მერე რა, რომ "ბარსა" "დეპორს" 51 ქულით უსწრებს
მიუხედავად იმისა, რომ ახლანდელი "დეპორტივო" ის "დეპორტივო" აღარ არის, ლაკორუნიულმა გუნდმა პირველ წრეში საოცარი სპექტაკლი შემოგვთავაზა - "ბარსელონას" კარში 4 გოლი გაიტანა! თუმცა "რიასორზე" შეკრებილი და დიდ ფეხბურთს დანატრებული 35 ათასი გალისიელის სამწუხაროდ, 5 საკუთარ კარში მიიღო და ფეერიულ მატჩში 4:5 წააგო. ლეო მესიმ მაშინ ჰეთთრიკი შეასრულა. მაშინ ყველა აღფრთოვანებული იყო მესის თამაშით. ახლა კი მესის მატჩისწინა კომენტარებში გაღიზიანება ეტყობა, რაც იმას კიდევ უფრო აშიშვლებს, რომ "ბარსელონაში" ყველაფერი კარგად არ არის: "ყველას ერთი სული აქვს, კიდევ წავაგოთ, რომ თქვან, "ბარსას" ეპოქა სრულდება", - ეს ლეოს კომენტარია.

განმეორდება პირველი წრის თრილერი?

შაბათს "კამპ ნოუზე" "დეპორტივო" ჩადის. პირველადგილოსანი გუნდი ბოლოადგილოსანს იღებს და მიუხედავად ამისა, ყველაზე მეტი ინტრიგა შეიძლება სწორედ ამ თამაშს ჰქონდეს. არადა, "ბარსას" და "დეპორს" შორის სხვაობა ქულებში 51-ია... 51!!!

"ბარსელონას" შეუძლია "მილანისა" და "რეალის" ჯავრი ლამის უიმედო აუტსაიდერზე იყაროს, მაგრამ იქნება კი ეს კრიზისიდან გამოსვლის ნიშანი? თუმცა დაპირისპირებას პეწს "დეპორტივოს" წარსული სძენს, ამ ორ კლუბს შორის ძალიან ბევრი საოცარი მატჩი გამართულა.

ჟორდი როურას ეყოლება პედრო, რომელსაც ეს დღეები გრიპი უტევდა, თუმცა ფორვარდი გამოჯანმრთელდა და ითამაშებს. ჩავი გუნდთან ერთად კი ვარჯიშობს, მაგრამ მისთვის თამაში ჯერ ნაადრევია. სამშაბათს "ბარსას" "მილანთან" გადამწყვეტი მატჩი ელის და, რაც უნდა უარყოს როურამ, ცხადია, რომ დროებითი თავკაცი ამ შეხვედრაზე ფიქრობს და შესაძლოა, რამდენიმე მოწინავე ფეხბურთელიც დაასვენოს. მოგეხსენებათ, ვიქტორ ვალდესს "რეალთან" მატჩში მსაჯის გამოლანძღვისთვის 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს. მის ნაცვლად, რა თქმა უნდა, ხოსე პინტო ჩადგება კარში, მაგრამ ახალია თუ ვინ იჯდება "ბარსას" სკამზე - ეს არის ჟორდი მასიპი. სარეზერვო გუნდის 24 წლის გოლკიპერს სახელდახელოდ გადაეცა "ბარსას" 32-ნომრიანი მაისურა.

აი რა თქვა როურამ მატჩის წინ: "ჩვენი მიზანია, სამი ქულის მოპოვება "დეპორტივოსთან" მატჩში. ამით ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივუახლოვდებით ტიტულს. დღეს ჩვენ "მილანზე" არ ვიფიქრებთ, ჯერ ადრეა".

"დეპორტივოს" დისკვალიფიცირებული კარლოს მარჩენა აკლია. ხოლო ზე კაშტრო, კაკა და რიკი ტრავმირებულები არიან.

* "ბარსამ" ბოლო 4 მატჩიდან 3 წააგო.

* ბოლო 13 მატჩია, კატალონიურ გუნდს კარი "მშრალად" არ შეუნახავს.

* წინა ტურში "დეპორტივომ" ფრე ითამაშა და 6-მატჩიანი წაგებათა სერია დაასრულა.

* "კამპ ნოუზე" "დეპორტივომ" ბოლოს 2003 წელს მოიგო - 2:0.

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა: პინტო - მონტოია, პიკე, მასკერანო, ადრიანო - ტ. ალკანტარა, სონგი, ფაბრეგასი - ა. სანჩესი, მესი, ვილია.

დეპორტივო: არანსუბია - სილვიო, აიტამი, ინსუა, აიოსე - პ. ასუნსაო, აგილარი - გამა, ვალერონი, პიცი - ოლივეირა.

რონალდო გაციებულა

"რეალმა" სეზონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დუელი მოიგო ("მანჩესტერ იუნაიტედთან") და ახლა გალისიას სტუმრობს - ვიგოში "სელტას" წინააღმდეგ. ჟოზე მოურინიომ ინგლისური გამარჯვების შემდეგ, ფეხბურთელებს დასვენების და ქალაქგარეთ გასვლის საშუალება მისცა. "სელტასთან" თამაშიც მნიშვნელოვანია, რადგან "რეალი" "ატლეტიკოს" სულ 2 ქულით ჩამორჩება. ჟოზეს არ ეყოლება ანხელ დი მარია და იკერ კასილიასი. კრიშტიანო რონალდო და სერხიო რამოსი გაციებული არიან. მათ ბოლოს არ უთამაშიათ, თუმცა "მარკას" აზრით, "სელტასთან" ითამაშებენ.

სავარაუდო შემადგენლობები

სელტა: ვარასი - ხონი, კაბრალი, ტუნიესი, ბელვისი - ოუბინია, ა. ლოპესი - ა. ფერნანდესი, კრონ-დელი, ორელიანა - ასპასი.

რეალი: დ. ლოპესი - არბელოა, პეპე, ს. რამოსი, მარსელო - ესიენი, მოდრიჩი - კალეხონი, კაკა, რონალდო - ბენზემა.

ესპანეთი. ლა ლიგა. XXVII ტური

8 მარტი

ბეტისი-ოსასუნა 2:1

9 მარტი

ვალეკანო-ესპანიოლი 19:00

დისკვალიფიკაცია: ამატი

ტრავმა: ლაბაკა, როდრი - ბაენა (?)

ბოლო 6 მატჩი

+1=2-3 +3=1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 17 თამაში: +3=5-9, (16-33)

ვალიადოლიდი-მალაგა 21:00

დისკვალიფიკაცია: ტულალანი

ტრავმა: პერესი, ებერტი - ბაპტიშტა, პორტილიო (?), ელიზეუ

ბოლო 6 მატჩი

+1=3-2 +3=2-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 17 თამაში: +6=6-5, (17-17)

ბარსელონა-დეპორტივო 23:00

დისკვალიფიკაცია: ვალდესი, პიკე - მარჩენა

ტრავმა: ჩავი, ბარტრა - რიკი, ზე კაშტრო, კაკა

ბოლო 6 მატჩი

+4=1-1 +0=1-5

ურთიერთშეხვედრები

სულ 37 თამაში: +18=7-12, (66-51)

მალიორკა-სევილია 01:00

დისკვალიფიკაცია: მ. პერეირა

ტრავმა: ჟ. ვიქტორი, ლოპესი, არისმენდი, ჟერომელი, ლუნა, ალვარო - პეროტი, კამპანია, ტროხოვსკი

ბოლო 6 მატჩი

+1=1-4 +4=0-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 27 თამაში: +6=9-12, (31-49)

10 მარტი

ბილბაო-ვალენსია 15:00

დისკვალიფიკაცია: ანდერი - გუარდადო

ტრავმა: გალარეტა, პერესი, გურპეგი - პერეირა (?), რამი, კოშტა

ბოლო 6 მატჩი

+2=1-3 +3=3-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 39 თამაში: +10=9-20, (47-68)

ლევანტე-ხეტაფე 20:00

დისკვალიფიკაცია: ბარკერო - პედრო ლეონი, ბორხა

ტრავმა: მანე, როდრიგესი, ვალერა, ლაფიტა

ბოლო 6 მატჩი

+1=2-3 +4=0-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 21 თამაში: +7=8-6, (23-23)

სელტა-რეალი 22:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: მალიო, ლაგო (?), ლიორკა - კასილიასი, დი მარია

ბოლო 6 მატჩი

+1=1-4 +5=0-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 29 თამაში: +10=3-16, (36-50)

ატლეტიკო-სოსიედადი 00:00

დისკვალიფიკაცია: მ. სუარესი

ტრავმა: ტიაგო - იფრანი, კასტრო, ილარამენტი (?), ელუსტონდო

ბოლო 6 მატჩი

+3=1-2 +3=3-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 29 თამაში: +10=7-12, (46-41)

11 მარტი

სარაგოსა-გრანადა 23:30

დისკვალიფიკაცია: ლოოვენსი

ტრავმა: ვილჩესი, ობრადოვიჩი, სუკულინი, აპონიო (?), რობერტო (?), ალამო (?) - არანდა, ფ. რიკო, ბენიტესი

ბოლო 6 მატჩი

+0=3-3 +2=0-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 5 თამაში: +3=0-2, (5-4)

შენიშვნა: + მოგება, = ფრე, - წაგება () ბურთების სხვაობა

შენიშვნა: ურთიერთშეხვედრები ჩემპიონატისა და თასის მატჩები 1994 წლიდან

სატურნირო მდგომარეობა

ბომბარდირები: 39 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 24 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 21 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 13 - რობერტო სოლდადო (ვალენსია), ალვარო ნეგრედო (სევილია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ანხელ დი მარია "რეალს" ორი კვირა ვერ დაეხმარება

[PHOTO] სიყვარულს რას გაუგებ - ნიკოლმა იამალს "რეალის" ახალწვეულთან უღალატა
ალექსის სანჩესი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს
მიქაუტაძის "ვილიარეალმა" დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელი ინათხოვრა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო