ველოდით. "ფრაიბურგი" ყველასათვის მოულოდნელად, ევროზონაშია და ევროპალიგაში მოხვედრის რეალური შანსი აქვს, გაცილებით ძვირადღირებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული "ვოლფსბურგი" კი მე-15 ადგილზე იმყოფება და ევროპალიგის საგზურისთვის მხოლოდ გერმანიის თასიდან თუ იბრძოლებს. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ "ფრაის" "ბაიერნის" შემდეგ საუკეთესო დაცვა ჰყავთ - ბრაისგაუელთა კარის აღება ამ სეზონში მხოლოდ 23-ჯერ მოხერხდა! აქვე ისიც ვთქვათ, რომ კრისტიან შტრაიხის შეგირდებმა ბოლო 12 ოფიციალური მატჩიდან მხოლოდ ერთი წააგეს (1:2 ჰოფენჰაიმთან).

მიუხედავად მე-15 ადგილზე ყოფნისა, "ვოლფებს" მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე თითქოს არ ემუქრებოდათ, მაგრამ ბოლო დროს ქულები უხვად არიგეს, აუგსბურგელები კი მათ სათოფეზე მიუახლოვდნენ, რაც "მგლებისთვის" საშიში ტენდენციაა. "მარტივ სიტუაციაში ნამდვილად არ ვართ," - აღიარებს "ვოლფსბურგის" მწვრთნელი დიტერ ჰეკინგი, რომელიც დღეს ტრავმირებულ ნალდოს ვერ გამოიყენებს.

საშინაო კომპლექსი საგარეო კომპლექსის წინააღმდეგ

"მაინცმა" ზედიზედ ოთხი საშინაო მატჩი ვერ მოიგო და "ლევერკუზენის" სახით ისეთ გუნდს მასპინძლობს, რომელსაც გასვლით მატჩებში აქვს 4-თამაშიანი მოუგებელი სერია. მაინცელთა თავკაცმა თომას ტუხელმა წინა ტურში ადამ სალაისა (12 გოლი) და ნიკოლაი მიულერის (4 გოლი) სახით წამყვანი ფეხბურთელები სკამზე დასვა. სამაგიეროდ, ტუხელმა ივან კლასნიჩი ათამაშა, რომელმაც თომასს მადლობა გოლით გადაუხადა. შესაბამისად, საინტერესოა, ისევ სალაის დააბრუნებს, თუ კვლავ კლასნიჩს ენდობა. ამასთან, ტუხელს მარცხენა მცველი ზაბავნიკი დისკვალიფიცირებული ჰყავს, ჟუნიორ დიასი და სოტო ტრავმირებულები არიან, კირხჰოფის თამაში კი კითხვის ნიშნის ქვეშაა. "ლევერკუზენის" თავკაცთა ტანდემი (ლევანდოვსკი/ჰიიპია) ცენტრალურ მცველ ვოლშაიდს ვერ გამოიყენებს - ეს უკანასკნელი დისკვალიფიცირებულია.

ზოგი ჭირი მარგებელია?

შაბათის საღამოს მატჩი "გლადბახისა" და "ვერდერის" დაპირისპირებაა. მიონხენგლადბახელები ევროზონას მიუახლოვდნენ და შესაძლოა, დღეს ხუან არანგოც დაუბრუნდეთ - ვენესუელელი ტრავმირებული იყო. ლუსიენ ფავრის გუნდმა წინა ტურში სენაციური "აინტრახტის" დამარცხება შეძლო, "ვერდერმა" კი მორიგი სირცხვილი ჭამა - თომას შააფის ბიჭები საკუთარ "ვეზერშტადიონზე" "აუგსბურგთან" 0:1 დამარცხდნენ. "გლადბახთან" დუელში შააფს დაცვის ცენტრში სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს - ძირითადი უკანახაზელები, სოკრატისი და პრიოდლი დისკვალიფიცირებულები არიან. შესაბამისად, შააფი იძულებულია, მათ ნაცვლად ძირითადში პავლოვიჩი და ლუკიმია ათამაშოს. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ძირითადი მცველებით "ვერდერს" 48 (!), ანუ, ყველაზე მეტი გოლი აქვს გაშვებული, იოლი წარმოსადგენია, ლოგიკურად რა უნდა დაემართოთ სათადარიგო მცველებს. თუმცა, შესაძლოა, ლუკიმიამ და პავლოვიჩმა დაკისრებულ ამოცანას თავი სულაც პრიოდლზე და სოკრატისზე უკეთ გაართვან...

"ჰანოვერის" მე-1000 ქულა?

კვირის პირველი მატჩი "ჰანოვერისა" და "აინტრახტის" დაპირისპირებაა, რაც ევროსაგზურებისთვის ბრძოლას ნიშნავს. "წითლებს" ევროპალიგის ზონაში დაბრუნება სურთ, ფრანკფურტელები კი, მართალია, ჯერაც ჩემპიონთა ლიგის ზონაში არიან, მაგრამ მდევრებს 2-ქულიან დისტანციაზე მიახლოვების საშუალება მისცეს. დღეისათვის "აინტრახტის" პრობლემა ისაა, რომ არმინ ფეეს გუნდი გოლების გატანას ვეღარ ახერხებს - "აინტრახტს" 414-წუთიანი უგოლო სერია აქვს. მირკო სლომკას გუნდმა კი ზედიზედ 5 საშინაო მატჩი მოიგო და თუ "ჰანოვერი" "აინტრახტსაც" დაამარცხებს, ბუნდესლიგის ისტორიაში მე-16 გუნდი გახდება, რომელიც 1000-ქულიან ბარიერს გადალახავს.

ლაბადიას განსაკუთრებული მატჩი

"შტუტგარტი" ერთადერთი გერმანული კლუბია, რომელიც ევროპალიგას შემორჩა და როგორც ჩანს, შვაბებიც გავარდებიან, რადგან ხუთშაბათს რომის "ლაციოსთან" საკუთარ "მერსედეს ბენც არენაზე" 0:2 დამარცხდნენ. შვაბები კვირას საღამოს "ჰამბურგს" ხვდებიან და ეს მატჩი "შტუტგარტის" თავკაც ბრუნო ლაბადიასთვის განსაკუთრებულია - დღეს უკვე 47 წლის ბრუნოს თავის დროზე "ჰამბურგის" რიგებში 50 მატჩი აქვს ჩატარებული (16 გოლი). 2009-დან 2010 წლამდე კი ბრუნო "ჰამბურგის" მთავარი მწვრთნელიც გახლდათ.

გერმანია. ბუნდესლიგა. XXV ტური

8 მარტი

აუგსბურგი-ნიურნბერგი 1:2

9 მარტი

ბაიერნი-ფორტუნა 18:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ბადშტუბერი - ალმერი, ბრუნო სუარესი, ხუანანი, რაიზინგერი, ვორონინი

ბოლო 6 მატჩი

+6=0-0 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 45 თამაში: +26=9-10, (103:57)

შალკე-დორტმუნდი 18:30

დისკვალიფიკაცია: ჯონსი (შალკე)

ტრავმა: უნერშტალი, პაპადოპულოსი, აფელაი, მარიკა - ოვომოიელა, ს. ბენდერი

ბოლო 6 მატჩი

+2=2-2 +4=1-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 81 თამაში: +28=24-29, (116:125)

ფრაიბურგი-ვოლფსბურგი 18:30

დისკვალიფიკაცია: მადლუნგი (ვოლფსბურგი)

ტრავმა: კალვენტე, ცუკი, ფრაისი - ნალდო, პილარი

ბოლო 6 მატჩი

+2=3-1 +1=2-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 19 თამაში: +9=6-4, (28:21)

მაინცი-ლევერკუზენი 18:30

დისკვალიფიკაცია: ზაბავნიკი - ვოლშაიდი

ტრავმა: ბუნგერტი, ჟუნიორ დიასი, რუკავიცა, სოტო - თოფრაქი, ბელარაბი

ბოლო 6 მატჩი

+1=4-1 +2=3-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 13 თამაში: +5=3-5, (20:20)

ფიურტი-ჰოფენჰაიმი 18:30

ტრავმა: ნდოიე, ჰეფელე, პრიბი, შტიბერი, ფალი - კრისი, გრიფო, რუდი, სალიჰოვიჩი, ვუკჩევიჩი

ბოლო 6 მატჩი

+1=2-3 +1=0-5

ურთიერთშეხვედრები

სულ 1 თამაში: +0=1-0, (3:3)

გლადბახი-ვერდერი 21:30

დისკვალიფიკაცია: მარქსი - პრიოდლი, სოკრატისი

ტრავმა: ვოლფი, ბარგფრედე, პ. სტევანოვიჩი, აკპალა, ფიულკრუგი (ყველა ვერდერი)

ბოლო 6 მატჩი

+2=2-2 +2=0-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 87 თამაში: +30=20-37, (138:141)

10 მარტი

ჰანოვერი-აინტრახტი 18:30

დისკვალიფიკაცია: როდე (აინტრახტი)

ტრავმა: ჩერუნდოლო, ეგიმანი, ფელიპე, ანდრეასენი, ფრანკა, ჰუშტი, შტინდლი, მ. დიუფი (ყველა ჰანოვერი)

ბოლო 6 მატჩი

+3=1-2 +2=2-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 43 თამაში: +16=14-13, (65:65)

შტუტგარტი-ჰამბურგი 20:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: აუდელი, ბა, მაქსიმი, კაკაუ, თორუნი - ლამი, მანსიენი, ილიჩევიჩი

ბოლო 6 მატჩი

+1=1-4 +3=1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 95 თამაში: +34=20-41, (149:144)

სატურნირო მდგომარეობა

ბომბარდირები: 16 – ლევანდოვსკი (დორტმუნდი), კისლინგი (ლევერკუზენი); 15 – მანჯუკიჩი (ბაიერნი); 12 – ა. მაიერი (აინტრახტი), სალაი (მაინცი); 11 – იბიშევიჩი (შტუტგარტი), თ. მიულერი (ბაიერნი), პეტერსენი (ვერდერი), როისი (დორტმუნდი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბუნდესლიგა ხმაურიანი მატჩით იხსნება - "ბაიერნი" "ლაიფციგს" უმასპინძლებს
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" ახალი მეკარე ჰყავს
ლუის დიასი მიუნხენში ჩაფრინდა და დღეს "ბაიერნის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა