ლიდერის სიცილიური ბარიერი
მართალია, ამ უქმეებზე ვერც მილანურ დერბის ვიხილავთ და ვერც სამხრეთ-ჩრდილოეთის დაპირისპირებას "ნაპოლი"-"იუვენტუსის" მონაწილეობით, მაგრამ ტური მაინც ბევრ საინტერესოს გვპირდება. ლიდერს კერკეტი "კატანია" ესტუმრება, ლიდერის მდევარი ვერონაში ჩადის, რომში კი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი გუნდები: "ლაციო" და "ფიორენტინა" შეასკდებიან ერთმანეთს. საინტერესო მატჩი შედგება დღესაც და ჯერ სწორედ უდინურ პაექრობაზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა...

უდინეზე-რომა

ბოლო პერიოდში, რომაელებს საკადრო პრობლემები მოეძალათ, რადგან პრაქტიკულად ერთდროულად დაშავდნენ მარკინიოსი და მირალემ პიანიჩი. ტრავმირებულია მატია დესტრო, მაიკლ ბრედლის კი დისკვალიფიკაცია აქვს. მოკლედ, "ჯალოროსი" ვერონაში დანაკლისით ჩადის, მაგრამ მიუხედავად ამისა, აურელიო ანდრეაცოლის განწყობა ოპტიმისტურია:

"მოგებათა სერია უნდა გავაგრძელოთ, რადგან ჩემპიონთა ლიგის საგზურს სხვაგვარად ვერ მოვიპოვებთ. სეზონის პირველი წრე ჩაგვივარდა და დღეს, დაკარგულის ანაზღაურება გვიწევს. უნდა შევუტიოთ განურჩევლად იმისა, გასვლაზე გვიწევს თამაში თუ საკუთარ მოედანზე".

"გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, "რომა" 3-4-2-1 ტაქტიკით ითამაშებს, შეტევის წინა ხაზზე მყოფ პაბლო ოსვალდოს კი უკნიდან ერიკ ლამელა და ფრანჩესკო ტოტი დაეხმარებიან. "იმპერატორს" ერთი გოლი სჭირდება იმისთვის, რომ სერია A-ს ყველა დროის ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე ერთპიროვნულად გადავიდეს და გუნარ ნორდალი უკან მოიტოვოს.

იუვენტუსი-კატანია

ტრავმირებული ფეხბურთელები არც "იუვენტუსს" აკლია, რომლებსაც დისკვალიფიცირებული არტურო ვიდალი დაემატა. ანტონიო კონტე "კატანიას" ნაცად 3-5-2 სქემას დაუპირისპირებს, შეტევაში კი სებასტიან ჯოვინკოს და მირკო ვუჩინიჩს გაამწესებს. როტაცია გრძელდება და ამჯერად, ალესანდრო მატრი და ფაბიო კვალიარელა თადარიგში მოიაზრებიან. ამის ფონზე, სრულიად ზედმეტი მოჩანს ტრავმირებული ნიკლას ბენდტნერი და თვით ნიკოლა ანელკაც კი, რომელიც ჯერჯერობით ვერაფერში დაეხმარა ტურინულ გრანდს.

"კატანიამ" წინა ტურში შოკისმომგვრელი მარცხი იწვნია "ინტერისგან" და საკუთარი გულშემატკივრების წინ შეირცხვინა თავი. სიცილიელები იმუქრებიან, რომ სწორედ ტურინში მოახდენენ რეაბილიტაციას და "იუვეს" არაფერს დაუთმობენ. შეგირდებს მობილიზებისკენ მოუწოდებს კონტე, რომელიც "სელტიკთან" განმეორებით მატჩსაც კი სიფრთხილით ეკიდებოდა. "იუვენტუსი" ფავორიტია, მაგრამ ვნახოთ, ბრძოლა იქნება...

კიევო-ნაპოლი

ნეაპოლში სჯერათ, რომ სკუდეტოს მოპოვება ჯერ კიდევ შესაძლებელია და ამ იმედის გასამტკიცებლად ვერონაში მოგება აუცილებელია. არადა, "კიევო" "ნაპოლისთვის" მეტად უხერხული მეტოქეა და ამის დასადასტურებლად ბოლო წლების სტატისტიკის მოყვანაც კმარა. ციფრებით ნამდვილად არ გადაგღლით და მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ 2011/2012 წლების სეზონში, საჩემპიონოდ შემართული "ნაპოლი" სწორედ ვერონაში წაიქცა და შემდეგ, ვეღარც წამოდგა. მოკლედ, სამხრეთელებს თავისი ანგარიშები აქვთ გასასწორებელი და საამისოდ ყველაფერს გააკეთებენ.

ვალტერ მაცარი ამჯერადაც ედინსონ კავანისა და გორან პანდევის ტანდემს დაეყრდნობა, ლორენცო ინსინიე კი თადარიგში დარჩება. ძირითად შემადგენლობაში მოიაზრება პორტუგალიელი მცველი როლანდო და ეს უდავოდ ამ მატჩის დამატებითი ინტრიგაა. საინტერესოა, როგორ შეეწყობა გუნდს პირენეელი. "ნაპოლის" მოგება სჭირდება, ფრე კი წაგების ტოლფასი იქნება.

ლაციო-ფიორენტინა

ტურის ცენტრალური მატჩი ფლორენციაში გაიმართება, სადაც ერთმანეთის პირისპირ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი გუნდები წარსდგებიან. როგორც ასეთ დროს ამბობენ, სასწორზე ექვსი ქულა დევს და შესაბამისად, გუნდების მოტივაცია გაორმაგებულია. "ლაციომ" შუაკვირაში ევროპის ლიგაზე ითამაშა, "შტუტგარტი" გასვლაზე დაამარცხა და სადღაც ალბათ გადაღლილია და სადღაც ფრთაშესხმული. მოკლედ, რომაელთა შვაბეთში სტუმრობა ფლორენციელთათვის ცალსახა პლუსად ვერ ჩაითვლება და საერთოდაც, ამ მატჩში ფავორიტის დასახელება ურთულესი საქმეა.

ვლადიმირ პეტკოვიჩი და ვინჩენცო მონტელა ნაცად სქემებს არ უღალატებენ – "ლაციო" სერჯო ფლოკარით და მის უკან განლაგებული ხუთეულით შეუტევს, "ფიორენტინას" კი ბალკანელ შემტევთა ტანდემი ეყოლება სტევან იოვეტიჩისა და ადემ ლიაიჩის სახით. დანარჩენი უშუალოდ მოედანზე გამოჩნდება...

იტალია. სერია A. XXVIII ტური

ჯენოა-მილანი 0:2

გოლები: 0:1 პაცინი (22), 0:2 ბალოტელი (60).

ჯენოა (3-5-1-1): ფრეი – გრანკვისტი (77. იანკოვიჩი), პორტანოვა, მორეტი – კასანი (59. იმობილე), ბოვო (69. ხორკერა), ტიოჟერი, ხ. ვარგასი, ანტონელი – ბერტოლაჩი - ბორიელო.

მილანი (4-3-3): აბიატი – დე შილიო, მექსე (46. იეპესი), საპატა, კონსტანტი – ფლამინი, მონტოლივო, მუნტარი – ელ შაარავი (68. აბატე), ნიანგი, პაცინი (25. ბალოტელი)

გაფრთხილება: პორტანოვა, ბოვო, ანტონელი – ბალოტელი, კონსტანტი, ფლამინი

გაძევება: კონსტანტი (66. მილანი).

კუთხური: 7-2; ჯარიმა: 14-13; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 9-6 (6-4) ბურთის ფლობა: 54%-46%

მაყურებელი: 18 000

Video

ჯენოა - მილანი 0:2

9 მარტი

უდინეზე-რომა 23.45

დისკვალიფიკაცია: გუბერტი, ბრედლი (რომა)

ტრავმა: ბენეტია, პინცი, ლაძარი, პასკუალი – მარკინიოსი, პიანიჩი, დესტრო

ბოლო 6 მატჩი

+3=1-2 +3=1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 41 თამაში: +18=9-14, (66-55)

10 მარტი

ატალანტა-პესკარა 15.30

დისკვალიფიკაცია: კარმონა (ატალანტა)

ტრავმა: ბელინი, კაპელი, სკალონი, მარილუნგო – სფორცინი, მოდესტო, კაპუანო, რიცო, კაპრარი, ძაური, ბალცანო

ბოლო 6 მატჩი

+2=1-3 +0=1-5

ურთიერთშეხვედრები

სულ 12 თამაში: +8=3-1, (20-4)

კალიარი-სამპდორია 18.00

დისკვალიფიკაცია: პიზანო – გასტალდელო, კრსტიჩიჩი

ტრავმა: კონტი – გასტალდელო, პოულსენი

ბოლო 6 მატჩი

+3=2-1 +4=2-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 37 თამაში: +13=13-11, (45-48)

კიევო-ნაპოლი 18.00

დისკვალიფიკაცია: კანავარო (ნაპოლი)

ტრავმა: სარდო - ბრიტოსი

ბოლო 6 მატჩი

+1=1-4 +2=4-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 13 თამაში: +4=1-8, (12-19)

იუვენტუსი-კატანია 18.00

დისკვალიფიკაცია: ვიდალი - ლეგროტალიე

ტრავმა: ანელკა, კასერესი, დე ჩელიე, ბენდტნერი, პეპე – კაპუანო, ბარიენტოსი, ბერგესიო

ბოლო 6 მატჩი

+3=2-1 +3=1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 13 თამაში: +6=6-1, (22-12)

პალერმო-სიენა 18.00

დისკვალიფიკაცია: ვიტიელო, ტერცი (პალერმო)

ტრავმა: ბორიელო, ერნანდესი, მანტოვანი - ვერგასოლა

ბოლო 6 მატჩი

+0=5-1 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 21 თამაში: +9=5-7, (29-27)

პარმა-ტორინო 18.00

დისკვალიფიკაცია: ჩერჩი, დიოპი, მეჯორინი (ტორინო)

ტრავმა: მარიგა, სანტაკროჩე, კოდა – ბაკიჩი, ჯონატასი, კასერესი

ბოლო 6 მატჩი

+0=1-5 +1=3-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 17 თამაში: +11=4-2, (31-14)

ინტერი-ბოლონია 23.45

დისკვალიფიკაცია: ჰანდანოვიჩი - კონე

ტრავმა: სამუელი, ობი, კასტელაცი, სილვესტრი, ნაგატომო, მუდინგაი, მილიტო - ნატალი

ბოლო 6 მატჩი

+2=2-2 +3=2-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 30 თამაში: +20=4-6, (59-35)

ლაციო-ფიორენტინა 23.45

დისკვალიფიკაცია: კანდრევა - აკვილანი

ტრავმა: კონკო, სტანკევიჩუსი, კლოზე, ბროკი – როსი, კამპორეზე, აგაცი

ბოლო 6 მატჩი

+1=1-4 +3=0-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 36 თამაში: +20=7-9, (61-34)

სატურნირო მდგომარეობა

შენიშვნა: სიენა - 6 ქულა, ატალანტა – 2, სამპდორია – 1, ტორინო – 1.

ბომბარდირები: 18 - კავანი (ნაპოლი); 16 – ელ შაარავი (მილანი); 15 - დი ნატალე (უდინეზე); 12 – პაცინი (მილანი); 11 - ოსვალდო (რომა), ლამელა (რომა), იოვეტიჩი (ფიორენტინა), საუ (კალიარი); 10 - კლოზე (ლაციო), ჯილარდინო (ბოლონია), ტოტი (რომა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლეგენდად ქცეული ფრანჩესკო ტოტი

"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
შენგელია დუბაის სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში