ლიონი-მარსელი: პირველი წრის შეხვედრაში, გომისმა მანდანდა სამჯერ დაამწუხრა
კვირას ერთმანეთის წინაშე ორი "ოლიმპიკი" 86-ედ წარსდგება. უკვე ჩატარებულ 85 დაპირისპირებაში უპირატესობას "ლიონი" ფლობს: 28 მოგება 25-ის წინააღმდეგ (32 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ბურთების სხვაობა: 136-140). "სტად ჟერლანზე" ჩატარებული 42 მატჩიდან "ლიონმა" 18 მოიგო, ამდენივე ფრედ დასრულდა, "მარსელმა" კი მხოლოდ 6-ჯერ იმარჯვა – უკანასკნელად 2007 წელს, როდესაც ჟუნინიო პერნამბუკანოს ადრეულ გოლს, მამადუ ნიანგმა დუბლით უპასუხა.

რემი გარდის გუნდი სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და ლიდერ პსჟ-ს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. სამი ქულით და ერთი პოზიციით უკან არის "მარსელი", რომელიც ჩემპიონობაზეც ფიქრობს, მაგრამ გუნდის რეალური მიზანი მესამე ადგილის შენარჩუნებაა, რადგან ბოლო პერიოდის ჩავარდნის გამო, პროვანსელები "სენტ ეტიენმა" და "ნიცამ" წნეხის ქვეშ მოაქციეს.

"ლიონს" ამ შეხვედრისთვის მაქსიმ გონალონი უბრუნდება, რომელმაც წინა ტურის მატჩი ("ბრესტთან" 1:1) გამოტოვა. ვარჯიში განაახლა იოან გურკუფმაც, ვისაც ტრავმის გამო სამი კვირა გაუცდა, მაგრამ მისი ამ თამაშში მონაწილეობა საეჭვოა. საკადრო პრობლემები "მარსელსაც" არ აწუხებს – ელი ბოპს ბენუა შეირუ დაუბრუნდა, რომელმაც გურკუფის მსგავსად სამი კვირა გამოტოვა, თუმცა მისი შემადგენლობაში მოხვედრის შანსი საკმაოდ დიდია.

ამ გუნდების პირველი წრის შეხვედრაში "ლიონმა" "მარსელი" შეარცხვინა და "ველოდრომზე" 4:1 მოუგო (სამი გოლი ბაფეტიმბი გომისმა გაიტანა), ასე რომ "მარსელს" რევანში აქვს ასაღები, თუმცა ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება, რადგან რემი გარდის შეგირდები შინ ძალიან კარგად თამაშობენ, "მარსელი" კი სტუმრად მაინც და მაინც არ ბრწყინავს.

პარი სენ-ჟერმენი ეცდება

პირველობის ლიდერი კონკურენტების ურთიერთშეხვედრით სარგებლობას ეცდება. "პარი სენ-ჟერმენი" ამ ტურში "ნანსის" ხვდება, რომელმაც ბოლო პერიოდში თითქოს გამოიღვიძა, მაგრამ "პარკ დე პრენსზე" უშანსოდ უნდა იყოს. საინტერესოა, რომ ურთიერთშეხვედრებში უპირატესობას "ნანსი" ფლობს: 18 მოგება 16-ის წინააღმდეგ. გარდა ამისა, პარიზში გამართული 25 შეხვედრიდან მასპინძლებმა მხოლოდ 8 მოიგეს, "ნანსიმ" კი დედაქალაქი სამი ქულით ხელდამშვენებულმა 10 შემთხვევაში დატოვა – ბოლოს შარშან, როდესაც ჟან კალვეს გოლის წყალობით 1:0 მოიგო.

საერთოდ, შარშანდელ სეზონში "ნანსიმ" პსჟ-ს ორივე შეხვედრაში აჯობა (2:1 და 1:0), ხოლო პარიზში გამართული ბოლო 10 მატჩიდან მხოლოდ 2 წააგო. ასე რომ, როგორც ხედავთ, "ნანსი" აუტსაიდერი კი არის, მაგრამ პარიზელებისთვის ისტორიულად უხერხული მეტოქეა.

კარლო ანჩელოტის კრისტოფ ჟალე და ჟერემი მენეზი დააკლდება, თუმცა პარიზელებს იმხელა სათადარიგო სკამი აქვთ, რომ ამ ორი ფეხბურთელის გამოკლება არ უნდა დაეტყოთ. სტუმრებს ტრავმების გამო ვენსან მურატორი და რომენ გრანჟი არ ეყოლებათ. გარდა ამისა, დისკვალიფიცირებულია ფლორიან ზიტი, ახალგაზრდა (19 წლის) ფეხბურთელი, რომელმაც სულ ორი მატჩის ჩატარება მოასწრო – ერთში გოლი გაიტანა, მეორეში კი გააძევეს. უცნაურია ის, რომ ზიტი ამ ორიდან პირველ შეხვედრაში გააძევეს ("სენტ ეტიენთან"), გოლი კი წინა ტურში ("სოშოსთან) გაიტანა, რის შემდეგაც მას დისკვალიფიკაცია მისცეს.

სამაგალითო დასჯა - ეისერიკი 11 მატჩს გამოტოვებს

დიდ ინტერესს იწვევს "ნიცას" და "მონპელიეს" დაპირისპირება. ორივე გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის და ეს შეხვედრა, ე.წ. "6 ქულიანი" მატჩია. მასპინძლებს კვლავ არ ეყოლებათ ჟერემი პიე და დარიო ცვიტანიჩი, რაც ძალიან დიდი დანაკლისია. გარდა ამისა, 11-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო ვალენტინ ეისერიკმა, რომელმაც ჟერემი კლემანს ფეხი მოტეხა. ასევე ტრავმირებულია გუნდის მწვრთნელის, კლოდ პუელის შვილი გრეგორი პუელი. მოკლედ, ზღვისპირელებს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვთ.

პრაქტიკულად ანალოგიური სიტუაციაა "მონპელიეშიც". საფრანგეთის 2012 წლის ჩემპიონს ტრავმის გამო აკლია: სულეიმან კამარა, გარი ბოკალი, ჯამელ საიჰი, რემი კაბელია და ქარიმ აიტ-ფანა. სირილ ჟონშამი და ანრი ბედიმო კი დისკვალიფიცირებულნი არიან. სამაგიეროდ, გუნდს იუნეს ბელჰანდა უბრუნდება, რაც ასეთ სიტუაციაში მყოფი ორი გუნდის შეხვედრაში შესაძლოა გადამწყვეტი ფაქტორიც იყოს. ამ წყვილში ფავორიტის გამოყოფა რთულია, რადგან ორივე გუნდს სარეზერვო თუ არა, შერეული შემადგენლობით მოუწევს თამაში.

საინტერესოა რას იზამს "ლილი", რომელმაც ზედიზედ 4 მატჩი მოიგო და ლიდერებს მიუახლოვდა. რუდი გარსიას შეგირდები "ვალანსიენს" ეთამაშებიან, რომელიც შინ ტრადიციულად კარგად თამაშობს (მხოლოდ ორი წაგება, "ლიონთან" და პსჟ-სთან). "ძაღლებს" რიო მავუბა, იდრისა გეიე და რაიან მენდესი არ ეყოლებათ. მასპინძლებს კი ანტონი ლე ტალეკის, რემი გომისის (ორივე ტრავმირებულია) და რუდი მატერის (დისკვალიფიკაცია) იმედი არ უნდა ჰქონდეთ.

საფრანგეთი. ლიგა 1. XXVIII ტური

რენი-სტ. ეტიენი 2:2

9 მარტი

პსჟ-ნანსი 20:00

აიაჩო-ლორიანი 23:00

ტრუა-რეიმსი 23:00

ევიანი-სოში 23:00

ბრესტი-ტულუზი 23:00

ვალანსიენი-ლილი 23:00

10 მარტი

ნიცა-მონპელიე 17:00

ბორდო-ბასტია 20:00

ლიონი-მარსელი 00:00

სატურნირო მდგომარეობა

შენიშვნა: "აიაჩოს" – 2 ქულა

ბომბარდირები: 22 – იბრაჰიმოვიჩი (პარი სენ ჟერმენი); 15 – ობამეიანი (სენტ ეტიენი); 12 – ცვიტანიჩი (ნიცა), გომისი (ლიონი); 11 – ალიადიერი (ლორიანი); 10 – ალესანდრინი (რენი), ბენ ბასატი (ბრესტი/ტულუზი), პაიე (ლილი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

[+18 VIDEO] "წლის დასახიჩრების" ჩამდენს სეზონის ბოლომდე დისკვალიფიკაცია აკმარეს

ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
ემანუელ პეტი: საფონოვი საიმედოა და ყოველთვის ითამაშებს
ფრანგულმა კლუბმა სექსისტური სკანდალის ფონზე სპორტული დირექტორი გაათავისუფლა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...