25 წლის თავდამსხმელი ყაზახეთის პრემიერლიგის ჩიმკენტის "ორდაბასიში" ჩაირიცხა
დავით ჩაგელიშვილი ყაზახეთის პრემიერლიგის ჩიმკენტის "ორდაბასიში" ჩაირიცხა. 25 წლის თავდამსხმელი 2012 წელს ყაზახურ "ოკჟეტპესში" გამოდიოდა და 6 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

თუმცა, გუნდი პრემიერლიგიდან გავარდა, ქართველმა თავდამსხმელმა გუნდი დატოვა და საქართველოში დაბრუნდა.

დათო სეზონისთვის ბოლნისის "სიონში" ემზადებოდა, მაგრამ მერე ისევ ყაზახეთში მიიწვიეს და "ორდაბასის" მიწვევაზე უარი არ უთქვამს.

"ბოლნისში ვარჯიშის დროს "ორდაბასის" წარმომადგენლები დამიკავშირდნენ და საკმაოდ კარგი პირობები შემომთავაზეს.

გუნდს თურქულ შეკრებაზე იანვრის მიწურულს შევუერთდი, რამდენიმე ამხანაგურ თამაშში გამსინჯეს და ერთწლიანი კონტრაქტი გამიფორმეს.

სხვათა შორის, 30 იანვარს "ორდაბასი" ამხანაგურად კახა ცხადაძის ბაქოს "ინტერს" შეხვდა, რომელიც ძალიან მომეწონა, კარგ ფეხბურთს თამაშობს. მართალია, მე-5 წუთზე ბაჩანა ცხადაძე გააგდეს, მაგრამ დარჩენილ დროში კარგად ითამაშეს და 0:2 წავაგეთ.

"ორდაბასი" "ოკჟეტპესზე" ბევრად ძლიერი, მდიდარი და ამბიციური გუნდია. ახალ სეზონში ევროპის ლიგის საგზურისთვის ვიბრძოლებთ. სეზონს კი 9 მარტს "ირტიშთან" შეხვედრით დავიწყებთ", - გვითხრა ჩაგელიშვილმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა